არქივი

ბავშვის აღზრდა

5559d09a0ead
როცა ბავშვი იზრდება, თანდათანობით გარკვეული პასუხისმგებლობა მასაც უნდა დავაკისროთ, მისი სუსტი მხრები სამომავლო დატვირთვისთვის თანდათან უნდა მოვამზადოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს დიდი ტვირთი ვარგუნოთ – ჩვენი მიზანია, მარტივი, თუმცა აუცილებელი დავალებები პატარამ დამოუკიდებლად შეასრულოს და უფროსების მითითებებსა თუ საყვედურებს არ ელოდეს.
05587d467709
მაგალითად, ბავშვი დილით ყოველგვარი მითითებისა და შეხსენების გარეშე უნდა იხდიდეს პიჟამას, იცვამდეს საცვლებს, იხეხავდეს კბილებს, იბანდეს პირს…
91c5b6bf07ce
მოზრდილები საწოლსაც უნდა ალაგებდნენ. კარგი იქნება, თუ პატარა თავად შეარჩევს სათამაშოებს სეირნობისთვის და მათი შინ წამოღებაც არ დაავიწყდება. ეს მოთხოვნები სულაც არ არის არარეალური და ბავშვების დიდი ნაწილი – ზოგი ხალისით, ზოგი კი უხალისოდ – მათ ასე თუ ისე ასრულებს.
4027302b205d
ვერ უარვყოფთ, რომ არიან ისეთი პატარებიც, რომლებიც არამც და არამც არ ცდილობენ, დამოუკიდებელნი გახდნენ და ეწინააღმდეგებიან უფროსების სურვილს, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. სპეციალისტების აზრით, ეს უმეტესად თავად უფროსების ბრალია: ამ პატარებმა მეტისმეტად გვიან გაიგეს, რომ მათ გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ და უკვე მიჩვეულნი არიან, რომ “პატარები” უნდა იყვნენ.
ab82510f58a8
ასეთი ბავშვები ნებისმიერ დავალებას ისე აღიქვამენ, როგორც საკუთარი უფლებების დარღვევას. არიან ისეთებიც, რომლებიც არათუ ვერ იმახსოვრებენ, რომ გარკვეული მოვალეობები აკისრიათ, არამედ ყოველგვარი დავალება ავიწყდებათ, რადგანაც მნიშვნელოვნად არ მიაჩნიათ. ამ პატარების აზრით, ჩაცმა თუ კბილების გამოხეხვა წვრილმანებია, რომლებსაც ყურადღება შეიძლება არც კი მიაქციო. მართლაც, რატომ უნდა გვახსოვდეს ეს ყველაფერი, როცა არსებობს დედა?
7b8f05861298
ის ყველაფერს შეგვახსენებს. მშობლები სასოწარკვეთილნი არიან – რა მოხდება, როცა ეს უპასუხისმგებლო ბავშვი სკოლაში მივა? პატარა კი ამ დროს მხოლოდ იმას აკეთებს, რაც თავად სურს და მშობლების გულისწუხილზე საერთოდ არ რეაგირებს.
დაივიწყეთ საგანგებოდ
ნებისმიერი მზრუნველი დედა ოდესმე დაიღლება, თუკი დღეცისმარე იმეორებს: “კბილები გაიხეხე!”, “ჩაიცვი!”, “სათამაშო არ დაგავიწყდეს!” თუ დროულად არ მიიღებთ სათანადო ზომებს, ყოველივე ამას ცოტა ხანში დაემატება: “ჩანთა ჩაალაგე!”, “ფორმა ჩაიცვი!”, “არაფერი დაგავიწყდეს!” ასე რომ არ მოხდეს, მოდი, დროულად დავიჭიროთ თადარიგი. რა თქმა უნდა, მიზანს მივაღწევთ, მაგრამ ნუ გვექნება იმედი, რომ ნებისმიერი მეთოდი, თუნდაც რადიკალური, უცებ მოგვცემს შედეგს.
39a0c2cfa0ec
აღზრდის ზოგიერთი მეთოდი მრავალჯერ უნდა შევამოწმოთ, ხოლო ზოგჯერ ტაქტიკა რადიკალურად შევცვალოთ. მთავარია, ბავშვს ვაგრძნობინოთ:
ზოგი რამ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ;
აუცილებელ დავალებათა ნაწილი ბავშვმა თავად უნდა შეასრულოს.
პირველი პრობლემის მოგვარება არ არის ძნელი. სპეციალისტების რჩევის თანახმად, ამისთვის საკმარისია, დედას რამდენჯერმე “დაავიწყდეს” ის, რაც პატარას ძალზე აღელვებს. მაგალითად, ფულის წაღება სათამაშოების მაღაზიაში ან ნიჩაბი ქვიშის მოედანზე წასვლისას…
84382e1b7b74 ერთადერთი სირთულე მსგავს სიტუაციაში ის არის, რომ ყველაფერი ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს, რათა ბავშვმა არ იფიქროს, რომ მას ანგარიშს უსწორებთ. ეცადეთ, თავდაპირველად რაიმე განზრახ “დაგავიწყდეთ”. მიეცით ბავშვს საშუალება, გული დასწყდეს მოლოდინის გაცრუების გამო. შემდეგ, როცა რაიმეს გააკეთებთ (ბავშვს აჭმევთ, ჩააცმევთ და ა.შ.), ხაზი გაუსვით, რა ცუდი იქნებოდა, ყველას ყველაფერი რომ ავიწყდებოდეს.
