TECH & მეცნიერებაკულტურა

Flex: დრეკადი მობილური ტელეფონი მანდილოსნებისთვის

43fd1ab44be9

მობილური ტელეფონები თანდათანობით დრეკადობას იძენენ. დღეისათვის მოქნილობით მხოლოდ ტელეფონების პროგრამული ნაწილი გამოირჩევა, მაგრამ არც ისე შორსაა ის დღე, როდესაც მოქნილი გახდება ყველაფერი, დისპლეის, პროცესორის და აკუმულატორული ბატარეის ჩათვლით. დიზაინერმა კაროლინა რებელომ (Carolina Rebelo) ასეთი მოვლენისთვის წინასწარ მომზადება გადაწყვიტა და დრეკადი ტელეფონის კონცეპტი Flex შექმნა.

Flex-ის კორპუსი საკმაოდ ძლიერად იღუნება, ზღვრული კუთხე 30 გრადუსს შეადგენს, ამას გარდა, კორპუსის მთელი დაფარვა ერთ დიდ მზის ბატარეას წარმოადგენს, რომელიც აკუმულატორს ხუთ საათში ტენის. ტელეფონის კლავიატურა მთელს მის ზედაპირზე გადაადგილდება, რისი წყალობითაც მასთან მუშაობა მოსახერხებელია ცაციებისთვისაც. კლავიატურასთან ერთად მოძრაობს დისპლეიც, თანაც ამას იმგვარად აკეთებს, რომ ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს მფლობელისთვის. მფლობელი კი საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულობს კლავიატურისა და დისპლეის მდებარეობასთან და ტელეფონის Flex ფორმასთან დაკავშირებითაც: შეგიძლიათ იგი ორად მოკეცოთ და ჩანთაში ჩაიდოთ, დაიმაგროთ ტანსაცმელზე ან მაჯაზე შემოიხვიოთ ბრასლეტის მსგავსად.
3190c80b4c20
f2212b8b4ed5

წყარო:blog.egari.tk

მსგავსი ამბები

Back to top button