საკითხავისასარგებლოსურათები

შვეიცარია

შვეიცარიის დროშა
შვეიცარიის დროშა

ქვეყანა რომელიც  არ შედის გაეროს გარდა არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც არის ყველაზე დამოუკიდებელი ქვეყანა . (ჩემი წინასიტყვაობა)

შვეიცარიას არ აქვს ოფიციალური დედაქალაქი. ბერნი არის ოფიციალურად  “ფედერალური ქალაქი”, და არა “ფედერალური დედაქალაქი”. ბერნში არის ფედერალური მთავრობა, რაც მას ხდის დე ფაქტო დედაქალაქად.

გეოგრაფიული მდებარეობით ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. ფართობი — 41.300 კვ.კმ. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ლიხტენშტეინი, იტალია. მათგან ყველაზე გრძელი საზღვარი მას აქვს იტალიასთან 741 კმ. ყველაზე მოკლე ლიხტენშტეინთან 41 კმ. შვეიცარიის უგრძესი მდინარეა რაინი, რომელიც შვეიცარიის ტერიტორიაზე გაედინება 375 კმ-ზე. უდიდესი მყინვარია ალეჩის მყინვარი, ბერნის ალპები, სიგრძით 24.7 კმ. მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: სენ-გოტარდი – 2108 მ სიმაღლეზე; ლეპონტინის ალპებზე, შვეიცარიის სამხრეთში, სენ-ბერნარი, 2469 მ სიმაღლეზე მდებარეობს შვეიცარიის და იტალიის საზღვარზე .

სახელმწიფო სისტემა – ფედერაციული საპარლამენტო რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური – პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი.

ეკონომიურუ ესურსები – ჰიდროენერგია, საშენი ხე-ტყე, მარილი. ერთობლივი ეროვნული პროდუქტი – 305 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე – 40.630 $. ექსპორტი – მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ქიმიკატები, საათები, კვების პროდუქტები, შოკოლადი. ვალუტა – შვეიცარიული ფრანკი (CHF). (შვეიცარიას ეკუთვნის ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი – GWP )

ისტორია – 1648 წელს საღვთო რომის იმპერიას გამოეყო რამდენიმე კანტონი, რომელთაც დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს. 1815 წელს შვეიცარიამ გამოაცხადა მუდმივი ნეიტრალიტეტი და არ მონაწილეობდა არც ერთ ომში. ( საქართველო – რუსეთის ომში მან ნეიტრალური მხარე დაიჭირა და ის დღემდე ნეიტრალურია.)

შუა საუკუნეების ქალაქები – ბერნი, ჟენევა, ლუცერნი, ბაზელი, ციურიხი, ალპებისა და ლემანის ტბის რაიონები.

ოფიციალური ენები – გერმანული, ინგლისური, ფრანგული, იტალიური, რეტორომანული.

 

 

ბერნი
ბერნი
ბერნი
ბერნი
ჟენევა
ჟენევა
ჟენევა
ჟენევა
ლუცერნი
ლუცერნი
ლუცერნი
ლუცერნი
ბაზელი
ბაზელი
ბაზელი
ბაზელი
ციურიხი
ციურიხი
ციურიხი
ციურიხი

წყარო: ვიკიპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close