გართობაუცნაური

მკვლელების ფსიქოლოგია (ნაწილი მესამე)

e8a004b690ca
ექიმ ბიერენბაუმის დაკარგული ცოლი

მკვლელების ფსიქოლოგია -პირველი ნაწილი (წასაკითხად დააკლიკეთ სათაურს)
მკვლელების ფსიქოლოგია – მეორე ნაწილი

8979053911b0

გეილ კეტზი ახალგაზრდა, მიმზიდველი, საშუალო კლასის ებრაულ ოჯახში აღზრდილი ქალი გახლდათ. მაგრამ ძალიან პრობლემური გოგონა იყო, იმდენად რამდენადაც დაბალი თვითშეფასება ჰქონდა, კოლეჯსაც ჩამოსცილდა, წამალზე შეჯდა, ბევრს სვამდა.. საბოლოოდ კი ამ ყველაფერმა ის განაპირობა, რომ შეყვარებულთან დაშორების შემდეგ თვითმკვლელობაც კი სცადა.

დისგან განსხვავებით, რომელიც კარგად სწავლობდა და ადვოკატობას აპირებდა, გეილს ცხოვრების მიზანი არასდროს ჰქონია. ხელთათმანივით იცვლიდა შეყვარებულებს, ერთიდან მეორეზე გადადიოდა, მეორიდან მესამეზე, დიდხნიანი ურთიერთობები არ ახასიათებდა. 1979 წელს კი, 23 წლის ასაკში ახალგაზრდა ექიმს, ბობ ბიერენბაუმს შეხვდა სინაის საავადმყოფოში, ნიუ–იორკში. ბობი ძალიან განათლებული იყო, კარგად უკრავდა გიტარაზე, შესახედაობაც არ ჰქონდა ცუდი, კარგი ოჯახიდანაც იყო, მამამისიც ექიმი გახლდათ.

მოკლედ წყვილმა ერთმანეთს გაუგო და მალე დაინიშნენ კიდევაც. გეილის მშობლები ახალი ამბით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, ჯერ ერთი იმიტომ,რომ ბობი ებრაელი იყო, და მეორეც – მშვენიერი პროფესია ჰქონდა, მშვენიერ სასიძოდ ითვლებოდა. თუმცა გეილის ბუნებამ მალე კვლავ წამოყო თავი და გაანალიზა, რომ ბობი სულაც არ უყვარდა, არც სექსუალურად იზიდავდა, მაგრამ ცოლ-ქმრული ურთიერთობისთვის იმდენად კარგ ვარიანტად მიაჩნდა, რომ უარი აღარ თქვა.

067837a1bf3f

შემდგომ გეილმა თავის დაქალებს რამდენიმე უცნაური ამბავი მოუყვა. მისი თქმით, ბობმა აღიარა,რომ ყოფილი საცოლის კატა უყურადღებობით მოკლა. თუმცა ამის გარდა კიდევ მოხდა ერთი რამ.. თურმე როცა გეილმა უპატრონო კატა დაინახა და სახლში ამოიყვანა, ცხოველმა საქმრო შეაწუხა და გეილმა დაინახა როგორ აპირებდა ბობი პატარა კატის მოკვლას.. ამის გამო ქალმა ცხოველი სასწრაფოდ შესაბამის თავშესაფარში წაიყვანა.
ასევე ქალი ამტკიცებდა, რომ ბობი ირაციონალური პიროვნება გახლდათ, და ხშირად უაზროდ შმაგდებოდა.
ვისაც კი ამ თემაზე ესაუბრა გოგონა, ყველა ეუბნებოდა რომ დროზე ეთქვა უარი და გაეუქმებინა ნიშნობა. მაგრამ გეილი პირიქით მოიქცა, იმისთვის რომ მშობლების უკმაყოფილება არ გამოეწვია, მან ქორწინების დაჩქარება მოინდომა. მოვლენები კი არც ისე კარგად წარიმართა, წყვილი ხშირად ჩხუბობდა და ერთხელ გოგონამ პოლიციაც კი გამოიძახა,რადგან თურმე ბობი მას ახრჩობდა.

