არქივი

სფინქსის საიდუმლო

50f5c3daa1a1

არსებობს მოსაზრება , რომ ,,სფინქსი” ეგვიპტური წარმოშობის არ უნდა იყოს. ეგვიპტეში მას ,,შესეფ-ანხ” ს ეძახიან, რაც ნიშნავს ცოცხალ ხატს და რაც, რა თქმა უნდა, ღმერთის ან მბრძანებლის ცოცხალ სახებას გულისხმობდა. ფარაონი ან მბრძანებელი, რომელიც ღმერთის მიწიერ ნაცვლად და მის ძედ მოიაზრებოდა, უკუ მიმდევრობით იყო გამოსახული ადამიანი მბრძანებლის თავით და ცხოველის ტანით. ამ ნახევრად ადამიანის ნახევრად ცხოველის ფიგურებში ჩაქსოვილია ის ღრმა აზრი, რომ არსი ღმერთისა და კაცისა ერთია, ხოლო განსხვავება მათ საპირისპირობაშია.

მსგავსი კოლოსალური ფიგურები აღმოჩენილია ნიმრუდში(ძვ.კალხა)ოსტინ ჰენრი ლეიარდის მიერ 1845 წელს ჩატარებული გათხრების შედეგად. ფრთიანი გველი-ამერიკელ ინდოელთა საცხოვრებელ ტერიტორიებზე, ადამიანი-ხარი სირიაში, კრეტასა და მესოპოტამიაში. ხოლო შივას სპილოსთავა ვაჟი-ინდოეთში.

1952 წელს სამხრეთ ნუბიის უდაბნოში ქარავანს მოულოდნელად ქვიშის ქარიშხალი დაატყდა თავს. აწიოკებული მექარავნეები შორიახლო აღმართულ კლდეს ამოეფარნენ. როცა ქარიშხალმა გადაიარა, გადარჩენილებმა მერეღა მიაქციეს ყურადღება თავიანთ მხსნელს. ,,კლდე” ნახევრად ჩამარხული ძველი ქვის მონუმენტური თავი აღმოჩნდა. მოკლე ხანაში არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ეს გიგანტური ლომისტანიანი სფინქსი, რომელიც ზომით არ ჩამოუვარდებოდა ცნობილ გიზის სფინქსს. იგი უხსოვარ დროში გამოეკვეთათ წითელი ქვიშაქვისაგან.
15 მეტრის სიმაღლეზე სფინქსის სიღრმეში კიბე შედიოდა. კოლოსის შიგნით რამოდენიმე სათავსი აღმოჩნდა. ვარაუდობენ , რომ გიზის სფინქსის შიგნითაც უნდა იყოს ფარული საკნები და პირამიდბისაკენ მიმავალი საიდუმლო გასასვლელები.

6b336105e899

რობერტ ბიუველი და მის კვალდაკვალ გრემ ჰენკოკი ლოგიკურ დასკვნებს აკეთებენ: სფინქსი -ეს ლომია, ახლა თევზის ერაა(ქრისტეს თევზებით გამოსახავენ). 13 ათასი წლის წინათ (ზოგი ასტროფიზიკოსის ვარაუდით , ხეოფსის პირამიდის აგების დრო)ლომის ერა იდგა. სფინქსი აღმოსავლეთისაკენ მზირალი ლომია. ეს მიგვანიშნებს , რომ ძველმა ხალხმა შესანიშნავად იცოდა თავიანთი ერა და ფიგურის ზუსტ ორიენტირებას ახდენდა სივრცესა და სიბრტყეზე.
ზოგიერთი მკვლევარის აზრით, არც ის არის გამორიცხული, რომ სფინქსი და დიდი პირამიდაც სხვა , რომელიმე წინა ციკლში აეგოთ. ე.ი მშენებლობა შეიძლება უხსოვარ დროში დაწყებულიყო. ვთქვათ 30 ათასი წლის წინათაც (13 000 წელს + პრეცესიის პერიოდი). ჩვენი პლანეტა მაშინ ლომის ზოდიაქოში იყო.

ed7a052e0ba5

ლომის ერა- იგულისხმება, რომ ამ ეპოქაში გაზაფხულის ბუნიობის წერტილი ლომის თანავარსკვლავედში იყო. დედამიწის ღერძის პრეცესიის გამო ეს წერტილი ყოველ 2300 წელიწადში ახალ თანავარსვლავედში ინაცვლებს, 13 000 წელიწადში 6 თანავარსკვლავედს მოივლის, 26 000 წლის მერე საწყის თანავარსკვლავედს უბრუნდება.

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button