არქივი

ცხოვრება ნაკლით

24fc36307fc7
ამ პოსტის დაწერა ისევ ერთმა ადამიანმა გადამაწყვეტინა, როგორც ადრე, სხვათაშორის ერთი წლის წინ. ბევრმა არ იცის,რომ ის პოსტი ერთ–ერთი ყველაზე საყვარელია ჩემთვის, არა იმიტომ რომ განსაკუთრებულად წერია რამე, უბრალოდ მისი გმირი ჩემთვის ძვირფასია.

შეგიძლიათ გადაიკითხოთ ის პოსტი (დააკლიკეთ აქ) და ვისაც წაკითხული გაქვთ, უბრალოდ განაგრძოთ ეს სტატია.

მოკლედ ერთ დროს ქეითის ისტორიაზე თუ ბევრი ცრემლი ვღვარე, თურმე ამით ყველაფერი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. როცა ჩემი საყვარელი დოკუმენტური ფილმების არხზე channel4-ზე ქეითის გადაცემის თრეილერი ვიხილე თვალებს არ ვუჯერებდი და კარგა ხანს ველოდი მის გამოსვლას.. ქეითმა იმედები არ გამიცრუა, პირიქით კიდევ უფრო შემიყვარდა და აი უკვე მზად ვარ, თქვენც გელაპარაკოთ ამ ფილმის შესახებ.
გადაცემა ,,პროფილში” არასრულფასოვან ადამიანებზე გასული გადაცემის შემდგომ მშვენივრად დავინახეთ, თუ როგორი სიტუაციაა ამ მხრივ საზოგადოებაში. ახლა კი ვნახოთ, რა ხდება უცხოეთში, იქაც არის მსგავსი პრობლემა, თუ მხოლოდ საქართველოდან შორიდან მაცქერალივით ყველაფერი ვარდისფრად გვეჩვენება იქით? პირველი რაც აღმოვაჩინე, იყო ის,რომ უცხოეთშიც ძალიან მწვავედ დგას ,,სხვანაირი” ხალხის საზოგადოებისგან გარიყვის საკითხი. სწორედ ,,სხვანაირ” ხალხს, სხვანაირი პრობლემებითა და ფიქრებით წარმოგიდგენთ ამ პოსტში.

ქეითმა გადაწყვიტა დაეხმაროს თავისნაირ ადამიანებს, უკანასკნელი 3 წელი ოპერაციებსა და სხვადასხვა პროცედურების კეთებაში გაიყვანა, გამუდმებით ცდილობს მდგომარეობა გაიუმჯობესოს და იმედს არ კარგავს, უნდა რომ ეს იმედი ახლა სხვებსაც ჩაუნერგოს.

07ce2906863c

შოუს პირველი სტუმარი ადელი იყო, იგი 19 წლის გოგონაა, ბალერინა, თან ძალიან ლამაზია. მაგრამ 5 წლის წინ საშინელი რამ შეემთხვა, რამაც მისი მიზნები, მისი ოცნებები,რომელიც ცეკვასა და ბალეტს უკავშირდებოდა, სამუდამოდ დაამსხვრია. არავინ იცოდა,რომ ადელს ეპილეფსია სჭირდა, მსგავსი რამ არასდროს შეუნიშნავთ. ერთ დღესაც, როცა საშობაო შოპინგებიდან სახლში დაბრუნდა, აბაზანაში შევიდა, შხაპს იღებდა, ამ დროს ეპილეფსიის შეტევა დაემართა, ტანი ონკანს ჩამოარტყა და გონება დაკარგა. ონკანზე მირტყმამ კი წყლის ტემპერატურა შეცვალა.. მოკლედ ადელს მდუღარე წყალი ესხმებოდა და მშველელი არავინ იყო. დედამ კი გაიგონა რაღაც დაცემის ხმა, მაგრამ ეგონა ძაღლი თამაშობდა. როცა ბავშვი ასეთ მდგომარეობაში იხილა, კინაღამ შოკში ჩავარდა. ადელი სხეულის 46%-იანი დამწვრობით მოათავსეს საავადმყოფოში.

12b2df6b3d02

1c3cbe3301c6

იმის შემდეგ წლები გავიდა, ადელს კი წარუშლელი ნაწიბურები დარჩა სხეულზე. წარმომიდგენია როგორი ძნელია,როცა ამოღებული ტანსაცმლის ჩაცმა გრცხვენია, გამუდმებით ცდილობ შესაბამისად შეარჩიო სამოსი, მით უმეტეს 19 წლის ასაკში. ადელს არ ჰყავს და არც ჰყოლია შეყვარებული, რასაც განიცდის.. იმიტომ რომ მისი ასაკის მეგობრები ქალიშვილები კარგა ხანია აღარ არიან, მას კი ბიჭისთვის სულ არ უკოცნია. ამ თემაზე ლაპარაკს მეგობრებთან ყოველთვის ერიდება და ფიქრობს,რომ ვერასოდეს გათხოვდება.