ამ მოვლენებს პოზიტიური მხარეებიც ჰქონდა, გეილი კოლეჯში დაბრუნდა და სწავლა განაგრძო, ხოლო ბობი კი აქტიურად გადაერთო კარიერის გაკეთებაში, ისე რომ მანჰეტენის პირველი კლასის ქირურგი გახდა.

1987 წლის 7 ივლისს დანიშნულთა ურთიერთობაში კულმინაციური მომენტი დადგა. გეილი თურმე რაღაცაზე გაბრაზდა და ყველაფერი ერთიანად მიახალა ბობს.. უთხრა რომ არაბ მამაკაცთან ჰქონდა რომანი და რომ ბობი არასოდეს ჰყვარებია..
მათი ოთახის ქვემოთ მცხოვრებმა ქალბატონმა განაცხადა, რომ ესმოდა ყვირილის ხმა, ზემოთ აშკარად ჩხუბობდა ორი ადამიანი და შემდეგ ერთი მათგანი გამოვარდა სახლიდან. მალევე გეილს მეგობარმა მიაკითხა, მაგრამ ბობმა მას განუცხადა, რომ გეილი წასული იყო.
პენსიონერმა ჯოელ დევისმა მაღაზიაში 3 საათზე დაინახა ქალი, ჯოელი დარწმუნებით აცხადებდა, რომ ეს ქალი გეილი იყო.

130c4ca159fb

3:30 წუთზე ბობმა ავიაკომპანიაში დარეკა და ორი ბილეთი დაჯავშნა. ამას გარდა იგი ძმისშვილის დაბადების დღესაც დაესწრო, შემდეგ მეგობართან წავიდა სახლში და იქიდან რამოდენიმეჯერ გადარეკა თავისთან, ამოწმებდა გეილი ხომ არ დაბრუნდა. უკვე გვიანი იყო,როდესაც სახლში მივიდა და იქ საცოლე არ დახვედრია.
მეორე დღეს ბობმა დაურეკა გეილის რამდენიმე მეგობარს, ასევე კოლეგებსა და ნათესავებს, მოახსენა რომ ცოტა წაკინკლავდნენ და გოგონა წავიდა. მაგრამ დამაიმედებელი პასუხი ვერავისგან მიიღო, არცერთ მათგანს გეილის შესახებ არაფერი გაეგო, თითქოს გოგონა ერთი ხელის მოსმით გაქრა.

გეილის ყველა ნათესავი და მეგობარი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბობმა გოგონა მოკლა, მათ პოლიციელებიც კი დაარწმუნეს ამ ამბავში, მაგრამ მაინც საეჭვო რამ ხდებოდა, რადგანაც არსებობდა მეორე მხარე, ქვევით მცხოვრები ქალბატონის სახით,რომელიც ირწმუნებოდა, რომ ერთ-ერთი მოჩხუბართაგან გარეთ გავიდა, კარის ხმა მან შესანიშნავად გაიგონა. ასე რომ სავსებით ლოგიკური იქნებოდა გამომძიებელს ეფიქრა,რომ გეილი რომელიმე ბოიფრენდთან წავიდა, ან სულაც სხვა რაიმე მოეპრიანა.
პოლიცია ბობს ვერ დაადებდა ხელს გვამის აღმოჩენის გარეშე, ასე რომ გოგონაზე ძებნა გამოაცხადეს და საქმე კარგა ხნით შემოიდო თაროზე.

