გართობა

მსოფლიოს საოცრებები და კულტურული ძეგლები

024d355e0d6c

ალბათ ყველამ იცით მსოფლიოს 7 საოცრება :

1. ხეოფსის პირამიდა

2. სემირამიდას დაკიდული ბაღები

3. არტემიდეს ტაძარი ეფესში

4. ზევსის ქანდაკება

5. ალექსანდრიის შუქურა

6. როდოსის კოლოსი

7. მავზოლეუმი ჰალიკარნასში

ამ საოცრებებიდან დღესდღეობით მხოლოდ ხეოფსის პირამიდა შემორჩა, თუმცა მის გარდა არსებობს  უამრავი კულტურული ძეგლები, ახალ თანამედროვე მსოფლიოს ახალი საოცრებები აქვს   სწორედ რამდენიმე მათგანზე გთავაზობთ მცირე ინფორმაციას.

* ათენის აკროპოლისი

აკროპოლისი (ბერძნ. ἀκρόπολις > ἀκρό – ზემო, πολις – ქალაქი)მდებარეობს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, ქალაქის ცენტრში – შემაღლებულ ბორცვზე. იგი წარმოადგენდა რელიგიურ ცენტრს

* ალჰამბრა

024d355e0d6c

მავრიტანული პერიოდის არქიტექტურული ანსამბლი სამხრეთ ესპანეთში, ქალაქ გრანადის აღმოსავლეთ ნაწილში, გორაკიან ტერასაზე. შედგება მეჩეთის, სასახლისა და ციხესიმაგრისაგან. აშენდა XIV საუკუნეში, როგორც მავრი მმართველების რეზიდენცია და წარმოადგენს ისლამური არქიტექტურის მუზეუმს. შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში (კრიტერიუმი:I, III, IV)

* ანგკორი

c00aafa6c654

IX-XIII საუკუნეების ხუროთმოძღვრული კომპლექსი ქ. სიემ-რეაპის მახლობლად კამბოჯაში. შეიქმნა ქმერების ფეოდალური სახელმწიფოს აყვავების პერიოდში. შემორჩენილია სატახტო ქალაქების იაშოდხარაპური (დაარსდა IX საუკუნის დასასრულს) და ანგკორ-თომის (XII საუკუნის დასასრული და XIII საუკუნე) ნანგრევები, ქვის ტერასები და სატაძრო ანსამბლები. ანგკორის ერთ-ერთი უდიდესი ანსამბლია ანგკორ-ვატი (1300 მ × 1500 მ, სიმაღლე 66 მ; დაახლოებით 113-1150 წლები). მთავარ ტაძარს გარს ერტყმის ტერასებად განლაგებული სვეტებიანი გალერეების 3 მწკვრივი. ანგკორის კომპლექსში შედის აგრეთვე გეგმით კვადრატული ქ. ანგკორ-თომი (ფართობი 9 კმ²), რომლის ცენტრში აგებული ბაიონის ტაძრისაკენ ქალაქის კარებიდან ოთხი ქუჩა მიემართება. ბაიონის 54 კოშკი და ჭიშკრის 5 კოშკი შემკულია ადამიანის 2,4 მ-იანი სკულპტურული სახეებით. ანგკორში უხვად არის გამოყენებული ქვაში ნაკვეთი რელიეფი, ქანდაკება; ტაძრების გალერეების კედლები შემკულია ბატალური და საყოფაცხოვრები სცენების ამსახველი მოხატულობით.

