კულტურა

ექიმები ხელებს ლაზერით დაიბანენ

22c222641906

საავადმყოფოების თანამშრომლებსა და ექიმებს დღის განმავლობაში მრავალჯერ უწევთ ხელების დაბანა, ეს კი ძვირფასი დროის დაკარგვის ტოლფასია. ახალი მოწყობილობა, რომელიც რამოდენიმე ლაბორატორიის ძალისხმევითაა შექმნილი, მათ ამ აუცილებლობისგან იხსნის.

ნაცვლად იმისა, რომ ხელები დაიბანოს, ადამიანი მათ მხოლოდ პატარა ყუთში შეჰყოფს. ხელებს პლაზმა – აირი, რომლითაც ნეონის ფირნიშებს, ფლუორესცენტულ მილებს და ტელევიზორების დისპლეებს ავსებენ – გაასუფთავებს.

014c56ec177e

მეცნიერი გრეგორ მორფილი (Gregor Morfill) ამტკიცებს, რომ ბაქტერიების გარდა, პლაზმა ვირუსებსა და სოკოებსაც ანადგურებს. მორფილმა და მისმა კოლეგებმა მოწყობილობა ხელებსა და ფეხებზე გამოსცადეს: «ეს მუშაობს. მაგალითისთვის, ათლეტების ფეხები სულ რაღაც 25 წამში იდეალურად სუფთა იქნება. ამასთან წინდების გახდაც კი არ არის საჭირო».

მიკროორგანიზმების განადგურება პლაზმის დახმარებით თავის თავად ახალი არ არის. პლაზმას უკვე იყენებენ სამედიცინო ინსტრუმენტების გასასტერილებლად. მაგრამ, ადამიანის კანზე პლაზმის გამოყენება კი სულ სხვა საქმეა, ამბობს მარკ კუშნერი (Mark Kushner) – მიჩიგანის პლაზმის კვლევის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი: «ამ პროცესის განმავლობაში ათობით ათასი ვოლტი გაივლის და ეს ადამიანისთვის საკმაოდ სახიფათოა». თუმცა, მოწყობილობა ისეთნაირად დააპროექტეს, რომ ადამიანს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და პლაზმით გასუფთავებისას არანაირი უსიამოვნო შეგრძნება არ ჩნდება.

მოწყობილობა ძალიან მცირე ადგილს იკავებს და მისი დადება ნებისმიერ ადგილზეა შესაძლებელი. “პლაზმაგამათავისუფლების” ორიენტირებული ღირებულება მხოლოდ $100.

წყარო:  http://aqualung.ge

Back to top button