რეკორდებისასარგებლო

ჯონა ლომუ რაგბის ლეგენდა

ჯონა ლომუ რაგბის უდიდესი ლეგენდა დაიბადა ახალ ზელანდიაში ქალაქ აუჩქლენდში 1975 წელს.

მისი სანაკრებო დებიუტი კი შედგა 1994 წელს, როდესაც ის იყო 19 წლის, მოგეხსენებათ ახალ ზელანდიაში რაგბი რა სიმაღლეზე დგას და 19 წლის მოთამაშის  All black-სის რიგებში მოხვედრა წარმოუდგენელიც კი იყო იმ დროს,ლომუს ფენომენი ნაკრებში კი რეკორდი იყო, რომელიც დღემდე უცვლელი რჩება, გარდა ამ ასაკობრივი რეკორდისა მან  გააუმჯობესა  რამოდენიმე  მსოფლიო შედეგიც და ახალი სიცოცხლე შესძინა რაგბს.

მან ითამაშა 2 მსოფლიო თასზე 1995 და 1999 წლებში, პირველ მსოფლიო თასზე მან ყველა თამაშში დადო ლელო გარდა ერთისა,მასპინძელ ქვეყანასთან ფინალში მას არცერთი ლელო არ დაუდია და სამხრეთ აფრიკაც მსოფლიო თასის მფლობელი გახდა.

მისი ცხოვრებიდან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სამხრეთ აფრიკასთან გამართულ 12 შეხვედრაში მას ლელო არ დაუდია,არა იმიტომ, რომ მას ეს არ შეეძლო არამედ ჯონა ლომუს აქვს ამ ქვეყნის და ნაკრები გუნდის უდიდესი პატივისცემა, რაც მის ამ საქციელში გამოიხატება. რაც შეეხება 1999 წელს გამართულ მსოფლიო თასს,რომელიც ლომუსათვის მეორე იყო დაამტკიცა თავისი შესაძლებლობების უსაზღვროობა და ახალი მსოფლიო რეკორდი შესთავაზა რაგბის სამყაროს, ეს გახლდათ 15 ლელო მთლიან მსოფლიო ჩმეპიონატზე, რაც დღემდე შეუცვლელია.

ასეთი ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ დაიწყო ნამდვილი ნადირობა ამ მოთამაშეზე, უნდოდათ ამერიკული ფეხბურთის ნაციონალურ ლიგაში გადაებირებინათ ფულით, იყო მცდეობა ინგლისის პრემიერლიგაში გადაეყვანათ მაგრამ ჯონა ლომუ თავისი ნაკრების ერთგული დარჩა.მის მიღწევებში ჩაიწერა ინგლისისი უძლიერესი ნაკრების წინააღმდეგ დადებული 8 ლელო, რაც მთელი All black-ის შედეგს აღემატება და ბოლო მისი დიდი სარაგბი კარიერა მთავდრება 2003 წელს როდესაც მას არა რაგბის თამაშის არამედ ინვალიდის სავარძელში მოუწევდა სიცოცხლის გატარება, თუ თირკმელს არ გადაუნერგავდნენ, გამოჯანმრთელების შემდეგ კი მისთვის რაგბის თამაში ჯანმრთელობისათვის საზიანო გახდა, და ბედის ირონიით რაგბის უდიდესი მოთამაშე დიდ რაგბს ჩამოშორდა.

პოსტის ბოლოს კი კრის ბაბიჩის სიტყვებს მოვიყვან : 90-იან წლებში ლომუ ვალდებული იყო შეეცვალა რაგბი, ის გახდა რაგბის სახე და ამ სპორტის სახეოაბში პირველი ნამდვილი ვარსკვალავი….ვარსკვლავობამდე ის არავის უყვარდა, ვარსკვლავობის შემდეგ კი ყველას.

PS. ამ პოსტით მინდოდა მეჩვენებინა ეს სპორტი იმ ხალხისათვის ვისაც ჰგონია, რომ რაგბი ერთმანეთის დალეწვა და ცემა არის და სინამდვილეში პირიქით  ამ სპორტში დიდი ღირსება და პატივისცმა აქვთ ერთმანეთის თუნდაც ლომუს სამხრეთ აფრიკისადმი დამოკიდებულებით,თამაშის ბოლოს საპატიო დერეფნითა და მესამე ტაიმით რაც ორი გუნდის თამაშის შემდგომ შეკრებას ერთ სუფრასთან ჰქვია. და რაგბი არც მარტო რუსეთთან გამარჯვებით მთავრდება დროა უფრო განვითარდეს გულშემატკივარი.


თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close