არქივი

გენიოსები – ვაღიაროთ, სანამ ცოცხლები არიან (მე-3 სერია)


როგორც იქნა, მოვაბი თავი ახალ სერიას :( ვეცდები შემდეგი უფრო მალე დავწერო.

ვიწყებთ საუნდტრეკების სამყაროს მუს. ლიტერატურის მესამე თავს ;) (ეს კომპოზიტორები რომ გესწავლათ, სულ ძალით წააყვანინებდით მშობლებს თავს მუსიკაზე და ფეხს არ გამოადგამდით იქიდან, არის თუ არა ასე? ;))

ეს სერია ეძღვნება კლაუს ბადელტს. ჰანს ციმერს სპეციალურად მოვაყოლე, იმიტომ, რომ არაერთხელ უმუშავიათ ერთად. ისიც ციმერის მსგავსად ფრანკფურტში დაიბადა, 1967 წლის 12 ივნისს. და რასაკვირველია, მისი ცხოვრებაც მჭიდროდ დაუკავშირდა ჰოლივუდს.

98ae23b16b02

 

კლაუს ბადელტი თავად ჰანს ციმერმა მიიწვია Media Ventures-ში, სანტა მონიკაში – ეს სტუდია მას და კიდევ ერთ კომპოზიტორს – ჯეი რიფკინს (კომპოზიტორს, რომელიც ჰანს ციმერის ბავშვობის მეგობარია, და ჰანსს პარტნიორობას უწევდა წვიმის კაცის, მეფე ლომისა და სხვა რამოდენიმე ფილმის მუსიკის შექმნაში) ეკუთვნის. ეს მოხდა 1998 წელს, აქედან მოყოლებული ბადელტის მუსიკამ დიდი წარმატება მოიპოვა, იგი ძალიან ხშირად მუშაობს ციმერთან ერთად, როგორც წინა სტატიაში აღვნიშნე, მონაწილეობა მიიღო ეგვიპტის პრინცისა და გლადიატორის მუსიკის შექმნაში, და რაც არ აღმინიშნავს: ”გზა ელდორადოსკენ”, ”პერლ ჰარბორი”, ”მისია შეუსრულებადია 2”, ამას გარდა, იგი თანამშრომლობდა სხვა გენიალურ კომპოზიტორებთან, როგორებიც არიან ჰარი გრეგსონ-უილიამსი და ჯონ პაუელი (ორივეზე დავწერ, ნუ ნერვიულობთ), და ”გაწვრთნა” სხვა გენიალური კომპოზიტორებიც, მაგალითად, სტივ იაბლონსკი (ესეც სიაში მყავს). მართალია, კლაუსის სტაჟი ზოგიერთი სხვა კომპოზიტორისას ჩამოუვარდება ხანგრძლივობით, მაგრამ, როგორც ყოველთვის აღვნიშნავ, მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი. ხარისხის მხრივ კი იგი ნამდვილად არავის ჩამოუვარდება.

კლაუსის პირველი დიდი წარმატება მოიტანა საუნდტრეკმა ფილმიდან ”დროის მანქანა” (The Time Machine), ამ ფილმის მუსიკამ წლის აღმოჩენის ტიტული დაიმსახურა. თავად კომპოზიტორის თქმით, თავისი უსაყვარლესი ნამუშევრების დიდი ნაწილი უფრო ნაკლებად ცნობილი და პატარა, დამოუკიდებელი კომპანიების მიერ შექმნილი ფილმებისთვის აქვს დაწერილი.

”თუ თეატრიდან შთაგონებული გამოხვედით და გრძნობთ, რომ თქვენი ცხოვრება სულ ოდნავ მაინც შეიცვალა, უკეთესს ვერაფერს გავაკეთებდი” – ამბობს კლაუს ბადელტი.

