არქივი

ნოსტრადამუსი

a2a8ce436ace
1939 წლის შემოდგომის ერთ დღეს,მას შემდეგ,რაც გერმანიამ ომი გამოუცხადა ევროპას,თავის ოთახში წამოწოლილი ფრაუ დოქტორ გებელსი საკმაოდ უცნაურ და ბუნდოვან წინასწარმეტყველებათა წიგნს კითხულობდა…

1939 წლის შემოდგომის ერთ დღეს,მას შემდეგ,რაც გერმანიამ ომი გამოუცხადა ევროპას,თავის ოთახში წამოწოლილი ფრაუ დოქტორ გებელსი საკმაოდ უცნაურ და ბუნდოვან წინასწარმეტყველებათა წიგნს კითხულობდა.1568 წელს დაბეჭდილი წიგნის ავტორი გახლდათ ვინმე ნოსტრადამუსი.ფრაუ გებელსის მეუღლეს ეძინა,მაგრამ ქალი ისე დააინტერესა წაკითხულმა,რომ სასწრაფოდ გააღვიძა ქმარი და აიძულა იგი,წაეკითხა რამდენიმე აბზაცი.წიგნმა საოცარი ზეგავლენა მოახდინა.გებელსმა,პროპაგანდის მინისტრის საშუალებით,დახმარება სთხოვა შვედ ასტროლოგს,ერნესტ კრაფტს.მას უმოკლეს ვადაში უნდა აღედგინა და გაეშიფრა ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებანი,რომელთა დახმარებითაც შემდგომში ჰიტლერმა ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინა ოკუპირებულ ევროპაზე.
რით გამოიწვია შუასაუკუნეების ფრანგი ექიმის ნაერებმა ესოდენ ძლიერი დაინტერესება გაბელსისა და ჰიტლერის დეპარტამენტებში?რით აიძულა მან ბრიტანეთის საიდუმლო სამსახური,გადაეხადა 80.000 ფუნტი სტერლინგი საპასუხო პროპაგანდისათვის?ვინ იყო წიგნის ავტორი?
მიშელ დე ნოსტრადამი,რომელსაც იცნობდნენ ლათინური სახელით-ნოსტრადამუსი,1503 წლის 14 დეკემბერს (ძველი სტილით) დაიბადა სენ რემი დე პროვანსში,უბრალო ოჯახში.მისი ბაბუა,პიერ დე ნოსტრადამი,მარცვლეულით მოვაჭრე ებრაელი იყო.მან ცოლად შეირთო ქრისტიანი ქალი-ბლანში.მათმა ვაჟიშვილმა,ჯაკუსმა,ნოსტრადამუსის მამამ,მიატოვა ვაჭრობა და 1495 წელს საცხოვრებლად გადავიდა სენ რემიში.
აქ მან ცოლად შეირთო ყოფილი ექიმის,შემდგომში გადასახადების ამკრეფის,ქალიშვილი.ნოსტრადამუსი ცხრა წლის იყო,როდესაც ოჯახმა საბოლოოდ უარყო იუდაიზმი.1512 წლიდან ისინი უკვე კათოლიკებად იხსენიებიან,მაგრამ იუდაიზმმა და ებრაულმა ლიტერატურამ დიდი გავლენა მოახდინა ნოსტრადამუსის ცნობიერებაზე.
იგი ოჯახის უფროსი შვილი იყო.ჰყავდა კიდევ ოთხი ძმა,რომელთა შესახებ თითქმის არაფერი ვიცით.
ნოსტრადამუსმა ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა დიდი ინტელექტი და ნიჭი.ბიჭუნას აღზრდა თავდაპირველად ბაბუა ჟანმა იკისრა,რომელიც მას ლათინურს,ბერძნულს,ებრაულს,მათემატიკას და ასტროლოგიას ასწავლიდა.ამ უკანასკნელს ნოსტრადამუსი ღვთაებრივ მეცნიერებას უწოდებდა.ბაბუის გარდაცვალების შემდეგ ნოსტრადამუსი დაბრუნდა მშობლების ოჯახში,სადაც მის აღზრდა-განათლებას ხელი მოჰკიდა მეორე ბაბუამ,მალე კი სასწავლებლად გაგზავნეს ავინიონში.
ამ დროისათვის მან უკვე გამოამჟღავნა ინტერესი ასტროლოგიისადმი.ნოსტრადამუსმა გალილეო გალილეიზე ასი წლით ადრე გაიზიარა კოპერნიკის თეორია იმის შესახებ,რომ დედამიწა მრგვალია და მზის გარშემო ბრუნავს.შვილის შეხედულებები მისი მშობლების შეშფოთებას იწვევდა,-ამ დროს ინკვიზაცია მძვინვარებდა და მათ,როგორც ყოფილ ებრაელებს,სხვებზე მეტი საშიშროება ელოდათ.

