არქივი

მწერი – პატარა, მაგრამ საოცარი

BMgV0qECYAAMwMB

ბევრ ადამიანს შეიძლება ჰგონია, რომ მწერები პატარა, უჭკუო არსებები არიან, მაგრამ დღეს მინდა რამდენიმე მათგანის მაგალითზე შევცვალო ასეთი ადამიანების აზრები.

კრაზანა – ქაღალდის “გამომგონებელი”

ხისგან ქაღალდის დამზადება კრაზანებს ადამიანზე უწინ სცოდნიათ. ისინი აძრობენ ხის თხელ ბოჭკოებს, ნერწყვით აწებებენ ერთმანეთთან და მანამდე ტკეპნიან, ვიდრე ქაღალდის ფირფიტას არ მიიღებენ.

ბუდეების დასათბუნებლად კრაზანები მკვრივ მუყაოს ამზადებენ, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ადამიანის ნახელავს.

BMgV0qECYAAMwMBვინ “ასწავლა” ხოჭოს ქიმია?

თურმე ხოჭო ბომბარდირი მტრისგან დასაცავად წარმატებით იყენებს ქიმიას. იგი თავის ორგანიზმში გამოიმუშავებს სპეციალურ სითხეს, რომლითაც შეუძლია მტერი დაარეტიანოს და მიაყენოს მტკივნეული დამწვრობა. ამ დროს წარმოიქმნება ორთქლის ცისფერი ღრუბელი, რომელიც მიმალვაში ეხმარება ხოჭოს.

ეს სითხე რამდენიმე ნივთიერების ნარევია და მასში კომპონენტის შემცველობა მკაცრად არის განსაზღვრული. ნარევი ძლიერ ფეთქებადია, მაგრამ აფეთქება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ხოჭო მტრის მიმართულებით გამოსტყორცნის სითხეს. სულ პატარა შეცდომა და შესაძლოა ხოჭო თვითონ აფეთქდეს.

ანალოგიურ მეთოდს წყლისა და მიწის სხვა ცხოველებიც იყენებენ საჭიროების შემთხვევაში.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეოც.

Brachinus spPCCA20060328 2821B

F1.large

image006

Bombardier Beetle

 

რა “სიბრძნეს” ფლობს წიანჭველა?

ჭიანჭველა ზამთრის სარჩოს შეგროვებას ზაფხულში იწყებს, ამასთან, დიდ სიბრძენსაც ავლენს: თითოეულ მარცვალს პირით შუაზე კვნეტს, რომ არ აღმოცენდეს და საკვებად უვარგისი არ გახდეს. თუ შეამჩნია,რომ დანესტიანდა, დაობებისგან დასაცავად, კიდევაც აშრობს და გასაშრობად კარგ ამინდში გამოაქვს.

ამინდის გამოცნობა ჭიანჭველას არ ეშლება, თამამად შეიძლება ვენდოთ: თუკი დავინახავთ, რომ იგი მარაგს აშრობს, ესე იგი არ გაწვიმდება.

ჭიანჭველები საცხოვრებლად ბუდეს იკეთებე. ყველაზე დიდი ზომის იკეთებს ტყის ქარცი ჭიანჭველა. მისი ბუდის სიმაღლე ხშირად 1-1,5 მეტრს, ფუძის დიამეტრი კი 1 მეტრს აღწევს. ზომების გარდა, ისიც არანაკლებ გასაოცარია, თუ როგორ აწესრიგებსბუდის შიგნით ტემპერატურას. საშენი მასალა – წიწვები, პატარ-პატარა ტოტები ყოველთვის მოძრაობაშია. ჭიანჭველები ზაფხულში ბუდის შიდა სივრცეს ზრდიან. ამისთვის სახურავს მაღლა სწევენ და სახლში ტემპერატურა მცირდება. ზამთარში პირიქით იქცევიან: ბუდის კედლებს ადაბლებენ. რითაც შიდა სივრცე მცირდება, სითბო კი მატულობს.

ამიტომაც არის, რომ ასე ოსტატურად მოწყობილ ბინაში სიამოვნებით სიახლობს 300 000-მდე ჭიანჭველა.

 

Anthill

Wood Ant Nest 3

Wood Ant Nest 1

ტყისა და მოსავლის უპირველესი დამცველებიც ჭიანჭველები არიან.

ჭიანჭველები მუსრს ავლებენ მრავალ საშიშ მავნებელს. მათ არ გამოეპარებათ გარემოსთან გარემოსთან შეხამებული მატლებიც კი. ასეთ მატლს ვერ ამჩნევს მწერიჭამია ფრინველი. ამიტომაც ჭიანჭველა ათჯერ მეტ მავნებელს ანადგურებს, ვიდრე ფრინველი. სეზონის განმავლობაში (აპრილიდან სექტემბრამდე) ამ მოუსვენარ, გამრჯე პაწაწინას თითო ოჯახი 3-დან 5-მილიონამდე მავნე მწერს ანადგურებს. ამიტომ ტყეში ჭიანჭველების განადგურება დანაშაულია.

ზოგიერთ ქვეყანაში უკვე კარგა ხანია ჭიანჭველებს ხელოვნურად ამრავლებან და ტყეში ასახლებენ. ხშირად ჭიანჭველების “ამანათებს” სხვა ქვეყნებშიც აგზავნიან.
ku

NikaTheKing

მე ვარ ნიკა ნიკოლიშვილი. დავიბადე თბილისში. ვცხოვრობ თბილისში.

მსგავსი ამბები

Back to top button