არქივი

სადამსჯელო ღონისძიება

592fc900911e
თქვენი აზრით რა არის და როგორია ადამიანთა დასჯის ყველაზე სასტიკი მეთოდები თანამედროვე მსოფლიოში? თუ ამის შესახებ არაფერი იცით, მაშინ ეს პოსტი ნამდვილად აგიხელთ თვალს

ჩაქოლვა

0ea930a3a7d9

დასჯის ეს სახე ერთ-ერთი ისლამური ტრადიციის სახელს ატარებს. იგი მუჰამედის ეპოქაში იღებს სათავეს და დღემდე, 21 საუკუნემდეც თითქმის უცვლელად მოაღწია. მუსლიმანებს ერთი ჩვეულება აქვთ, სატანის ჩაქოლვა მექასა და საუდის არაბეთში, ჰაჯის დროს. ამ დღეს პილიგრიმები იკრიბებიან უზარმაზარ ქვასთან,რომელიც სატანას განასახიერებს და ქვებს უშენენ მას.
ეს დიდი მადლმოსილი საქმეა, რადგანაც პილიგრიმები საოცარი მოთმინებით დგანან რიგებში და იქვე კარვებსაც კი შლიან.

77531992a3c3

c918e2336538
ალბათ ,,ცოდვილ” ადამიანსა და სატანას შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავენ, რადგანაც ამ ჩვეულებას ხალხზეც წარმატებით ახორციელებენ.

ჩაქოლვა საზოგადოებრივი ღონისძიებაა, რომელსაც აღტყინებული ადამიანები, ხშირად მთელი თავიანთი ოჯახით ესწრებიან, დაახლოებით ისეთივე ყიჟინა იმართება, როგორც რაიმე მნიშვნელოვანი სპორტული მატჩის დროს სტადიონზე.
სანამ ჩაქოლავენ ხოლმე, მსჯავრდებულებს ხშირად ამათრახებენ კიდეც. ქალების მიმართ კი რატომღაც უფრო უმოწყალოა ისლამი. მათ კისრამდე მარხავენ, ამასთანავე თუკი იგი მეუღლის ღალატშია ბრალდებული, სპეციალურად არჩევენ ქვებს, იგი არც დიდი უნდა იყოს,რომ მალევე მოკლას ქალი, არც პატარა,რომ საერთოდ არ ატკინოს კანი. თუკი ქალი რაღაც სასწაულით გადაურჩა სიკვდილს, ამ შემთხვევაში მას პატიმრობა ემუქრება.
კაცებს რაც შეეხება, მათ წელამდე მარხავენ, თუკი ისინი როგორღაც თავს დააღწევენ ჩაქოლვას და გაიქცევიან, კანონი თავისუფლად აცხადებს.

f7c4fd908112
სურათზე ვხედავთ ჩაქვავების ერთ-ერთ მსხვერპლს, გვერდზე პოლიციელი ქალი ცდილობს დაამშვიდოს ის, და ეუბნება, რომ ამის შემდგომ ცოდვებისგან განთავისუფლდება. დამხმარე მამაკაცები კი სწრაფად მუშაობენ, რათა უკვე შეკრებილ ხალხს მალევე მიეცეს ქვების დაშენის საშუალება. ირანის ოფიციალური პირები უარყოფენ ამგვარი დასჯის მეთოდის არსებობას და ჭორების აგორებას ირანისთვის სახელის გაფუჭების მოსურნეებს მიაწერენ. მაგრამ სულ სხვა რამეზე მეტყველებს ფოტოები!

03c0d0d076ff

ee31afd05f83
ეს გოგონა სომალელი აიშა იბრაჰიმ დუჰულოუ გახლდათ,სულ რაღაც 13 წლის. იგი დედაქალაქში ფეხით გაემგზავრა ბებიის სანახავად, გზაში კი სამმა კაცმა გააუპატიურა, ბავშვმა შესაბამისი ორგანოს ოფიციალურ პირებს მიმართა, რათა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცათ, მაგრამ რას წარმოიდგენდა, რომ ერთადერთ დამნაშავედ მას გამოიყვანდნენ?! ის კაცები არც უძებნიათ, აიშა პირდაპირ მრუშობაში დაადანაშაულეს და ჩაქოლვა გამოუწერეს, რაც მალევე შეასრულეს და გოგონა წამებით გარდაიცვალა. თუმცა მოედანზე შეკრებილმა რამდენიმე ადამიანმა სცადა ბავშვის გადარცენა, მაგრამ პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა შეკრებილებს, რისი წყალობითაც ერთი ბიჭი გამოესალმა სიცოცხლეს.
7da05f77cbd9