ადელის დედა, დენისი ამბობს, რომ საშინელებაა როცა ხალხი ფანცვიფრებული უყურებს მის შვილს ქუჩაში, ბავშვები ხელს იშვერენ, ზოგი დასცინის. ეს საშინელი შეგრძნებაა, იმიტომ რომ ადელი ჩემი შვილია, ჩემია და არ მინდა ყველა ისე უყურებდეს, თითქოს რამე ცუდად აქვს, თითქოს რაიმეთი გამორჩეულია.

e50607c239c3
08baff95cb99

85cb6b57e313

შანთელი

753c174c86ea
მეორე სტუმარი, 23 წლის შანთელი. იგი იშვიათი დაავადებით დაიბადა, სჭირს arteriovenous malformation (AVM) ცხვირზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლძარღვები კონტროლის გარეშე იზრდება და იზრდება ცხვირში, რაც იწვევს უამრავ პრობლემას, რომ არაფერი ვთქვათ მის გარეგნულ ცვლილებებზე.

როცა დაიბადა, მის მშობლებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ეს დაავადება ასეთი საშიში იყო მათი პატარასთვის. უდარდელი და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ სკოლის პერიოდს კი კოშმარს უწოდებს. ათასგვარ სახელს ეძახდნენ, მაგალითად ,,დიდ ცხვირს” და ა.შ. გოგონები გარს შემოერტყმებოდნენ ხოლმე და დასცინოდნენ, შანთელი კი თავდახრილი იდგა და ცდილობდა სანამ არ წავიდოდნენ თავი მაღლა არ აეწია.
შანთელის ოცნებად აქვს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. 3 წლის წინ ბრეტს შეხვდა, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინდნენ კიდეც. ბრეტი ამბობს,რომ შანთელი მისთვის ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით მისი ღრმა და მეტყველი თვალები ხიბლავს. ქორწილიდან 6 თვის შემდეგ გოგონას პრობლემები დაეწყო, რაც აქტიურ მკურნალობას მოითხოვდა. ექიმებმა სამჯერ სცადეს ამ საშინელი დაავადების შეჩერება, ამით კი გოგონას სახის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ. შანთელს ეშინოდა, რომ ცხვირს მთლიანად დაკარგავდა. ამას გარდა სხვა საზრუნავიც არ აკლდა, მაგალითად ის,რომ არ შეეძლო წყლის დალევა, არ შეიძლებოდა სექსიც. მოკლედ ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, რაც გამოიწვევდა სისხლის მიმოქცევის სიჩქარის გაზრდას. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლებოდა სისხლძარღვები გასკდომოდა ცხვირში, რაც ფატალურ შედეგს გამოიწვევდა.
შანთელი ფიქრობს, რომ მარტოა, მარტოა თავისი პრობლემის წინაშე.

,, ბევრი მეუბნება,რომ ჩემი ესმით, მითანაგრძნობენ, მაგრამ არა, მათ წარმოდგენაც არ აქვთ რისი გადატანა მიწევს და რას ნიშნავს ეს საერთოდ”.

ყველაზე ძნელი საყურებელი ერთი ეპიზოდი აღმოჩნდა. შანთელს შუბლში ექიმებმა ჩაუდგეს პატარა სილიკონის პაკეტი, რომელშიც ნელ-ნელა უნდა შეუშვან სითხე, ისე რომ მისი კანი გაიჭიმოს და საშუალება მიეცეთ, რომ ზედმეტი კანი ცხვირისთვის გამოიყენონ. ჩვენ სურათებსაც რომ ვუყურებთ, ეგეც გვზარავს და აბა წარმოიდგინეთ, შუბლში ეს რაღაც რომ გქონდეთ ჩადგმული და გარედან სითხეს უშვებდნენ. შანთელის თქმით ეს მტკივნეული არაა, მაგრამ უსიამოვნო შეგრძნებაა ნამდვილად, მთავარია ძლიერი იყო და მონდომება გქონდეს.

ერთხელ შანთელს თავსაც დაესხნენ, ის გარეთ იშვიათად გადის, მაგრამ იმ საღამოს მეგობრებთან ერთად კაფეში შევიდა, იფიქრა ცოტას დალევდა და გულს გადააყოლებდა, მაგრამ 31 წლის ქალმა, რომელიც მთვრალი იყო, მოულოდნელად ჩხუბი აუტეხა. სახეში ეცა და უყვირა, მოიხსენი ეგ ნიღაბი, რა გაქვსო.. ხელში რა თქმა უნდა არანაირი ნიღაბი არ შერჩენია, მაგრამ შანთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დამნაშავემ კი მიმალვა სცადა, მაგრამ პოლიციამ დააკავა, მან ციხეში 8 თვე გაატარა.

შანთელს პირადი ცხოვრებაც არ მისდის მთლად კარგად, მას შვილების გაჩენა არ უნდა, ძნელია თქვა რატომ, მაგრამ მე უფრო მგონია, რომ მომავალზე ფიქრობს, შეიძლება ბავშვსაც დასცინონ მის გამო.. ან რამე ამდაგვარი. მის ქმარს კი უნდა ბავშვები, ამაზე აქვთ ჩხუბი :(

ამასობაში შანთელს კანი გაეზარდა შუბლზე და ოპერაციის დროც დადგა, რა გადაიტანა და როგორ ამას დოკუმენტურ ფილმში ნახავთ, ოპერაციის შედეგებზე კი სხვა პოსტში ვისაუბრებთ : )

e65dd1dddb47
87e40d43767e
fa641ae86888
42223f52c51e
3fcfd8039a22

აუცილებლად უყურეთ ვიდეოს :

ნუ გარიყავთ და დასცინებთ ადამიანებს გარეგნობის გამო, შეიძლება დასაცინი ერთხელაც თქვენც გახდეთ!

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button