დღეს ალბათ შეუძლებელია რიო-დე-ჟანეიროს ამ ქანდაკების გარეშე წარმოდგენა.ქანდაკების დიზაინერი ბრაზილიელი ექტორ და სილვა კოსტა იყო, ხოლო მოქანდაკე – პოლონური წარმოშობის ფრანგი პოლ ლანდოვსკი, რომელმაც ქანდაკება პარიზში დაამზადა, რადგან ასეთი დიდი ქანდაკების შექმნა მთელი რიგი მიზეზების გამო, იმ დროისათვის ბრაზილიაში შეუძლებელი იყო, ამიტომ ყველა დეტალი და კარკასიც კი საფრანგეთში შეიქმნა. მშენებლობამ ცხრა წელს გასტანა (1922-1931) და 250,000 აშშ დოლარი დაჯდა. 1931 წლის 12 ოქტომბერს, ქრისტეს ქანდაკება საზეიმოდ გახსნეს. მისი სიმაღლე 32 მ-ია, თუ არ ჩავთვლით 7 მეტრიან კვარცხლბეკს, მარტო თავი იწონის 35,6 ტონას, ხელის თითოეული მტევანი 100 კგ-ს. მაცხოვარს ხელები 23 მეტრის სიგრძეზე აქვს გაშლილი.თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქრისტეს ქანდაკება დღეისათვის რიო-დე-ჟანეიროს სიმბოლოა, რომლის სანახავადაც ბრაზილიაში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის. ქანდაკებამდე მისასვლელად გაყვანილია რკინიგზა. ბრაზილიელთათვის ამ ქანდაკებას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. 2006 წელს, რიოს არქიეპისკოპოსმა ეუსებიო ოსკარ შეიდმა ქანდაკებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა და მის ქვეშ კათოლიკეებს ჯვრისწერისა და ბავშვის მონათვლის უფლება მისცა.

* ქრისტეს ქანდაკება

* კოლიზეუმი

94f3176db146

ფლავიუსების ამფითეატრი — გიგანტური ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურული ძეგლი (ახ. წ. 75 – 80), გეგმით ელიფსური შენობის (სიგრძე 190 მ, სიგანე 156 მ) შუაში მოთავსებული არენის ირგვლივ 4 იარუსად, საფეხურისებრ, განლაგებულია მაყურებელთა ადგილები (დაახლოებით 45-დან 50 ათასამდე). ძირითადად ეთმობოდა გლადიატორების ბრძოლის სანახაობებს. კოლოსეუმი მდებარეობდა რომაული ფორუმის მარჯვნივ და მისი მშენებლობა დაიწყო ძვ. წ. 70-სა – ძვ. წ. 72 წელს იმპერატორ ვესპასიანეს ზეობის დროს. კოლოსეუმის მშენებლობა დასრულდა იმპერატორი ტიტუსის დროს და შემდგომი ცვლილებები შეტანილი იქნა იმპერატორი დომიციანეს ზეობისას. კოლოსეუმი რამდენჯერმე დააზიანა მიწისძვრამ, თუმცა დღეს იგი რომის სიმბოლოს წარმოადგენს.

* ეიფელის კოშკი

68d57600de7b

ეიფელის კოშკი (ფრანგ. Tour Eiffel) ლითონის კონსტრუქციაა შამ-დე-მარსზე, სენასთან, პარიზში. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერი გუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.

კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახ. 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის საერთო სიმაღლეს 324 მ ნიშნულზე სწევს. აშენების დროს, 1889 წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში, ტიტული,  მან 1930 წლამდე შეინარჩუნა.

კოშკის ლითონის სტრუქტურა 7.300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10.100 ტონაა. ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა კოშკის ისტორიის განმავლობაში, რამდენიმე რენოვაციის შედეგად: აშენების მომენტში 1889 წელს 1710 საფეხური ადიოდა სამიტის პლატფორმაზე 300.65 მ ნიშნულზე; 1980 წლის რენოვაციის შემდეგ საფეხურების რაოდენობა 1920-მდე გაიზარდა; ამჟამად 1665 საფეხუია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია და დამთვალიერებლებს მხოლოდ ლიფტების გამოყენება შეუძლიათ

