კულტურაუცნაური

პოლონელმა ნახატზე დაქორწინება გადაწყვიტა

7ih9m

პოლონეთის მკვიდრი ტომაშ ურინოვიჩი ნახატზე დაქორწინებას აპირებს. 37 წლის პოლონელმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნახატზე გამოსახული ქალი რეალურ ცხოვრებაში ხანგრძლივი ძიების შემდეგ ვერ იპოვა. ის მხატვრისთვის 1955 წელს პოზირებდა. 

ურინოვიჩის თქმით, ეს ნახატი მან პირველად 2001 წელს გალერეაში ნახა და მისი შეძენა გადაწყვიტა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ის ნახატზე გამოსახულ ქალსა და ნახატის ავტორს, მხატვარ ანტონი მარიუ კვიკს ეძებდა.

შეყვარებულმა მამაკაცმა გაამხილა, რომ ნატურასთან ერთად ყავის დალევაზე და საუბარზე ოცნებობდა, მაგრამ რადგან ძიება წარუმატებლად დასრულდა, ნახატის ცოლად შერთვას აპირებს.

“არ ვიცი, შესაძლებელია თუ არა ამის პოლონეთში გაკეთება, თუ არა და, წავალ და სადაც ეს შეიძლება, იქ დავქორწინდები”, – აცხადებს ტომაშ ურინოვიჩი.

ის მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელიც ნახატზე იქორწინებს.

წყარო: ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button