dcc83bf16b61

1522 წელს 19 წლის ნოსტრადამუსს მონპელიეში აგზავნიან მედიცინის შესასწავლად.სამი წლის შემდეგ მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი,მოიპოვა პრაქტიკული მუშაობის უფლება,მიატოვა უნივერსიტეტი და გაეშურა სოფლებისაკენ,რათა დახმარება აღმოეჩინა შავი ჭირით დაავადებულთათვის.
მე-16 საუკუნის განმრავლობაში საფრანგეთის სამხრეთ რაიონებში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა.გავრცელდა ამ დაავადების ყველაზე მძინე ფორმა,რომელიც ცნობილი იყო “le charbon”-ის სახელწოდებით.დაავადებულს სხეულზე უჩნდებოდა უზარმაზარი შავი წყლულები.
ნოსტრადამუსს ცხოვრების მანძილზე მრავალი მოწინააღმდეგე და მტერი ჰყავდა,მაგრამ ვერავინ უარყოფდა იმ გამბედაობას,ადამიანურობას და სიკეთეს,რომელსაც ის იჩენდა გაჭირვებულთა და დაავადებულთა მიმართ.1525 წელისათვის მან უკვე გაითქვა სახელი,როგორც შესანიშნავმა მკურნალმა.ის მოგზაურობდა ქალაქიდან ქალაქში,დახმარებას უწევდა დაავადებულებს,ამზადებდა საკუთარ წალებს,რომელთა რეცეპტებიც მოგვიანებით აღმოაჩინეს მის მიერ 1552 წელს გამოცემულ წიგნში.ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ ნოსტრადამუსი დაუბრუნდა ავინიონშ,სადაც რამდენიმე თვე სწავლობდა.სავარაუდოა,რომ სწორედ იქ გაუჩნდა ინტერესი მაგიისადმი,-ავინიონის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილია მის მიერ დაწერილი მრავალი მაგიური წიგნი.
დაახლოებით ოთხი წლის დაუღალავი მოგზაურობის შემდეგ,ნოსტრადამუსი კვლავ მიემგზავრება მონპელიეში,რათა დაასრულოს სწავლა და მიიღოს დოქტორის ხარისხი.1529 წლის 23 ოქტომბერს იგი სასწავლებელს დაუბრუნდა.ნოსტრადამუსს მისმა წარმატებებმა მრავალი მტერი შესძინა გაკულტეტზე,რის გამოც მას ძალიან გაუჭირდა აეხსნა მოშურნეთათვის მკურნალობის თავისებური მეთოდი.მიუხედავად იმისა,ვერავინ უარყო მისი ნიჭი და თავდადება და მალე დოქტორის ხარისხიუ მიენიჭა.ერთი წლის განმრავლობაში ნოსტრადამუსი მონფელიეში ასწავლიდა,მაგრამ განუწყვეტლივ წინააღმდეგობებით გაბეზრებულმა მიატოვა სასწავლებელი და კვლავ მოგზაურობას შეუდგა.
ტულუზაში ყოფნისას ნოსტრადამუსმა მიიღო ცნობილი ფილოსოფოსის,იულიუს კეისარ სკალიგერის წერილი,რომლითაც ნოსტრადამუსს აგენში იწვევდა.ქალაქმა იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა,რომ ნოსტრადამუსმა იქ დასახლება გადაწყვიდა და იქორწინა კიდეც დიდგვაროვან,მშვენიერ ასულზე,რომლის სახელიც,სამწუხაროდ,არ შემოგვრჩენია.ბედნიერ ცოლ-ქმარს ქალ-ვაჟი შეეძინათ.
სამედიცინო პრაქტიკამ ნოსტრადამუსს საყოველთაო აღიარება და დიდძალი შემოსავალი მოუტანა.სკალიგერის დახმარებით მან კიდევ უფრო დახვეწა თავისი ცოდნა,მაგრამ ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა,შავი ჭირის ეპიდემიამ აგენამდეც მიაღწია და მიუხედავად ნოსტრადამუსის დიდი მცდელობისა,იმსხვერპლა მისი მეუღლე და ორი შვილი.იმ ფაქტმა,რომ საკუთარი ცოლ-შვილის გადარჩენა ვერ შეძლო,გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ნოსტრადამუსის,როგორც მკურნალის,სახელს.მალე მას უთანხმოება მოუვიდა სკალიგერთან.ეს არც იყო გასაკვირი,რადგან სკალგერს,ადრე თუ გვიან,უკმაყოფილება მოსდიოდა ყველა მეგობარსა თუ ახლობელთან.