* ჩინეთის დიდი კედელი

d070e6cde1fc ჩინური სამხედრო გამაგრება; მშენებლობა მიმდინარეობდა ძვ.წ. მე-3-დან ახ.წ. მე-17 საუკუნებდე, სხვადასხვა დინასტიების მონღოლთა, თურქთა და სხვა მომთაბარე ტომთაგან თავდასხმებისგან დასაცავად. ამ პერიოდში რამდენიმე კედელი აშენდა, თუმცა მათ შორის ყველაზე განთქმულია დიდი კედელი აგებული ძვ.წ 220-200 წლებში პირველი იმპერატორი ცინ შიხუანდის მიერ (ის უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა ვიდრე მინის დინასტიის დროს აგებული ამჟამინდელი დიდი კედელი და მისგან თითქმის არაფერი შემორჩა). მსოფლიოში ყველაზე გრძელი და განსაცვიფრებელი ნაგებობის, ჩინეთის დიდი კედლის გარეგნული სილამაზისა და გრანდიოზულობის მიღმა ბევრი ამოუცნობი საიდუმლოება იმალება. ცოცხლად ჩატანებული მეომრები, დაკარგული საგანძური, მიწისქვეშა სამალავები, უცხოპლანეტელებთან კავშირი და ა.შ. – ეს ყველაფერი ჩინეთის დიდი კედლის დღემდე იდუმალებით მოცული მხარეა. 7 ათას კილომეტრამდე სიგრძის კედელი შანხაის გასასვლელიდან ბოჰაის ზღვამდეა გადაჭიმული.

* აია სოფია

f7ebeaaab2dd აია-სოფია (ასევე ჰაგია-სოფია, ამჟამად აია-სოფიას მუზეუმი) არის ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ, ამჟამად კი მუზეუმია ქალაქ სტამბოლში, თურქეთი. მას უნივესალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ. კონსტანტინოპოლის დაცემისას მისი ოსმანთა ხელში გადასვლა ბერძნული ორთოდოქსული ქრისტიანული სარწმუნოების მიერ უდიდეს ტრაგედიად არის მიჩნეული. ვიდრე კონსტანტინოპოლი დაეცემოდა იყო ერთ-ერთი უმთავრესი მართლმადიდებლური ტაძარი. სახელი წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება წმინდა სამების მეორე იპოსტასს, განკაცებულ ღვთის სიტყვას (ბერძნ:Λόγος), უფალ იესო ქრისტეს, როგორც ღვთის წმინდა სიბრძნეს.ტაძრის სახელი მომდინარეობს ბერძნულიდან – Αγία Σοφία. მისი ლათინური ექვივალენტია Sancta Sophia, ხოლო თურქული – Ayasofya. მოსკოვის გეოგრაფიული და ისტორიული ცენტრი, მდებარეობს მდ. მოსკოვის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქის უძველეს ნაწილში. ამჟამად რუსეთის მთავრობის უმაღლესი ორგანოების რეზიდენცია და ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიულ-მხატვრული კომპლექსია. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

*  კრემლი და წითელი მოედანი

კრემლი

3c1d512ad2c9მოსკოვის გეოგრაფიული და ისტორიული ცენტრი, მდებარეობს მდ. მოსკოვის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქის უძველეს ნაწილში. ამჟამად რუსეთის მთავრობის უმაღლესი ორგანოების რეზიდენცია და ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ისტორიულ-მხატვრული კომპლექსია. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

წითელი მოედანი

85ce4c97a4d0

მოსკოვის ყველაზე განთქმული მოედანია. მოედანი ჰყოფს კრემლს, ყოფილ სამეფო ციტადელს და ამჟამად რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციას, ისტორიული სავაჭრო უბნისგან, ცნობილი როგორც “კიტაი-გოროდ”. ამ მოედნიდან მთავარი ქუჩები გაედინება ყველა მიმართულებით და უერთდება ქალაქის ძირითად გზატკეცილებს, შესაბამისაც წითელი მოედანი ხშირად მოსკოვისა და მთლიანად რუსეთის ცენტრალურ მოედნად ითვლება. 1991 წელს წითელი მოედანი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში იქნა შეტანილი.

