საკითხავისასარგებლო

საინტერესო და უცნაური ფაქტები #25

ცნობილ მექსიკელ მხატვარს ფრიდა კალოს, როგორც ამბობენ, ლევ ტროცკისთან ჰქონდა რომანი, ეს უკანასკნელი კი მის სახლში მოკლეს…

  • ტერმინი “დაკარგული თაობა” გერტრუდ სტაინს ეკუთვნის, მან ასე პარიზს შემოხიზნულ ამერიკიდან ჩამოსულ მწერლებს შეარქვა…
  • უკრაინულ 2 გრივნიან მონეტაზე დავით გურამიშვილია გამოსახული…
  • ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზის სკოლა 150 წლის წინ გაიხსნა…
  • წელს სრულდება გერმანელი პოეტის ჰაინრიხ ჰაინეს გარდაცვალებიდან 150 წელი…
  • ფრანგი მხატვრის პოლ სეზანის გარდაცვალებიდან 100 წელი გავიდა…
  • ანრი პეტენი, მეორე მსოფლიო ომისას საფრანგეთის ოკუპირებული მთავრობის მეთაური, რომელიც ომის შემდეგ დახრიტეს ნაცისტებთან თანამშრომლობისთვის, პირველი მსოფლიო ომის ეროვნული გმირი იყო…
  • ადოლფ ჰიტლერს არც უმაღლესი განათლება მიუღია და არც სიმწიფის ატესტატი ჰქონდა…
  • იულიუს კეისარი თამაშობების ყურებისას ერთდროულად კითხულობდა კორესპონდენციას და ორ ან მეტ მდივანს კარნახობდა წერილებს, რისთვისაც რომაელი ხალხი მას კიცხავდა…
  • გაუსის ანდერძის თანახმად, მის საფლავზე გამოსახულია წესიერი 17–კუთხედი…
  • იუჰ მინ პეის 1954 – 2006 წლებში 58 პროექტი აქვს განხორციალებული…
  • ბახის ძეგლს ლაიფციგში ამოტრიალებული ცარიელი ჯიბეები აქვს, რაც მის სიღატაკეზე მიუთითებს…
  • პლინიუს უფროსი ვულკანი ვეზუვის ამოფრქვევის დაკვირვებისას ძალიან მიუახლოვდა და დაიღუპა…
  • თომას ჯეფერსონი იყო აშშ-ს პირველი პრეზიდენტი, ვისი ინაუგურაციაც თეთრ სახლში მოხდა…
  • თომას მანმა 1930 წელს მწვავედ გააკრიტიკა ნაციზმი საჯარო წერილში “მოწოდება ჯანსაღი აზრისკენ”…
  • გურანდა ღვალაძე არის მცენარეთა ემბრიოლოგიის ქართული სამეცნიერი სკოლის ერთერთი ფუძემდებელი…
  • გაბრიელ გარსია მარკესის “მარტოობის ასი წელიწადის” 10 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული…
  • ტიტუს მანლიუსმა საკუთარი ვაჟი დასაჯა სიკვდილით, რის შემდეგაც რომაელები განსაკუთრებულ სასტიკ სასჯელს მანლიუსის სასჯელს უწოდებდნენ…
  • პუბლიუს დეციუს მუსმა თავი გასწირა ბრძოლის მოსაგებად, მის მაგალითს კი 30 წლის შემდეგ მისი შვილიშვილიც მიყვა…
  • გენერალისიმუსმა სუვოროვმა სამხედრო კარიერა რიგით ჯარისკაცად დაიწყო…
  • ლენინი წინააღმდეგი იყო სტალინის გენერალური მდივანის პოსტზე დანიშვნისა…
  • მარკუს მანლიუსი ჯერ რომაელთა სახალხო გმირი იყო, ხოლო შემდეგ სიკვდილით დასაჯეს რომაელებისთვის ყველაზე უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით…
  • კამილუსი ჯერ რომიდან განდევნეს, შემდეგ კი რომის მეორე დამაარსებელი უწოდეს…
  • ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის გიუნტერ გრასის რომანმა “კატა და თაგვი დიდი სკანდალი გამოიწვია გერმანიაში ონანიზმის სცენის აღწერის გამო, ჰესენის ჯანდაცვის მინისტრს მისი ამორალურად ცნობა მოითხოვა, მაგრამ საზოგადოების ზეწოლის გამო უკან დაიხია…
  • გაიუს მარციუსი სავარაუდოდ რომის მეფის ანკუს მარციუსის ჩამომავალი იყო…
  • ვიქტორ ჰიუგო რომანტიკული დრამის თეორეტიკოსად არის აღიარებული…
  • ფრანსუა რაბლეს ყველა პუბლიკაცია გამოცემისთანავე აკრძალული იყო…
  • ბორხესი ჟენევაში მეფეთა სასაფლაოზეა დაკრძალული…
  • ეჟენ იონესკო აღიარებულია აბსურდული დრამის უგვირგვინო მეფედ…
  • მოლიერის კომედია ტარტიუფი მიუხედავად მეფე ლუი XIV-ს მოწონებისა, აკრძალული იყო…
  • XV საუკუნის ფრანგი პოეტი ფრანსუა ვიიონი არაერთხელ იყო ქურდობაში ბრალდებული…
  • მიქაელ მოდრეკილის მიერ ნათარგმნ ბიზანტიურ გალობებს დღემდე არ მოუღწევია, ამრიგათ მათი გაცნობა მხოლოდ ქართულადაა შესაძლებელი…
  • მესამე რაიხის დროს რემარკის რომანები დასავლეთის ფრონტი უცვლელია და გზა შინისაკენ აკრძალული იყო. ისინი არა მარტო დაწვეს, არამედ სპეციალური ბრიგადები ზრუნავდნენ მოსახლეობისგან ამ რომანების ეგზემპლარების ამოღებაზე…
  • ველასკესი, დიეგო წოდებულ იყო სიმართლის მხატვრად…
  • გაიუს მარციუს რუტილუსი პირველი პლებეი დიქტატორი და ცენზორი იყო…
  • ბოსხი თავის სურათებს თარიღს არასოდერ აწერდა და ხელსაც იშვიათად აწერდა, ამიტომ ზუსტად იმის თქმა თუ რომელი სურათებია მისი შეუძლებელია. დღეს მხოლოდ 25 სურათია შემორჩენილი, რომლის ავტორადაც ითვლება ბოსხი…
  • თეგები

    მსგავსი ამბები

    Close
    Close