d04696ecd2e1

მალე გარდაცვლილი მეუღლის ოჯახმაც მძითვის უკან დაბრუნება მოითხოვა.ბოლოს კი ნოსტრადამუსს ერეტიკოსობაც დასწამეს.აქედან მოყოლებული მას დევნის ინკვიზაცია.ნოსტრადამუსმა,რომელსაც არავითარი სურვილი არ ჰქონდა,ინკვიზიტორთა სასამართლოს წინაშე აღმოჩენილიყო,კვლავ მოხეტიალე ცხოვრებას მიჰყვო ხელი და მომDევნო ექვსი წლის განმრავლობაში ყველანაირად არიდებდა თავს ეკლესიის მსახურებთან შეხვედრას.
ცნობები ნოსტრადამუსის ამ პერიოდის შესახებ ნაკლებად მოგვეპოვება.მოგვიანებით მისივე ნაწარმოებიდან ცნობილი გახდა მხოლოდ ის,რომ ამ დროს მას უმოგზაურია ვენეციასა და სიიცილიაში.სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება ლეგენდები ნოსტრადამუსის ნათლემხილველობის შესახებ.
ერთხელ,თურმე,იტალიაში ყოფნისას,ნოსტრადამუსს გვერდით ჩაუარა ახალგაზრდა ბერმა,რომელიც ადრე ღორების მწყემსი იყო.ნოსტრადამუსი მუხლებზე დაეცა და შესძახა : “თქვენო უწმინდესობავ!” ეს ახალგაზრდა გახლდათ ფელის პერეტი,რომელიც ნოსტრადამუსის სიკვდილიდან ოცი წლის შემდეგ,1585 წელს გახდა რომის პაპი,სექსტკუს V.
აი,კიდევ ერთი ლეგენდა: ვინმე სენიორ დე ფლორინვალს ეჭვი შეეპარა ნოსტრადამუსის ნათელმხილველობაში და გადაწყვიტა,გამოეცადა იგი.მან სთხოვა ნოსტრადამუსს,გამოეცნო იმ ორი ღორის ბედი,რომლებიც მის ეზოში დასეირნობდნენ.ნოსტრადამუსმა მაშინვე უპასუხა,რომ შავ ღორს სენიორი შეჭამდა,ხოლო თეთრს-მგელი.ფლორინვალმა უბრძანა მსახურებს,დაეკლათ თეთრი ღორი.ბრძანება,რა თქმა უნდა,შეასრულდა,მაგრამ მოხდა ისე,რომ მოშინაურებულმა მგლის ლეკვმა ხორცი მოიპარა.შეშინებულმა მზარეულმა შავი ღორი დაკლა და ბატონს მიართვა.სენიორ დე ფლორინვალმა სადილობისას გამარჯვებული სახით ამცნო ნოსტრადამუსს,რომ ისინი თეთრი ღორის ხორცს მიირთმევდნენ,ნოსტრადამუსმა კი დაიჩემა,რომ ეს შავი ღორი იყო.ბოლოს მზარეულს უხმეს,რომელიც იძულებული გახდა სიმართლე ეღიარებინა.
1554 წელს ნოსტრადამუსი მარსელში დასახლდა.ნოემბერში პროვანსს თავს დაატყდა საშინელი წყალდიდობა.ამან ხელი შეუწყო შავი ჭირის გავრცელებას და ეპიდემიამ ორმაგი ძალით იფეთქა.ნოსტრადამუსი დაუღალავად მუშაობდა.ექიმების უმრავლესობა გაიქცა იმ ხალხთან ერთად,ვისაც ჯერ კიდევ შეეძლო სიარული.ამან გამოიწვია ინფექციის გადატანა და გავრცელება სხვა რაიონებში.ნოსტრადამუსი მარტოდმარტო აღმოჩნდა ეპიდემიამოდებულ ქალაქში.ადამიანები სასოწარკვეთას მოეცვა.ნოსტრადამუსმა ნახა ავადმყოფი ქალი,რომელმაც საკუთარი ხელით შეიმოსა სუდარა,რადგან იცოდა,რომ სიკვდილის შემდეგ ახლოს ვერავინ მიეკარებოდა.