* მაჩუ პიკჩუ

b4e3945b65ad

მაჩუ-პიქჩუ (კეჩ. ძველი მთა; ხშირად: „ინკების დაკარგული ქალაქი“) — ჩვენ დრომდე კარგად შემონახული ინკების კოლუმბამდელი ქალაქის ნანგრევები მაღალი მთის ფერდობებზე, დაახლოებით 2 350 მ სიმაღლეზე. მდებარეობს პერუში, მდინარე ურუბამბას ხეობის თავზე, 80 კმ-ში ქალაქ კუსკოდან ჩდრილო-დასავლეთით. გარე სამყაროსგან მივიწყებული, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა იელის უნივერსიტეტის არქეოლოგის ჰირაიმ ბინგემის მიერ 1911 წელს მისი ხელახალი აღმოჩენით. ამჟამად პერუს მთავრობა აქტიურად ცდილობს დაიბრუნოს ათასობით ისტორიული ნივთი, რომელიც ბინგემმა ამ არემარიდან გაიტანა.

* ნოიშვანშტაინის სასახლკე

1a9796c6e921

ოიშვანშტაინის სასახლე  მდებარეობს გერმანიაში, ბავარიაში, შვანგაუს მახლობლად. სასახლე ბავარიის შეშლილი მეფის ლუდვიგ II-ის ფანტაზიის ნაყოფია. არქიტექტურული თვალსაზრისით იგი XIX საუკუნის რომანტიული ჰისტორიზმის და ეკლექტიზმის მწვერვალს წარმოადგენს, რის გამოც მას „ზღაპრულ სასახლესაც“ უწოდებენ. ნოიშვანშტაინის სასახლე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მისამართია გერმანიაში.

* თავისუფლების ქანდაკება

7aebb2dfd912

თავისუფლების ქანდაკება, 1885 წელს საფრანგეთის მიერ აშშ-სთვის ნაბოძები მონუმენტია, რომელიც ლიბერტი-აილენდზე (თავისუფლების კუნძული) მდებარეობს ნიუ-იორკის უბეში ჰუძონის შესართავთან, ამერიკაში ჩამოსულთათვის კეთილმოყვარეობის გამოხატვის ნიშნით. სპილენძის ქანდაკება, რომელიც 1886 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა აშშ-ის ასი წლისთავს მიეძღვნა და ამ ორ ერს შორის მეგობრობის გამოხატვის ჟესტი იყო.ქანდაკების სკულპტორი იყო ფრედერიკ ოგიუსტ ბართოლდი. ალექსანდრე გუსტავ ეიფელმა მონუმენტის შიგა სტრუქტურა დააპროექტა. იუჟინ-დე-დუკი იყო სპილენძის შერჩევისთვის პასუხიმგებელი. ამჟამად თავისუფლების ქანდაკება აშშ-ის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა და, უფრო ვრცელი მნიშვნელობით, ჩაგვრისგან განთავისუფლებას აღნიშნავს. მისი დადგმის დღიდან თვითმფრინავის ერამდე ეს იყო პირველი ნიშანი, რომელსაც აშშ-ში ჩამოსული მილიონობით ემიგრანტი ხედავდა ევროპიდან ოკეანის გადმოჭრის შემდეგ. მოქანდაკეებმა თავისუფლების ქანდაკებისთვის შთაგონებად როდოსის კოლოსი გამოიყენეს.

* სთოუნჰენჯი

სტოუნჰენჯი – ინგლისის სამხრეთ დასავლეთის (სოლზბერის ვაკე) ეს უძველესი ნაგებობა, რომელიც ძვ.წ 2900-1800 წწ-შია აგებული, დღემდე გამოცანაა მეცნიერთათვის. ერთ-ერთი თეორიით, იგი ასტრონომიული ობსერვატორიის როლს ასრულებდა, მეორით – რელიგიური წეს-ჩვეულების ჩატარების ადგილი იყო.

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button