გასართობისაკითხავისასარგებლო

აფროდიტე

აფროდიტე-ბერძ. ოლიმპიური რელიგიის ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება, სიყვარულისა და მშვენიერების ქალღმერთი. რომაულ მითოლოგიაში მას აიგივებენ ვენუსთან.
აფროდიტე ერთობ პოპულარული მითოლოგიური პერსონაჟია ანტიკურ მწერლობაში. მის სახელს მრავალი ამბავი უკავშირდება.
აფროდიტეს დაბადების ორი ვერსია არსებობს ჰომეროსის გადმოცემის თანახმად, ზევსისა და ოკეანიდ დიონეს ასულია. სხვა , უფრო გავრცელებული ვერსიით, მისი წარმოშობა უკავშირდება ურანოსს.როდესაც კრონოსმა ბასრი ადამანტით ურანოსს მოჰკვეთა გასამრავლებელი ასო, იგი ზღვაში მოისროლა. ამ ასოს გარშემო ზვირთი აქაფდა, ხოლო ქაფიდან ამოიმართა ულამაზესი შიშველი ქალიშვილი, რომელმაც ნიჟარაზე მჯდომმა მიაღწია კუნძულ კითარას. არ მოეწონა სიმცირის გამო და დასავანებლად შეარჩია კუნძული კვიპროსი. იქ იხარულით შეეგებნენ მას დროთა ღვთაება ჰორები და დიდებული ოქსიონით შემოსეს. თმები შეუმკეს ოქროს გვირგვინით, მორთეს უძვირფასესი სამკაულებით და აღამაღლეს ოლიმპოსის მაღალ ღმერთებთან. მისი მშვენიერებით მოხიბლულ ღმერთებს აღფრთოვანებული შეძახილები აღმოხდათ. მას შემდეგ მარად ახალგაზრდა, ღვთაებათაგან სილამაზით გამორჩეული აფროდიტე ოლიმპოსის ბინადარია. როდესაც იგი ცისარტყელასავით ფერად ბიალონს მოისხამს და სადმე მიდის, მზეს ემატება ნათელი, ყვავილები უფრო ლამაზად იფურჩქნებიან. უსიერ ტყეთა სიღრმეებიდან გამორბიან ცხოველები და გარს ეხვევიან. ტკბილი გალობით თავს დასტრიალებენ ფრთოსანთა გუნდები. აფროდიტეს თან მიჰყვებიან წელიწადის დროთა ცვლის მეუფე ჰორები, მომხიბლავი ქარიტები. დარწმუნების ღვთაება პეითო, ცელქი ბიჭუნა ეროსი, ქორწინების მფარველი ჰიმენეოსი და სხვა მარადიული ძალები.

აფროდიტეს წელს უმშვენებს ჯადოსნური სარტყელი, რომელშიც ჩაქსოვილია სიყვარული , ვნება ტრფობის ჩურჩული , გრძნობის გამხელა, მაცდური სიტყვა და ყველა ხიბლი. ის, ვინც წელზე შემოიკრავს ამ სარტყელს, უმალ ივსება მომხიბლაობის ჯადო-ძალით.
ზევსმა უმშვენირესი აფროდიტე მიათხოვა ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთს, კოჭლ ჰეფესტოს.
,,ოდისეაში” ცნობილი მომღერალი დემოდოკოსი მოგვითხრობს იმის თაობაზე,თუ როგორ გამოჭედა ჰეფესტომ ,, უხილავი მახე ” , რომელშიც გააბა აფროდიტე და არესი სიყვარულის სარეცელზე. ამ სასიყვარულო კავშირის შედეგად დაიბადნენ ჰარმონია, ეროსი, ანტეროსი, ფობოსი და დეიმოსი. აფროდიტეს ჰერმესისაგან ჰყავდა ვაჟი ჰერმაფროდიტოსი. აფროდიტეს შეუყვარდა მოკვდავი ანქიზესი, რომლისაგან შეეძინა ვაჟი ენეასი, რომაელთა ლეგენდარული წინაპარი. მისი საყვარელი იყო ფინიკიელი ჭაბუკი ადონისიც.

მრავალი მითი აფროდიტეს შეყვარებულთა მფარველ ღვთაებადაც წარმოგვიდგენს. იგი მკაცრად სჯის მათ, ვინც სიყვარულის ძალას უარყოფს. ასე დასაჯა მან სიკვდილით ჰიპოლიტოსი,ნარკისოსი(ანუ ნარცისი) . ხოლო ჰიპსიფილესა და სხვა ლემნოსელ ქალებს სიმყრალე შეჰყარა. აფროდიტე მოწყალეა მათ მიმართ , ვინც მის ძალას ცნობს.

Cocteau Twins – Alice by ieatcatlitter

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close