ეპიდემიის ჩაცხრომის შემდეგ ნოსტრადამუსი მიემგზავრება სალონში სამუდამოდ დასამკვიდრებლად,მაგრამ მალე იგი გამოიძახეს ლიონში,სადაც ყივანახველის ეპიდემიამ იფეთქა.ლიონის მადლიერმა მოსახლეობამ უხვად დაასაჩუქრა მკურნალი.გადმოცემა გვაუწყებს,რომ საჩუქრების უმრავლესობა ნოსტრადამუსს ღარიბებისათვის დაურიგებია.ძნელია,გამოარჩიო სინამდვილე ლეგენდისაგან.მაგრამ ლეგენდასაც უსათუოდ ექნებოდა საფუძველი.
სალონში დაბრუნებუმა ნოსტრადამუსმა მდიდარ ქვრივზე,ან პინსარ ჟემელზე იქორწინა.ამიშ შემდეგ იწყება მისი ცხოვრების შედარებით წყნარი ხანა.ნოსტრადამუსი კიდევ უფრო მეტ დაინტერესებას იჩენს მაგიისადმი,დიდ დროს უთმობს წიგნების წერას და თითქმის მთლიანად ანებებს თავს სამედიცინო პრაქტიკას.1550 წლიდან ნოსტრადამუსი ავრცელებს ყოველწლიურ ალმანახს,ხოლო 1554 წლიდან იწყება მისი “წინასწარმეტყველებანის” ბეჭდვა.წარმატება განუზობელი აღმოჩნდა.
ნოსტრადამუსმა სახლის ზედა სართულზე მოაწყო სამუშაო ოთახი,სადაც ღამღამობით წერდა ან აკრძალულ ლიტერატურას კითხულობდა.მოგვიანებით თვითონვე აღნიშნავდა,რომ შემდგომში საკმაოდ ბევრი ნაშრომი დაწვა.ეს ალბათ,ძნელი დასაჯერებელია.ჩვენი ვარაუდით,ეს განცხადება მიზნად ისახავდა,თვალი აეხვია ეკლესიის მსახურთათვის,რომელნიც სასტიკად დევნიდნენ.ვფიქრობთ,ნოსტრადამუსის შთაგონებას ბიძგს აძლევდა წიგნი “De Misteriis Egyptorum”,რომელიც 1547 წელს დაიბეჭდა ლიონში და რომელიც მას უეჭველად ექნებოდა,რადგან ხშირად იხსენიებს თავის ნაშრომებში.დაახლოებით ამავე პერიოდში,1554 წელს ჟან-ეიმ დე შავინიმ,ქალაქის მერმა,უარი თქვა თანამდებობაზე და სთხოვა ნოსტრადამუსს,მოწაფედ აეყვანა და ესწავლებინა ებრაული ასტროლოგია და ასტრონომია.ნოსტრადამუსის გარდაცვალების შემდეგ მან მასწავლებელზე რამდენიმე წიგნი დაწერა და აქტიური მონაწილეობა მიიღო მისი ნაშრომების პირველი სრული კრებულის გამოცემაში.შავინიმ შემდგომშიც რამდენჯერმე გამოსცა ნოსტრადამუსის ნაშრომების უდიდესი ნაწილი,რა თქმა უნდა,მისი ქვრივის თანხმობით.

P.S copy—paste არ გეგონოთ :) მე თვითონ დავბეჭდე.იმედია არ მიწყენთ რომ დიდი პოსტი გამოვიდა.მეორე ნაწილსაც დავდებ თუ მოგეწონებათ და დაგაინტერესდებათ.ნოსტრადამუსზე სტატია იდო მაგრამ გადავწყვიტე უფრო ვრცლად დამედო პოსტი მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button