არქივი

ნარდი და ჭადრაკი

cce179e7ec26
ორი განსხვავებული და ცნობილი თამაში.

ნ ა რ დ ი

ნარდი — სამაგიდო თამაში ორი მოასპარეზესთვის სპეციალურ დაფაზე, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი და რომელზეც მოთამაშეები შაშებს გადაანაცვლებენ გაგორებულ კამათელზე ამოსული ქულის მიხედვით. მოთამაშე იგებს დაფიდან ყველა შაშის ამოღებით. ნარდის თამაშის მრავალი ვარიანტი არსებობს, თუმცა ყველა მათგანს საერთო ნიშნები აქვს. ეს ასევე ერთ-ერთი უძველესი სამაგიდო თამაშია მსოფლიოში.
96bc8285a29a
მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მსვლელობაში გაგორებული კამათლის გამართლებას დიდი მნიშვნელობა აქვს, არანაკლებ მნიშვნელოვანია სტრატეგიაც. კამათლის ყოველ გაგორებაზე მოთამაშემ უნდა აირჩიოს შაშების გადათამაშების მრავალი ვარიანტიდან და გაითვალისწინოს მოწინააღმდეგის საპასუხო სვლებიც. მოთამაშეებს თამაშის დროს შეუძლიათ ფსონის ჩამოსვლაც. არსებობს გავრცელებული ტაქტიკების და კომბინაციების ცნობილი რეპერტუარიც.
4b7b3931fadb

ჭადრაკის მსგავსად კომპიუტერული მეცნიერები ნარდსაც დიდი ინტერესით სწავლობენ. ამ კვლევების წყალობით დამუშავებულია ნარდის სათამაშო პროგრამები, რომელთაც მსოფლიო კლასის მოთამაშე ადამიანების დამარცხება ძალუძთ.

ჭ ა დ რ ა კ ი

5130850aa287
ჭადრაკი არის ინტელექტუალური თამაში, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები. ჭადრაკი ხელს უწყობს აზროვნების ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის, თვითკრიტიკის განვითარებას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას და სხვა. ჭადრაკის თამაშში მკაფიოდ ვლინდება პიროვნების ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებანი. ჭადრაკის პარტიას თამაშობს ორი პარტნიორი („თეთრი“ და „შავი“ ფიგურებით) კვადრატული, მუქი და ღია ფერის 64-უჯრედიან დაფაზე . ყოველ პარტნიორს აქვს 8 ფიგურა (მეფე, ლაზიერი, 2 ეტლი, 2 მხედარი, 2 კუ და 8 პაიკი).
ყოველი ფიგურა „დადის“ გარკვეული წესების შესაბამისად და (მეფის გარდა) მისი აყვანა შეიძლება
მოწინააღმდეგის ფიგურით.
0488af5191b6
ჭ ა დ რ ა კ ი ს ი ს ტ ო რ ი ა

ჭადრაკი ინდოეთში, მკვლევარების აზრით, VI საუკუნეში გამოიგონეს. მისი შექმნის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. აი, რას მოგვითხრობს ერთ-ერთი ლეგენდა:
ვინმე სინმა დიდხანს ფიქრისა და შრომის შემდეგ გამოიგონა ჭადრაკი. მან თავისი გამოგონება სამეფო თამაშად მიიჩნია და რაჯას მიართვა. რაჯა დიდად კმაყოფილი დარჩენილა ნაბოძები თამაშით, მოსწონებია ჭადრაკში ჩაქსოვილი ბრძოლის სიბრძნე.
— რით დაგასაჩუქრო კარგი თამაშის გამოგონებისათვის? — უკითხავს რაჯას.
— მინდა, რომ იმდენი ხორბლის მარცვალი მომცეთ, რამდენიც მომიწევს ჭადრაკის სათამაშო დაფიდან, თუ პირველ უჯრაზე ერთ მარცვალს დადებენ, მეორეზე ორს, მესამეზე — ოთხს, მეოთხეზე — რვას, მეხუთეზე — თექსვმეტს, მეექვსეზე — ოცდათორმეტს და ასე შემდეგ (გეომეტრიული პროგრესიის მიხედვით).
რაჯას გასცინებია — საწყალ კაცს მოშიებიაო და ბრძანა დაეთვალათ და მიეცათ სინისთვის კუთვნილი მარცვალი. გამოვიდა, რომ სინს ეკუთვნოდა 18.446.744.073.709.551.615 ცალი მარცვალი (თვრამეტი კვადრილიონ ოთხასორმოცდაექვსი ტრილიონ შვიდას ორმოცდაოთხი ბილიონ სამოცდაცამეტი მილიარდ შვიდასცხრა მილიონ ხუთას ორმოცდათერთმეტი ათას ექვსას თხუთმეტი) აგრეთვე მოახსენეს რაჯას, რომ ამ რაოდენობის მარცვალი დედამიწას ხუთ სანტიმეტრიანი ფენით დაფარავდა და გადასაზიდად ათი ათასი უღელი ხარ-კამეჩი არ ეყოფოდა.

წყარო:wikipedia.ge

P.S ნარდი თუ ჭადრაკი

მსგავსი ამბები

Back to top button