გართობაკულტურა

სიახლე უცნაურზე (*update)

d9f2ba98cebd
მომხმარებლების გასახალისებლად და საიტის გამოსაცოცხლებლად ახალი რამ კეთდება, ეს იქნება კონკურსები. თან ბეევრი კონკურსები : )
კონკურსი გაიმართება კვირაში ორჯერ- ორშაბათს და ხუთშაბათს, კონკურსი შეიძლება იყოს ტრივია კითხვების სახით ან სხვა რამ, მთავარი კი ისაა, რომ თქვენ, ჩვეულებრივმა თუ არაჩვეულებრივმა მომხმარებლებმა, ავტორებმა თუ არაავტორებმა, სრულწლოვნებმა თუ არასრულწლოვნებმა, დაძაბოთ გონება და პირველმა გამოიცნოთ საკონკურსო კითხვები თუ დავალებები. პასუხების გაცემა მოხდება კომენტარების საშუალებით, ვისი სწორი პასუხიც კომენტარებში პირველი იქნება, მას მიენიჭება გამარჯვებაც : )

რა ხდება გამარჯვების შემდეგ?
არ იფიქროთ მხოლოდ ტაშს და შექებებს გაკმარებთ, მოგებული მიიღებს კარგ საჩუქარს, ამისთვის კი სპონსორიც გვყავს, ბევრმა ალბათ იცის, ან ზოგმა არც იცის, ეს გახლავთ საიტი swoop.ge, რომელმაც საინტერესო სერვისი შესთავაზა ქართველებს.

როგორ მოხდება გამარჯვებულის დაჯილდოება?

სვუპი გთავაზობთ ექსკლუზიურ შემოთავაზებებს 40%-90%-მდე ფასდაკლებით თბილისის საუკეთესო კაფეების, ბარების, რესტორნების მომსახურებასა და სხვადასხვა პროდუქტებზე. სვუპის მომხმარებლები ამ ფასდაკლებით ყიდულობენ მომსახურებას, ამის შემდგომ კი სპეციალური ვაუჩერი მისდით მეილზე. სწორედ ამ ვაუჩერის დახმარებითა და წარდგენით იღებენ შესაბამის მომსახურებას, რომელიც იყიდეს.
ჩვენს შემთხვევაში კი,როცა საკონკურსო კითხვას ან დავალებას დავდებთ, თან მივუთითებთ თუ რა შემოთავაზება აქვს იმ დღეს სვუპს და რის ვაუჩერს მიიღებს საჩუქრად გამარჯვებული.
როცა მოგებული გამოვლინდება, იგი შეგვატყობინებს თავის მეილს ასევე სახელსა და გვარს, და გადაეგზავნება ვაუჩერი.

როგორ გამოვიყენო ეს ვაუჩერი?
იმისათვის, რომ მიიღოთ შეძენილი მომსახურება, შესაბამის ობიექტზე, თქვენს პირადობის მოწმობასთან ერთად უნდა წარადგინოთ ელექტრონული ვაუჩერის ამობეჭდილი ასლი, ან მხოლოდ მასზე მოცემული ნომერი ( ვაუჩერის ზედა მარჯვენა კუთხეში აწერია კოდი). მომსახურების მიღება შეუძლია მხოლოდ იმ პირს, ვისი სახელი და გვარიც არის მოცემული ვაუჩერში.

მხოლოდ არის პრობლემა რეგიონებში მაცხოვრებლებისთვის. ვინაიდან საკმაოდ ბევრი წევრი გვყავს არათბილისელი, მათთვის ცოტა ცუდი ამბავი მაქვს, რა თქმა უნდა ჩვეულებრივ შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ კუთვნილი პრიზის მისაღებად თბილისში ჩამოსვლა მოგიწევთ, რადგანაც პრიზები არის კაფეების, ბარების, გამაჯანსაღებელი ცენტრების, კინოთეატრების, სავაჭრო მაღაზიების და ა.შ. მომსახურება, რომლებიც თბილისში მდებარეობს, მაგრამ ვაუჩერს აქვს ვადა, რომელიც მითითებული იქნება ზედვე, ასე რომ როგორც კი მოიგებთ, აქ გამოსაქცევი არ გახდებით, რაღაც პერიოდში (იხელმძღვანელებთ ვაუჩერში მითითებული ვადის შესაბამისად) შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და მშვიდად გამოიყენოთ თქვენი პრიზი. ან კიდევ არსებობს ალტერნატიული გზაც, აჩუქოთ თქვენი პრიზი მეგობარს, ან ვისაც გინდათ, ვინც თბილისში ან მის შემოგარენში ცხოვრობს : )

შეგიძლიათ უკეთ გასარკვევად გადახედით ამ გვერდს: ბმული

მემგონი ყველაფერი გასაგები უნდა იყოს, თუ გაქვთ რაიმე კითხვები, დიდი სიამოვნებით გაგცემთ პასუხს.

რადგანაც დაგპირდით,რომ კონკურსის დრო გეცოდინებოდათ, ამიტომაც გეტყვით,რომ კონკურსი ჩატარდება ხვალ, ანუ ორშაბათს 22:00 საათზე. (თბილისის დროით)   = )

წარმატებები.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button