არქივი

აბორტი- საინტერესო ფაქტები

95556eb9f659
აბორტი – ეს არის ორსულობის შეწყვეტა მის ნებისმიერ ვადაზე. კონტრაცეფციისაგან განსხვავებით, რომლის მიზანია არ მოხდეს ჩასახვა, აბორტი არის უკვე განვითარებული ნაყოფის მოცილება. ე.ი. ეს არის მკვლელობა უკვე ცოცხალი არსებისა მიუხედავად მეთოდისა (მედიკამენტოზური, ინსტრუმენტალური, ვაკუუმ–ასპირაცია) და ნაყოფის ზომებისა. თუ კონტრაცეფცია ძალიან არ ეწინააღმდეგება ბუნებას – ქალს ხომ ყოველდღე არ შეუძლია განაყოფიერდეს, აბორტი ყოველთვის არაბუნებრივი საქციელია, რომლისთვისაც საზღაური საკუთარი ჯანმრთელობაა. ჩვენ არ შევჩერდებით ბავშვთამკვლელობის ფსიქიკურ მომენტებზე და მორალის კითხვას ვერავის დავუწყებთ, შეულამაზებლად განვიხილავთ მხოლოდ ფიზიკურ შედეგებს.

ab8b763c1db5

1. ნაყოფი საშვილოსნოს კედელზე პლაცენტითაა მიმაგრებული და მისი იძულებით აგლეჯა იწვევს საკმაოდ ძლიერ სისხლდენას, რაც შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოჩნდეს. სისხლდენა აბორტის შემდეგ არის ნიშანი სანაყოფე კვერცხის არასრული მოცილებისა ან საშვილოსნოში წარმოქმნილი ჭრილობისა. ამიტომ ასეთი სისხლდენა საშინაო პირობებში არ შეიძლება შეჩერდეს, საჭიროა ექოკონტროლი და ექიმის კონსულტაცია.

2. ემბრიონის მოცილების შემდეგ საშვილოსნოში აუცილებლად ჩნდება ზედაპირული ჭრილობა, ხოლო სისხლი საუკეთესო არეა მიკრობთა გამრავლებისათვის. ამიტომ აბორტის ყველაზე უფრო ხშირი და სახიფათო გართულება არის ინფექცია და საშვილოსნოს ანთება – ენდომეტრიტი. ჯერ მწვავე, შემდეგ ქრონიკული. არ არის გამორიცხული სეფსისის განვითარებაც. რა თქმა უნდა სეფსისი შედარებით იშვიათია, მაგრამ ქრონიკული ენდომეტრიტი პრაქტიკულად 100%–ით გაქვთ გარანტირებული. ობიექტურად ჩივილები საერთოდაც რომ არ გქონდეთ (ტემპერატურა, ტკივილი, გამონადენი), ნებისმიერი ჭრილობის შეხორცება მუდამ ანთებაა, ხოლო აბორტის დროს საშვილოსნოში მიკრობები ყოველთვის ხვდებიან საშოდან. როგორი სტერილობაც არ უნდა დაიცვას ექიმმა, თქვენი საშო ხომ არასტერილურია!
0c84940fe6bf
საშვილოსნოს კედლების არასაკმარისი შეკუმშვა, მისი ყელის ნაადრევი სპაზმი ხელს უწყობს სისხლის დაგროვებას საშვილოსნოში და აძლიერებს ანთებას. ამიტომ სისხლიანი გამონადენის არარსებობა აბორტის შემდეგ, ისევე როგორც ძლიერი გამონადენი, პოტენციურად სახიფათო სიმპტომია და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

ქრონიკულ ენდომეტრიტს მივყავართ საშვილოსნოს შიდა შრეში ცვლილებებამდე, რასაც შეიძლება მოჰყვეს ემბრიონის მიმაგრების უუნარობა, ე.ი. უნაყოფობა. ეს აბორტის შორეული შედეგია, რომელიც აბორტის გაკეთებისას სულაც არ არის აქტუალური თქვენთვის, მაგრამ გავა დრო და შეიძლება კიდევ მოინდომოთ შვილის ყოლა, მაგრამ უკვე გვიან იქნება. ქრონიკული დაავადება ადვილად შეიძლება ავიცილოთ, მაგრამ პრაქტიკულად შეუძლებელია განვკურნოთ.

