არქივი

დღის მოვლენები: 27 ოქტომბერი

    9bf0509f14ef

27 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის მე-300 დღე (ნაკიან წლებში – 301-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 65 დღე.

დღის მოვლენები

  • 1275 : ამსტერდამის დაფუძნების ტრადიციული თარიღი.
  • 1553 : ერეტიკოსად შერაცხული მიგელ სერვეტი ჟენევასთან კოცონზე დაწვეს.
  • 1644 : ნიუბურის მეორე ბრძოლა ინგლისის სამოქალაქო ომში.
  • 1682 : პენსილვანიაში ქალაქი ფილადელფია დაარსდა.
  • 1795 : აშშ და ესპანეთი მადრიდის ხელშეკრულებას დებენ, რითაც განისაზღვრა საზღვარი ესპანურ კოლონიებსა და აშშ-ს შორის.
  • 1795 : კამპო ფორმიოს ხელშეკრულება დაიდო საფრანგეთსა და ავსტრიას შორის.
  • 1810 : აშშ-მ დაიპყრო ყოფილი ესპანეთის კოლონია დასავლეთ ფლორიდა.
  • 1904 : ნიუ-იორკის მეტროს პირველი ხაზი გაიხსნა; სისტემა მალე აშშ-ში უდიდესი და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გახდა.
  • 1924 : უზბეკეთეის სსრ დაარსდა საბჭოთა კავშირში.
  • 1953 : ბრიტანეთის ბირთვული გამოცდა ტოტემ 2 განხორციელდა ემუს ველზე სამხრეთ ავსტრალიაში.
  • 1971 : კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ზაირი დაარქვეს.
  • 1990 : ყირგიზეთის სსრ-ის უზენაესი საბჭო ქვეყნის პირველ პრეზიდენტად ასკარ აკაევს ირჩევს.
  • 1991 : თურქმენეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა სსრ კავშირისაგან.
  • 1991 : ჩეჩნეთის პრეზიდენტად დანიშნულ იქნა ჯოჰარ დუდაევი.
  • 1998 : გერჰარდ შრიოდერი გერმანიის კანცლერი გახდა.
  • 1999 : სომხეთის პარლამენტის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარკისიანი და ექვსი პარლამენტარი.
  • 2008 : პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ახალ, მკვეთრად ოპოზიციურ, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო აყალიბებს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1466 : ერასმუსი – ნიდერლანდელი თეოლოგი (გ.1536)
  • 1728 : კაპიტანი კუკი – ინგლისელი მოგზაური და მკვლევარი.
  • 1782 : პაგანინი, ნიკოლო – იტალიელი მევიოლინე, კომპოზიტორი (გ.1840)
  • 1840 : გოგებაშვილი, იაკობ – ქართველი პედაგოგი და საბავშვო მწერალი.
  • 1858 : რუზველტი, თეოდორ – აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი (გ.1919)
  • 1862 : ანდრონიკაშვილი (ზურაბიშვილი), ქეთევან – ქართველი მსახიობი
  • 1900 : ჟაროვი, მიხეილ – საბჭოთა ეპოქის რუსი მსახიობი და რეჟისორი (გ.1981)
  • 1904 : ასტაუროვი, ბორის – საბჭოთა ბიოლოგი-ციტეგენეტიკოსი (გ.1974)

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1439 : ალბრეხტ II – გერმანიის, უნგრეთის და ჩეხეთის მეფე.
  • 1505 : ივან III – რუსეთის მეფე (დ.1440)
  • 1949 : ჰალასი, ფრანტიშეკ – ჩეხი პოეტი (დ.1901)
  • 1980 : წერეთელი, დავით – ქართველი ფერმწერი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ნაზარი და კელსი, გერვასი და პროტასი
    • სილუანე ხუცესი
    • პარასკევა სერბი
Back to top button