გართობაუცნაური

ბუნების საოცრებები

b9147fe1024b

ბუნების ზოგიერთი საოცრება ადამიანის მიერ შექმნილ საოცრებებს ბევრად  აღემატება. ბუნებრივი მოვლენები, ხშირად ისეთი მაშტაბისააა, რომ მათ ადამიანის საქმიანობა ვერც კი შეედრება. წყლის  ნაკადის უზომო ძალამ გამოქვაბულები, კანიონები და ჩანჩქერები შექმნა. პლატფორმები , რომლებიც დედამიწის ზედაპირს ქმნიან,ერთმანეთს ეჯახებოდა და ვულკანების ამოფრქვევა დიდი მთების გაჩენას იწვევდა. სიცოცხლის სხვადასხვა ფორმები, მარჯნის რიფებიდან დაწყებული ტროპიკული ტყეებით დამთავრებული, დედამიწის უზარმაზარ ტერიტორიებს ფარავს. ატმოსფეროსაც შეუძლია მომაჯადოებელი ეფექტების შექმნა, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში აოცებდა ადამიანს. გასაკვირი არაა, რომ ბუნების მრავალი საოცრება მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სანახაობების რიცხვს მიეკუთვნება.

ჩრდილოეთის ციალი

ცისარტყელა და მზის ჩასვლა ყველას უნახავს, მაგრამ ცოტა ვინმჯე თუ შესწრებია განსაცვიფრებელ ნათებას, რომელიც ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსების მახლობლად ჩნდება. კაშკაშა ფერების ელვარება გამოწვეულია გამოსხივებით, რომელიც ჩნდება მაშინ როდესაც მზის სხივებს მაგნიტური პოლუსები იზიდავს. ატმოსფერული დაბინძურების გამო უკანასკნელ წლებში ჩრდილოეთის ციალის ნახვა დღეს მხოლოდ დედამიწის უკიდურეს ჩრდილოეთში შეიძლება

6ad0591202db

ნიაგარის ჩანჩქერი

კანადისა და აშშ-ს საზღვართან მდებარე ამ საოცარი ჩანჩქერის სახელი ადგილობრივ მკვიდრთა ენაზე ,, მგრგვინავ წყალს” ნიშნავს. ამ ადგილას მდინარე ნიაგარა წუთში იმდენ წყალს ატარებს, რომ 150 ოლიმპიური საცურაო აუზის ავსება შეიძლებოდა. გოუთის კუნძულები წყლის დინებას კანადურ და უფრო მცირე ამერიკულ ჩანჩქერებად ჰყოფს.ეს ჩანჩქერები ტურისტებსა და თავგადასავლების მოყვარულებს იზიდავს. პირველად ჩანჩქერები 1859 წელს გადაკვეთა თოკზე მოსიარულე ჩარლზ ბლონდელმა, მას შემდეგ კიდევ რამდენიმე ადამიანი სპეციალური კონტეინერით მიყვა ჩანჩქერის დინებას.

c794716a25c9

ევერესტის მთა

მსოფლიოს უმაღლესი მთა,ევერესტი ნეპალისა და ტიბეტის გამყოფ ჰიმალაის ქედზე მდებარეობს. დაახლოებით 70 მილიონი წლის წინათ ის ზღვით იყო დაფარული, მაგრამ დედამიწის ზედაპირის შემადგენელი პლატფორმები ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც გაჩნდა მთების ჯგუფი, რომელიც დღესაც იზრდება. უკანასკნელი ოფიციალური მონაცემების თანახმად ევერესტის სიმაღლე 8850 მეტრია. პირველად მწვერვალზე ასვლა მხოლოდ 1953 წელს შეძლეს ედმუნდ ჰილარიმ და თენსინგ ნორგეიმ.

df88a79de170

კარლსბადის გამოქვაბულები

ნიუ-მექსიკოში მდებარე გვადალუპეს მთები კარლსბადის გამოქვაბულის სამშობლოა. მჟავანარევმა წყალმა კირქვის კლდეში დერეფნებისა და დარბაზების უზარმაზარი ქსელი შექმნა. მსოფლიოს უდიდესი გამოქვაბულია , რომლის სიგრძე 610 მეტრს, სიგანე 335 მეტრს აღწევს. საუკუნეების განმავლობაში მინერალებით სავსე წყალი მრავალფეროვან ნაგებობეს ქმნიდა, რომელთა შორისაა სტალაგმიტები და სტალაქტიტები, რომლებიც წყლის დაცემისა და აორთქლების შედეგად ჩნდება და მინერლური ნალექისაგან შედგება.

8f67806a932e

დიდი კანიონი
ხუთი მილიონი ადამიანი, რომელიც ყოველწლიურად დიდი კანიონის სანახავად მოდის. კანიონი,რომელიც ჩრდილო-დასავლეთ არიზონაში მდებარეობს, სიგრძეში 446 კილომეტრს, სიგანეში კი დაახლოებით 16 კილომეტრს აღწევს. მის ფსკერზე მძლავრი მდინარე კოლორადო მიედინება, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ჭრიდა კალაპოტს კლდეებს შორის. კანიონის ფორმირებაში წვიმა და წყალქვეშა დინებებიც იღებდნენ მონაწილეობას. კანიონის ფსკერის გრანიტის ქვების ასაკი ორ მილიონ წელიწადს ითვლის.

8bbb7117a3aa

დიდი ბარიერული რიფი

ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი მსოფლიოში უდიდესი მარჯნის რიფი და, ამავე დროს, უდიდესი ბიოლოგიური სტრუქტურაა. ის ქუინსლენდის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარეობს და სიგრძეში 2000 კილომეტრს აღწევს. ბარიერული რიფი 2900 ცალკეულ რიფს, 300 პატარა კუნძულს და 210 კუნძულს შეიცავს და 400 სახეობის მარჯნისაგან შედგება. რიფი მილიონობით წლების განმავლობაში შენდებოდა მარჯნის პოლიპებად წოდებული ზღვის არსებების ჩონჩხებისაგან.

4f9334d1fcbb

ულურუ
ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე ულურუ მსოფლიოში უდიდესი კლდოვანი წარმონაქმნია, რომელიც წვიიმის წყლის ნაკადებითაა დაღარული. მისი სიგრძე 3.6 კილომეტრია, სიგანე კი – 2 კილომეტრი. დღიით ის ფერს იცვლის იმის მიხედვით, თუ რომელი მინერალები ირეკლავს მზის სხივებს, და განსაკუთრებით ლამაზი სანახავია მზის ჩასვლისას, მას მოწითალო-ნარინჯისფერი დაჰკრავს, რითაც ის გიგანტურ ნაკვერჩხალს ემსგავსება. ულურუ წმინდა ადგილია ადგილობრ მკვიდრთათვის.

c27d1f195691

When It’s Cold I’d Like to Die – Moby by okukulka

მსგავსი ამბები

Back to top button