9775fe462cccაბა, წარმოიდგინეთ, რა მოხდება, მამას სამსახურში წასვლა და პროდუქტების მოტანა რომ დაავიწყდეს! რა მოხდება, მეხანძრეებს რომ დაავიწყდეთ ხანძრის ჩაქრობა, ექიმებს – პაციენტებთან მისვლა, წელიწადის დროებს – შეცვლა და თოვლის ბაბუას – საჩუქრების მოტანა! თქვენს სიტყვებს ისიც დაურთეთ, რომ ამ ადამიანებს არავინ არასოდეს არაფერს ახსენებს, მათ თავიანთი მოვალეობა ყოველთვის ახსოვთ, თავიანთ სამუშაოს შეხსენების გარეშე ასრულებენ.
კარნახის გარეშე
გაცილებით რთულია მეორე ამოცანის გადაჭრა. თუ თქვენი შვილი თვინიერი და დამყოლია და თხოვნას იოლად გისრულებთ, ეცადეთ, პრობლემა მოლაპარაკებით მოაგვაროთ. შესთავაზეთ ბავშვს, ერთი დღე ყოველგვარი შეხსენების გარეშე გაატაროთ. განურჩევლად იმისა, შეძლებს თუ არა პატარა საკუთარ მოვალეობათა სრულყოფილად შესრულებას, უჩვენეთ მას, რომ ცხოვრება დედის კარნახის გარეშეც შეიძლება. შესთავაზეთ, ამ წესით იცხოვროს ერთი დღე, ერთი კვირა, ერთი თვე… პატარა თანდათან მიეჩვევა, რომ დედა აღარ ახსენებს ყოველდღიურ მოვალეობებს, ის თავისით ჩაიცვამს, კბილებს გამოიხეხავს, საწოლს აალაგებს… ურჩი, ჯიუტი ბავშვი ასეთ თამაშში მონაწილეობაზე არ დაგთანხმდებათ.
2a45da41109aმისი აღზრდისთვის უფრო ავანტიურული მეთოდებია საჭირო. ნუ შეახსენებთ შვილს, რა უნდა გააკეთოს, უბრალოდ, სიტუაცია წაიყვანეთ ლოგიკური დასასრულისკენ. მიეცით ბავშვს საშუალება, თავად დაინახოს, რა მოხდება, თუ თქვენს დავალებას ყურადღებას არ მიაქცევს. მაგალითად, სათამაშოები არ აალაგა? ნურც თქვენ აკრეფთ. შედეგად ვიღაც სათამაშოს ფეხს დააბიჯებს და სათამაშოც გატყდება. პატარა თვალნათლივ დაინახავს, როგორ დაზარალდა და მომავალში უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს წესრიგს. პირი არ დაიბანა, კბილები არ გაიხეხა? ასეთ ბავშვს არ ეკუთვნის გასეირნება. ფორმები ქვიშის მოედანზე დარჩა? უკან უნდა დავბრუნდეთ, მაგრამ გზაში ბევრსაც ვინერვიულებთ, იქნებ ფორმები აღარც დაგვხვდეს… არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდეთ ფორმების საძებნელად მარტო, ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა მათ ძიებაში – ფორმები ხომ მას დარჩა და არა თქვენ…
253f92af1da2
ყველაზე ძნელია, შეხსენების გარეშე ტანსაცმლის ჩაცმა ვასწავლოთ. რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ, რომ ბავშვი ეზოში უქუდოდ ან უქურთუკოდ გავიდეს, ამიტომ შინიდან გასვლის წინ შესთავაზეთ, საკუთარი თავი შეათვალიეროს და შეამოწმოს, რა დაავიწყდა. ზოგიერთ დეტალს შეიძლება ყურადღება მართლაც არ მივაქციოთ. მაგალითად, თუ ბავშვმა შარვალში მაისური არ ჩაიტანა, შესაძლოა შენიშვნა არა თქვენგან, არამედ მეზობლისგან ან მასწავლებლისგან მიიღოს. ზოგჯერ პატარებს ჰგონიათ, რომ მათი გარეგნული იერი დედის გარდა არავის აინტერესებს, შენიშვნა კი პატარას აგრძნობინებს, რომ ასე არ არის.
ac39344e3e88
შედეგად ბავშვი საკუთარი თავისადმი ყურადღებიანი გახდება. თუ, მიუხედავად მცდელობისა, ბავშვში დამოუკიდებლობა ვერ აღზარდეთ, გირჩევთ, თვალი გადაავლოთ იმ დავალებებს, რომელთა შესრულებასაც პატარას სთხოვთ. იქნებ თქვენი მოთხოვნა მეტისმეტად რთული შესასრულებელია? ნამდვილად აუცილებელია ყველაფერი, რასაც სთხოვთ? მოდი, იყავით კრიტიკულნი არა მარტო ბავშვის, არამედ საკუთარი თავის მიმართაც.
წყარო: mkurnali.ge

მსგავსი ამბები

Back to top button