ჩამოხრჩობა

ჩამოხრჩობა უძველესი და დღეს ფართოდ გამოყენებადი დასჯის საშუალებაა. 2010 წლის განმავლობაში სულ მცირე 238 ჩამოხრჩობის ფაქტი დაფიქსირდა 6 ქვეყნის მასშტაბით. ეს ქვეყნები არის ბანგლადეში, ეგვიპტე, ირანი, ერაყი, იაპონია და სუდანი.
ჩამოხრჩობა დაშვებულია სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად: სინგაპურში, იაპონიაში, მალაიზიაში, სამხრეთ კორეაში, ინდოეთში, პაკისტანში, რამდენიმე აფრიკულ ქვეყანაში (ბოცვანა, ზიმბაბვე), იორდანია, ქუვეითი, ლიბანი, სირია. ასევე ვაშინგტონშიც.
ჩამოხრჩობამ როგორც დასჯის მეთოდმა სათავე სპარსეთიდან(დღევანდელი ირანი) აიღო 2500 წლის წინ, ამით მხოლოდ კრიმინალ მამაკაცებს სჯიდნენ, ქალებს კი წესიერებიდან გადახვევის შემთხვევაში ახრჩობდნენ. ჩამოხრჩობა პოპულარული იმიტომ გახდა, რომ ჯერ ერთი სისხლის გარეშე მიმდინარეობდა, თავის მოჭრის შემზარავი სანახაობისგან განსხვავებით. ამასთანავე საკმაოდ მარტივი შესასრულებელი გახლდათ, ასევე შესანიშნავი ,,სპექტაკლი” გამოდიოდა სანახაობის მოყვარულთათვის, საჭირო იარაღებიც მარტივი მოსაძებნი იყო და სახელმწიფოს დიდი ხარჯების გაწევა არ უწევდა. ასევე თავის მოჭრას გამოცდილი ჯალათი სჭირდებოდა, ჩამოხრჩობას კი არა.

ჩამოხრჩობის 4 მეთოდი არსებობს.
მცირე ჩამოხტომით ჩამოხრჩობა, ამის აღსრულებისას პატიმარს ძალიან პატარა მანძილზე კიდებენ, სულ რაღაც რამდენიმე ინჩზე, სიკვდილის მიზეზი კი უმეტესად გაგუდვა, საძილე არტერიის დაზიანება ან ვაგალური რეფლექსი ხდება. ეს მეთოდი ჯერ კიდევ მოქმედებს ირანში.

ჩამოკიდებული ჩამოხრჩობა, რომლის დროსაც მსჯავრდებულს ჰაერში წევენ ამწეს ან სხვა მექანიზმის დახმარებით. სიკვდილის მიზეზი კი ძირითადად იგივე ხდება, რაც მცირე ჩამოხტომით ჩამოხრჩობაშია მითითებული.

სტანდარტული ჩამოკიდება, სადაც პატიმრის ჩამოკიდების სიგრძე განსაზღვრულია სტანდარტულად, ეს 4-6 ფუტს შეადგენს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს კისრის გადატეხვა, შესაძლოა არა. სხვათაშორის ეს მეთოდი იყო მიღებული ამერიკაში მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს და მეოცეს დასაწყისში.
ხანგრძილი ჩამოკიდება, ამან პრაქტიკა 1874 წელს ბრიტანეთში გაიარა. მსჯავრდებულის ჩამოკიდების დისტანციას წინასწარ ითვლიან მისი წონის, სიმაღლისა და ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე. და ისე აკეთებენ, რომ კისერი გადაუტყდეს. ეს მეთოდი ბრიტანეთის კოლონიებში იყო მიღებული და კიდევ ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც სურდათ,რომ ჩამოხრჩობა უფრო ჰუმანური გაეხადათ.