2004 წელს უკვე დაიწყო სრულიად დამოუკიდებელი მუშაობა და სანტა-მონიკაში დაარსა ფილმების მუსიკის საკუთარი სტუდია – Theme Park Studios, ამის გარდა აქვს კიდევ ორი პერსონალური სტუდია პარიზში და პეკინში.

კლაუსი, როგორც კომპოზიტორი, ძალიან დიდი ენთუზიასტია. 2005 წელს, როდესაც იქმნებოდა მუსიკა ფილმისთვის ”Wuji”, იგი საკმაო ხნის განმავლობაში მოგზაურობდა ჩინეთის პროვინციებში და ეძებდა ერთ უძველეს ჩინურ ხალხურ სიმღერას, რომლის შესრულებაც ძალიან ცოტა მომღერალს შეუძლია. ამიტომ ამ საუნდტრეკის შექმნას მან ნახევარი წელი მოანდომა. ეს სიმღერა ისმის ფილმის ბოლოს (ქვემოთ ვიდეოებზე მითითებული მაქვს, რომელიცაა).

2008 წელს კლაუს ბადელტი იყო ერთადერთი კომპოზიტორი დასავლეთიდან, რომელიც პეკინის ოლიმპიური თამაშების მუსიკის დასაწერად მიიწვიეს (კერძოდ, დახურვის ცერემონიალისთვის). ამას მოჰყვა მისთვის ოპერა ”ტერაკოტას მეომრები”-ს შეკვეთაც, ოპერა უნდა ყოფილიყო ჩინეთის პირველ იმპერატორზე და დაგეგმილი იყო 2011 წლისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, 2012 წლისთვის გადაიდო.

სამწუხაროდ, ყველა საუნდტრეკი ვერ ვიპოვე, მაგრამ მგონი მაინც საკმარისია კომპოზიტორზე წარმოდგენის შესაქმნელად :) რაც მთავარია, ჩემი ყველაზე საყვარელი მუსიკა იოლი საპოვნელი იყო.

ახლა კი მუსიკა :)

 

The Time Machine (თვითონ ფილმმა და მისმა სიუჟეტმა დიდი კრიტიკა მიიღო, მაგრამ მუსიკა გადასარევია, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ”წლის აღმოჩენად” გამოაცხადეს)

I don’t belong here

Stone Language

 

EQUILIBRIUM (ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმი)

Final Countdown/Lost

 

PIRATES OF THE CARIBBEAN: CURSE OF THE BLACK PEARL (მართალია, ამ ფილმზე კლაუსი ჰანს ციმერთან ერთად მუშაობდა, მაგრამ თავად ჰანსის სრული თანხმობით მოხდა კლაუსის გამოცხადება კომპოზიტორად, ერთ-ერთ ინტერვიუში კი ამ ფაქტის შესახებ განაცხადა, რომ კლაუსმა უდიდესი მუშაობა გასწია ამ მუსიკაზე, ასე რომ, ვერ შევედავებით ;))

He’s a Pirate

 

CATWOMAN
ამ ფილმიდან რომელი ტრეკიც მინდოდა, ცალკე ვერ ვიპოვე, შეგიძლიათ მთლიანად მოისმინოთ, მაგრამ თუ გეზარებათ, ეს არის “Breath of Life” – დაახლოებით პირველი ოთხი წუთი.

 

THE PROMISE (WU JI) აი, ეს არის ის ფილმი, რომლისთვისაც ჩინეთში იხეტიალა.

Freedom of the Wa (სწორედ ამ სიმღერის შემსრულებელს ეძებდა თვეების განმავლობაში, რასაკვირველია, კლაუსის არანჟირებით და გაორკესტრებითაა, სიმღერას კი ასრულებს ჰენგ იუი (HANG YUE).

 

PREMONITION

Premonition

Linda and Jim

 

SOLOMON KANE

Get Her Back

 

SMALL WORLD

Last Journey

წყარო: იმდენი ვგუგლე, უკვე აღარ მახსოვს რა საიდან ავიღე ^..^’

მსგავსი ამბები

Back to top button