უფრო “უწყინარი” გამოვლინება ქრონიკული ენდომეტრიტისა არის მუდმივი და პერიოდული ტკივილები მუცლისა და წელის არეში, მენსტრუალური ციკლის დარღვევები. გარკვეულწილად მდგომარეობა შეიძლება შეგიმსუბუქოთ კარგად დაგეგმილმა და ინდივიდუალურად დოზირებულმა ფიზიოთერაპიამ, მაგრამ არა ყოველთვის.

3. ორსულობა მისი პირველივე დღიდან არის მთელი ორგანიზმის გადაწყობა – პირველ რიგში მისი მარეგულირებელი სისტემების ნერვული და ჰორმონალური სისტემებისა. ზოგი ჰორმონის სინთეზირება მცირდება, ზოგისაც იზრდება. ყოველივე ეს ხდება კანონზომიერად, ქალის ორგანიზმში ჩადებული გენეტიკური პროგრამის მიხედვით. აბორტი ეს არის მთელი ამ პროცესის მკვეთრი შეწყვეტა, უძლიერესი სტრესი, რომელიც არ შეიძლება ცუდი შედეგის გარეშე დასრულდეს. ეს შედეგები გამოუცნობია – მენსტრუაცია შეიძლება უფრო იშვიათი და ნაკლებად სისხლმდენი გახდეს, ან პირიქით, განვითარდეს საშვილოსნოდან სისხლდენები, ნებისმიერ შემთხვევაში მენსტრუაცია უფრო მტკივნეული ხდება ქრონიკული ენდომეტრიტის გამო. საშვილოსნოსა და საკვერცხეების გარდა აბორტის შედეგად ზიანდება:

– ფარისებრი ჯირკვალი, რამაც შეიძლება მისი დაავადების გამწვავებამდე მიგიყვანოთ, თუ ასეთი აბორტამდე გაწუხებდათ,

– თირკმელზედა ჯირკვლები (როგორც ყველა სტრესზე), შედეგად შეიძლება მამაკაცური ჰორმონების გამომუშავებამ მოიმატოს თქვენს ორგანიზმში აქედან გამომდინარე კოსმეტიკური შედეგებით და სტრესებისადმი მდგრადობის შემცირებით,

– ჰიპოფიზი, რასაც შეუძლია უკლებლივ ყველა სასქესო ჯირკვლის დისფუნქცია გამოიწვიოს და მიგვიყვანოს არა ანთებითი, არამედ ცენტრალური წარმოშობის უშვილობამდე.

და საერთოდ უძლიერესი სტრესი, რომელსაც აბორტი ჰქვია, ახდენს ორგანიზმში სუსტი წერტილების, ქვემწვავედ მიმდინარე დაავადებების პროვოცირებას და გამოვლინებას. ადამიანის ორგანიზმი ერთიანი შეთანხმებული სისტემაა, რომლის ერთი კომპონენტის დაზიანებაც (აბორტის დროს კი ბევრი რამ ზიანდება), აუცილებლად აზიანებს სხვა დანარჩენებსაც.

ამიტომ აბორტი გართულებების გარეშე არ არსებობს. ძლიერი, ჯანმრთელი ადამიანი, მტკიცე ფსიქიკით, ტკივილის ატანის უნარითა და კარგი გენეტიკით მაშინვე ვერ გრძნობს ყველაფერს. უარყოფითი შედეგები ყოველთვის სახეზეა, უბრალოდ ისინი შეიძლება გვიან გამოვლინდეს თანაც წინასწარი ჩივილების გარეშე – სასურველი შვილის გაჩენის უუნარობით.

უნდა გვახსოვდეს, რომ აბორტისშემდგომი გართულებების ალბათობა და სიმძიმე არ არის დამოკიდებული ორსულობის ვადაზე და არც მის რიგითობაზე (პირველი ორსულობაა თუ არა), არც აბორტის მეთოდზე. ეს არის სასჯელი საკუთარი უპასუხისმგებლობისათვის.

წყარო:  metekhimed.clan.su

p.s. ეს ჩემი პირველი პოსტია. მგონი ცუდი არ გამოვიდა. კომენტარები არ დაგავიწყდეთ :*

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button