ბობი ლას ვეგასში გადავიდა საცხოვრებლად და წარმატებული პლასტიკური ქირურგი გახდა. სახელი გაითქვა ქველმოქმედებით და პაციენტებიც დიდ პატივს ცემდნენ. რამდენიმე ხანმოკლე ურთიერთობების შემდგომ, მეორე ნახევარსაც მიაგნო, ექიმი ჯენეტ ჩოლეთი მოიყვანა ცოლად, რომელმაც 1998 წლის ნოემბერში გოგონა გაუჩინა.
ისე ჩანდა, თითქოს ბიერენბაუმის ცხოვრება კალაპოტში ჩადგა და ყველაფერი ცუდი უკან დარჩა. თუმცა ეს სიმშვიდე დროებითი აღმოჩნდა. გამომძიებელი ენდი როზენცვაიგი პენსიაში აპირებდა გასვლას და სამსახურიდან წასვლამდე ძველი საქმეების გადახედვა, მათი დახურვა გადაწყვიტა.
ახალი რესურსებიც მალევე გამოჩნდა, ინტენსიურად მიმდინარეობდა შესაბამისი ადამიანების დაკითხვა, განსაკუთრებით წინა პლანზე კი ბობის ყოფილი საყვარლები იყვნენ. მათი საუბრიდან პოლიციამ რამდენიმე ხელჩასაჭიდი აღმოჩენაც გააკეთა, მაგრამ მაინც ეჭვობდნენ, რომ საყვარლების ნაამბობი შესაძლოა გაზვიადებული ყოფილიყო, რადგანაც ცხადია დაშორების შემდგომ მთლად კარგად ვერ იქნებოდნენ განწყობილები ბობის მიმართ.
საბოლოოდ კი ყველაფერი მაინც ბობის საწინააღმდეგოდ შეტრიალდა. გეილის ოჯახმა მას უჩივლა, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ბობმა მათი შვილი მოკლა, ნაწილებად დაჭრა, ჩანთაში ჩადო და შემდეგ ვერტმფრენი იქირავა.
ვერტმფრენის ქირაობის ფაქტი მართლაც დადასტურდა, ბობი პილოტიც იყო და შეეძლო მართვა, მან მართლაც გაინავარდა, ატლანტის ოკეანის თავზე დაფრინავდა და როგორც მსხვერპლის ოჯახის წევრები ირწმუნებიან, ოკეანეშივე ჩააგდო საბრალო გოგონას დაჩეხილი გვამი.
სასამართლომ გაითვალისწინა რა, მთელი რიგი გარემოებები, 2000 წელს ბობი დამნაშავედ ცნო მეორე ხარისხის მკვლელობაში და 20 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მიუხედავად ამისა, დღემდე არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა ბობი სულაც არ იყო მკვლელი და ტყუილად ჩასვეს ციხეში.

მკვლელების ფსიქოლოგიის ამ სამ ნაწილში ექიმებზე გვქონდა საუბარი, ვინც თვალს ადევნებდა ალბათ ბევრი საინტერესო რამ შეიტყო, ვინც უფრო ღრმადაა დაინტერესებული ამ სფეროთი იმისთვის ჩამოვთვლი გამოყენებულ ბიბლიოგრაფიას, შეუძლია მოიძიოს ეს წიგნები და წაიკითხოს

Bean, Sara, “SIU Med School Graduate Charged in Killing Five Zimbabwe Patients,” Daily Egyptian, January 28, 1998.

Cullen, Tom. The Mild Murderer. Boston: Houghton Mifflin, 1977.

“Investigating the Doctor,” ABCnews.com, 20/20, August 18, 1998.

Lane, Brian and Wilfred Gregg. The Encyclopedia of Serial Killers. New York: Berkeley, 1995.

Lifton, Robert Jay. The Nazi Doctors. New York: Basic Books, 1986.

“Michael Swango: Licensed to Kill,” CourtTV, February 4, 2001.

“The Mysterious Dr. Swango,” Investigative Reports, A&E, 3/27/01.

Newton, Michael. The Encyclopedia of Serial Killers, New York: Checkmark Books, 2000.

Prager, Linda. “Former Resident Swango Pleads Guilty to Killing Three Patients,” Amednews.com. Oct.2, 2000.

Schechter, Harold. Depraved: The Shocking True Story of America’s First Serial Killer. New York: Pocket, 1994.

Schlesinger, Louis., ed. Serial Offenders: Current Thought, Recent Findings. Boca Raton, FL: CRC Press, 2000.

Scott, Gini Graham. Homicide: One Hundred Years of Murder in America. Los Angeles, CA: Roxbury Park, 1998.

Stewart, James. Blind Faith: How the Medical Establishment Let a Doctor get away with Murder. New York: Simon & Schuster, 1999.

ვნახოთ რას შემოგთავაზებთ ექიმების შემდგომ, დაელოდეთ და ყურადღებით იყავით = ))

Swoop
185003724861823.2968.1053506341

მსგავსი ამბები

Back to top button