ელექტრო-სკამი

ae82ce416d3a

ჩამოხრჩობა როგორც ვხედავთ მაინც არაჰუმანური მეთოდია, ხალხს შედარებით ადამიანურად ელექტრო-სკამი მიაჩნდა. პირველად იგი ამერიკაში გამოჩნდა 1888 წელს, მაგრამ მომენტალურ სიკვდილს არც ეს იწვევდა. მისი შემქმნელი ჯორჯ ვესტინგჰაუზი გახლდათ. ელექტრო სკამი ამერიკის 27 შტატში და ფილიპინებში იქნა გამოყენებული. პირველი ადამიანი კი, რომელიც ამ მეთოდით დასაჯეს 1890 წლის 6 აგვისტოს უილიამ კემლერი იყო, კაცი, რომელმაც შეყვარებული მოკლა. როცა დენი ჩართეს, 17 წამის განმავლობაში უილიამის სხეული გაშეშდა, შემდეგ კი კუნთები სრულიად მოუდუნდა, ამიტომაც იგი გარდაცვლილად გამოაცხადეს, მაგრამ 30 წამის მერე მოულოდნელად გულმკერდის სპაზმები დაეწყო. ამიტომაც სასწრაფოდ ჩართეს დენი და 70 წამის განმავლობაში არ გამოურთავთ, ვიდრე დამწვარი ხორცის სუნი არ დადგა.

ელექტრო-სკამით ადამიანის დასჯა ლეგალური მეთოდია ალაბამაში, არკანზასში, ფლორიდაში, ილინოისში, კენდუკში, ოკლაჰომაში, სამხრეთ კაროლინაში, ვირჯინიაში.

გაშოლტვა

683763019329

შესაძლოა ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნია, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად სინგაპურში, მალაიზიასა და ბრუნეიში დასჯის ეს სახე მიღებულია. ასე მამრობითი სქესის დამნაშავეებს უსწორდებიან ხოლმე, ათასობით კაცი გაიშოლტა ამ ქვეყნებში უკანასკნელი წლების განმავლობაში. არსებობს დანაშაულთა კატეგორიები, რომლის ჩადენის შემთხვევაში სადამსჯელო ღონისძიებად გაშოლტვა აუცილებლად გამოიყენება.
ეს პროცესი ციხეებში მიმდინარეობს, გამოყავთ შიშველი პატიმარი, ჯალათი კი როტანგის ჯოხითაა აღჭურვილი, რომელიც წყლითაა გაჟღენთილი. ჯალათს ევალება მთელი ძალა გამოიყენოს დარტყმების დროს. როგორც ყოველთვის, გამათრახება საშინელ ჭრილობებს აჩენს კანზე და მორჩენის შემდეგაც ნაწიბურები აჩნდებათ ხოლმე.
როცა პროცედურა დამთავრდება, პატიმრები სამედიცინო ოთახებში გადაყავთ, რათა ჭრილობა გაუსუფთავონ და შესაბამისად დაუმუშავონ.

ამ ვიდეოს არ უყუროთ სუსტი გულის მქონე ადამიანებმა:


Original Video – More videos at TinyPic

იარაღით მოკვდინება

6bf9ba6ee510

ტყვიით დამნაშავის მოკვლა ბევრმა ქვეყანამ აკრძალა და მის მაგივრად მომაკვდინებელი ინექციის გაკეთება შემოიღო. მაგრამ ჯერ კიდევ მიღებულად ითვლება შემდეგ სახელმწიფოებში: ავღანეთი, ბელორუსია, ეთიოპია, ინდონეზია, ჩრდილოეთ კორეა, ნიგერია, იემენი, ვიეტნამი და ჩინეთის ზოგიერთი ნაწილი.
ჩინეთი სიკვდილმისჯილთა მაღალი რიცხვობრივი მაჩვენებლით ხასიათდება. 2001 წლის მონაცემებით, აქ 1781 ადამიანს ჰქონდა სიკვდილი მისჯილი, რაც მსოფლიოს მასშტაბით იმავე პერიოდში სიკვდილმისჯილთა საერთო რაოდენობას აჭარბებს.
პატიმარს პროცესის დროს ხელები უკან აქვს დამაგრებული და იძულებულია დაიჩოქოს სანამ ესვრიან კეფაში ან გულში უკნიდან. სიკვდილმისჯილის ოჯახს კი ეკისრება ტყვიების საფასურის ანაზღაურება.

პ.ს. ჩამოთვლილის გარდა კიდევ ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ მათზე სხვა დროს ვისაუბროთ : )

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button