არქივი

წიგნები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

d28c958a76b9
გაგრძელებაში დედამიწაზე არსებული რამოდენიმე წიგნი, რომელმაც შეცვალა ხალხის ფსიქოლოგია და ზოგადად მსოფლიო

ბიბლია (დაახლოებით 30-90 წწ)
f389500fd344
ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი – ბიბლია. ქრისტიანობას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი. ეჭვგარეშეა, რომ ბიბლიამ შეცვალა მსოფლიოს სახე, ვიდრე ნებისმიერმა სხვა წიგნმა.

ყურანი (650-656 წწ)
9492a87ca89e
ყურანის არის წმინდა წიგნი ისლამური რელიგიის. მუჰამადის მიერ წინასწარმეტყველური ზეშთაგონების დროს წარმოთქმული ქადაგებები. ყურანი მუსლიმებისთვის განხილულია, როგორც ბოლო გამოაშკარავება ღმერთის სიტყვის (ქრისტიანული ბიბლიის ძველი და ახალი აღთქმის შემდეგ). ბოლო წლებში ბევრი კამათობს ყურანის შინაარსთან დაკავშირებით – მისი ოპონენტები აცხადებენ, რომ იგი მომხრეა ომისა და მკვლელობების, ხოლო მუსლიმები აცხადებენ, რომ ეს ასე არ არის და მათი ოპონენტები ტექსტს სხვა კონტექტში იგებენ.

მაგნა კარტა (1215 წ)
70630e3164fa
მაგნა კარტა (ლათ. “დიდი ქარტია”) გამოიცა ინგლისში 1215 წელს და იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა ხანგრძლივი ისტორიული პროცესისა, რომლის შედეგად თანამედროვე კონსტიტუციური სამართალი ჩამოყალიბდა. მაგნა კარტა თავდაპირველად შეიქმნა რომის პაპს, მეფე იოანე უმიწაწყლოს და მის ინგლისელ ბარონთა შორის მეფის უფლებების შესახებ უთანხმოების გამო. ქარტიის თანახმად მეფეს გარკვეული უფლებები უნდა დაეთმო, დამორჩილებოდა სამართლებრივ პროცედურებს და ეღიარებინა, რომ მეფეც შეზღუდული იყო კანონით.

ჩარლზ დარვინი – სახეობათა წარმოშობა (1859 წ)
1a74e3f5b44d
საკუთარი დაკვირვებებისა და დიდძალი ლიტერატურული მასალის შესწავლის საფუძველზე დარვინმა ჩამოაყალიბა ევოლუციური თეორია, რომელიც სრული სახით არის გადმოცემული 1859 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“.

დანტე ალიგიერი – ღვთაებრივი კომედია (1321 წ)
1dfa76242f37
ღვთაებრივი კომედია (La Divina Commedia) არის ეპიკური პოემა დაწერილი დანტე ალიგიერის მიერ 1308 წლიდან მის გარდაცვალებამდე, 1321 წლამდე. იგი საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც იტალიურ ენაზე შექმნილი უდიდესი ლიტერატურული ნაშრომი და მსოფლიო ლიტერატურის შედევრი.

სუნ ძუ – ომის ხელოვნება (ძვ.წ. მე-6 ს)
0156304973bd
ჩინური სამხედრო მოძღვრება დაწერილი ძ.წ. მე-6 საუკუნეში სუნ ძუს მიერ. შედგება 13 თავისაგან და თითოეული მათგანი ეთმობა ომის წარმოების თითო ასპექტს. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიების სრულყოფილ სწავლებად. ეს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული სტრატეგიული ნამუშევარია და მან დიდი წვლილი შეიტანა, როგორც სამხედრო დაგეგმარებაზე, ასევე მის გარეთაც.

ჰარიეტ ბიჩერ სტოუ – ბიძია თომას ქოხი (1852 წ)
5f9e807f3716
ეს წიგნი მკითხველს ამერიკელი შავკანიანი მონების ცხოვრების შესახებ მოუთხრობს. ამ რომანმა დიდი როლი ითამაშა ამერიკის სამოქალაქო ომის ზრდაში და ასევე მძიმე გავლენა მოახდინა საზოგადოებების შეხედულებებზე ჩრდილოეთის შტატებში.

ისააკ ნიუტონი – ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები (1687 წ)
a73abda85179
სამტომეული გამოცემული ისააკ ნიუტონის მიერ 1687 წლის 5 ივლისს. მასში შესულია ნიუტონის მოძრაობის კანონები და კლასიკური მექანიკის საფუძვლები, ისევე როგორც მისი უნივერსალური გრავიტაციის კანონები.

ზიგმუნდ ფროიდი – სიზმრების ახსნა (1899-1900 წწ)
3b3ebed2567f
“სიზმრების ახსნა” 1900 წელს გამოიცა. ეს არის ფროიდის უმთავრესი ნაშრომი ფსიქოანალიზის დარგში, სადაც ჩამოყალიბებულია მოძღვრება არაცნობიერის შესახებ. მასში მოცემულია ნევროზის კვლევისა და მკურნალობის მეთოდი, სიზმრის ფარული შინაარსის განმარტება და სხვა.

ადოლფ ჰიტლერი – ჩემი ბრძოლა (1925 წ)
42d7b2d6c5b3
ჩემი ბრძოლა (გერმ. Mein Kampf) ადოლფ ჰიტლერის ავტობიოგრაფიული ნაშრომია, რომელიც მან 1925 წელს გამოსცა. წიგნში ავტორი მოგვითხრობს თავის მოღვაწეობასა და 1900-1924 წლებში ევროპის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სიტუაციაზე. აქტიურად იგი ეხება პირველი მსოფლიო ომის თემასაც, რომელშიც გერმანიის დამარცხების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად კომუნიზმს თვლის, რომელმაც გერმანია 1918 წლის შემოდგომაზე მოიცვა.

ანა ფრანკი – ნორჩი გოგონას დღიური (1947 წ)
fc1a901e2033
დღიური სახელწოდებით “თავშესაფარი” (ნიდერლ. Het achterhuis), უფრო ცნობილი, როგორც ანა ფრანკის დღიური — ჩანაწერები, რომლებსაც აწარმოებდა ებრაელი გოგონა ანა ფრანკი, ნიდერლანდების ნასისტური ოკუპაციის დროს, კერძოდ კი 1942 წლის 12 ივნისიდან 1944 წლის 1 აგვისტომდე. დღიური პირველად გამოიცა ნიდერლანდებში 1947 წელს, შემდგომ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში 1952 წელს სახელწოდებით “ნორჩი გოგონას დღიური”.

მაო ძედუნი – ციტატები (1964 წ)
cfbbb8046cc0
ეს წიგნი გამოქვეყნდა ჩინეთის მთავრობის მიერ. წიგნი ცნობილი გახდა, როგორც პატარა წითელი წიგნი დასავლეთში. იგი 900 მილიონზე მეტ ეგზემპლარად დაიბეჭდა და აუცილებელი იყო ყველა ჩინელ მოქალაქეს ჰქონოდა.

მალანაგა ვატსიაიანა – კამა სუტრა (დაახლ. მე-2 ს)
971f69da3815
სანსკრიტულ ენაზე შექმნილ ამ წიგნს განიხილავენ სტანდარტულ სამუშაოდ ადამიანის სქესობრივ ქცევაზე. როცა ეს წიგნი ითარგმნა ინგლისურ ენაზე 1883 წელს, ეს ცვლილება დაეხმარა დასავლეთს დამოკიდებულება შეეცვალა სექსის მიმართ.

მსგავსი ამბები

Back to top button