არქივი

რა მოელის ყინულოვან ოკეანეს?

ae265acdd34f
წლევანდელი ზამთარი ძალიან ცივი იყო ჩრ.ამერიკის და ევრაზიის კონტინენტებზე, მაგრამ უფრო ჩრდილოეთით, არქტიკის ტერიტორიაზე ზამთარი უჩვეულოდ თბილი იყო. ნასას სატელიტებმა აჩვენეს, რომ ყინული დნება კანადასთან არსებულ ჰუდსონის ყურეში და დევისის სრუტეში. ჩვეულებრივ ეს ადგილები ნოემბრის ბოლოსთვის ყინულით არის დაფარული, წელს კი ეს ტერიტორია მხოლოდ იანვრის შუა რიცხვებში გაიყინა.
არქტიკის ყინულოვანი საფარის შესწავლა 1979 წელს დაიწყო. წინა რეკორდი 2006 წელს დამყარდა ,როცა ყინულის საფარის ძალიან დაბალი მაჩვენებელი იყო – 5.23 მილიონი კვადრატული მილი.წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაეცა და მხოლოდ 19,300 კვადრატული მილია
dd84adce947b
მეცნიერებმა ამ უჩვეულო ფაქტის შესახებ ორი ვარაუდი გამოთქვეს, თუ რით აიხსნება ყინულის მასიურო დნობა.პირველი მოსაზრების თანახმად თავისუფალი ოკეანის არეები ატმოსფეროში მაღალ ტემპერატურას გამოყოფენ. კაშკაშა, თეთრი ყინული ირეკლავს მზის სითბოს და ისევ კოსმოსში აგზავნის, მაგრამ ოკეანის მუქი ფერის წყალი ვერ ახერხებს სითბოს არეკვლას და შთანთქავს მას, რაც შემდგომ იწვევს ყინულის დნობას.
მეორე მოსაზრების თანახმად არქტიკული რხევები წელს ნეგატიური სახით იყო გამოვლენილი. ასეთ შემთხვევაში სიცივე და თოვლი ჩრ. ამერიკასა და ევრაზიაში გადაინაცვლებს, ხოლო არქტიკის ტერიტორიაზე ძალიან თბება. სწორედ ეს იწვევს ყინულის ლღობას.

ყინულის ლღობის ასეთმა მაღალმა მაჩვენებელმა შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

წყარო:edu.hc.ge

მსგავსი ამბები

Back to top button