მისტიკასაკითხავიუცნაური

ტურინის სუდარის საიდუმლო


იტალიის ქალაქ ტურინში, საკათედრო ტაძარში ინახება ქრისტიანული სამყაროს ერთ–ერთი უდიდესი სიწმინდე–სუდარა, რომელშიც იესო ნაზარეველი გაახვიეს გარდაცვალების შემდეგ.
თანამედროვე ღვთისმეტყველები სუდარას „მეხუთე სახარებას „ უწოდებენ, რადგან მასზე სასწაულებრივადაა აღბეჭდილი ის ვნებანი , რომელიც მაცხოვარს ჯვარცმისას მიანიჭეს.
გადმოცემის თანახმად, სუდარა თავდაპირველად პეტრე მოციქულთან ინახებოდა, შემდგომ კი გადაეცემოდა მ ოციქულებს. ქრისტიანების დევნის დროს სუდარას მალავდნენ , რადგან იუდეველები და რომაელები ქრისტიანული რელიკვიების განადგურებას ცდილობდნენ. ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდეგ სუდარა ჯერ კონსტანტინოპოლში, V საუკუნეებიდან კი ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბაზილიკაში დააბრძანეს.
ხატმებრძოლობის დროს სუდარა იერუსალიმში გადაიტანეს, შემდეგ კი უკან დააბრუნეს. 1204 წელს ჯვაროსნებმა დაარბიეს ბიზანტია . სუდარა საუკუნე–ნახევრის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა.
1355 წელს სუდარა გრაფ გოტფრიდ I-ის საკუთრება გახდა , რომლის შვილიშვილმაც დღემდე გაურკვეველი მიზეზების გამო სუდარა ლუდოვიკო სავოიელის მეუღლეს გადასცა. ლუდოვიკოს ვაჟმა ამადეი IX –მ სუდარის შესანახად საგანგებო ეკვდერის აგება ბრძანა. 1578 წელს სავოიის ჰერცოგმა ემანუელ ფილიბერტმა და მისმა მეუღლემ სუდარა თავიანთ ციხესიმაგრეში გადაიტანეს,სადაც წმინდა  იოანე ნათლისმცემლის ტაძართან მარმარილოს ეკვდერი ააგეს.სუდარა სპეციალურ ვერცხლის ზანდუკში ინახებოდა. დღეისათვის სუდარას ტყვიაგამუტარი მინა იცავს , ასევე საგანგებო აპარატი.

1898 წლის 25 მაისს ტურინის რელიგიური ხელოვნების ნიმუშთა გამოფენაზე გამობრძანებული სუდარა ტურინელმა ადვოკატმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა სეკუნდო პიამ გადაიღო და დაბეჭდა ორი ფოტო დიდი ზომის ფურცლებზე (50 X 60 სმ). ფირის გამჟღავნებისას  კი მოხდა იმ დროისათვის მეცნიერულად აუხსნელი და წარმოუდგენელი მოვლენა: ნეგატივზე გამოჩნდა მშვიდი და კეთილშობილი მამაკაცის ფოტოგამოსახულება. სწორედ ამან დაუდო სათავე ტურინის სუდარის მეცნიერულ შესწავლას, რომელის XX საუკუნიდან რამდენიმე მიმართულებით გაიშალა. პირველრიგში ყურადღება მიექცა სუდარის ავთენთიკურობის  დადგენას. ექსპერიმენტებმა დაადასტურეს, რომ ეს არის ძალიან ძველი და განსაკუთრებულად ნაქსოვი ტილო , რომელიც მზადდებოდა მხოლოდ პირველ საუკუნემდე , იგი პალესტინელებისათვის დსამახასიათებელი წესითაა დამზადებული.ძაფი თითისტარზეა დახვეული და ძველი წესისამებრ გთეთრებული . ნაქსოვია ნაძვისებურად. მის ბოწკოებში შეინიშნება ბამბა. ეს გვიჩვენებს, რომ სუდარა ახლო აღმოსავლეთში იყო დამზადებული.
1973 წელს შვეიცარელ კრიმინოლოგ მაქს ფრეის ნება დართეს ლაბორატორიული ანალიზისათვის სუდარიდან მტვერი და სხვა ნაწილები აეღო. წმინდა სუდარაზე აღმოჩნდა 58 ტიპის ყვავილის მტვერი . თავდაპირველად ექპერტმა ვერ ამოიცნო ისინი, რადგან ასეთი მცენარეები ევროპაში არ ხარობენ . ფრეიმ შვიდჯერ იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთში და 1978 წელს დაადგინა , რომ 58 ყვავილიდან 13 იზრდება პალესტინის უდაბნოში და მკვდარი ზღვის მიდამოებში , 20– სამხრეთ–დასავლეთ თურქეთსა და ჩრიდოლოეთ სირიაში , 16 სახეობა ეკუთვნის ისეთ მცენარეებს, რომლებიც იზრდებიან სხვადასხვა ადგილას, ევროპის ჩათვლით.დოქტორ ფრეის აზრით , სუდარამ „მოიარა“ ძველი პალესტინა, ასევე ძველი ედესა და კონსტანტინოპოლი.

მოგვიანებით ფრანგმა პროფესორმა ვანგერმა სუდარაზე სხეულის გარშემო იპოვა 28 სახეობის ყვავილის ანაბეჭდი. 20 მათგანი ხარობს იერუსალიმში, ხოლო რვა – იერუსალიმიდან 12 მილის შემოგარენში. ყვავილობენ მარტსა და აპრილში. ეს ზუსტად აღდგომის პერიოდს ემთხვევა. 1995 წელს  ზემოთქმული დაადასტურა იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორმა , ბოტანიკოსმა კოსმა დენინმა.
ძალიან საინტერესო იყო საკითხის ნუმიზმატიკური ასპექტით კვლევა . საქმე ის არის , რომ 1931 წელს ფრენსის ფილასმა ჩიკაგოს ლიოილას უნივერსიტეტიდან სუდარაზე თვალების არეში შენიშნა ორი ჭიკარტის მაგვარი საგანი. ეს მონეტებია. ებრაული ტრადიციით, მიცვალებულს თვალებზე ადებდნენ მონეტებს, რომ არ გახელოდათ.
მონეტები მოჭრილია იუდეის პრეფექტის, პილატე პონტოელის დროს , 29-30 ან 30-31 წლებში. ამიტომ ამ მონეტებს „პილატეს ბისტი“ ეწოდება. მონეტების წარწერებში დაშვებულია გრამატიკული შეცდომები. სიტყვებში „ტიბერიუსი“ და „იმპერატორი“  ლათინური და ბერძნული ასოებია აღრეული. თავდაპირველად ეს მეცნიერებს აბსურდი ეგონათ , მაგრამ კერძო კოლექციებში მოძიებულ მონეტებზე იგივე შეცდომები იპოვეს.

მეცნიერთა აზრით , ამის მიზეზი ის არის, რომ მონეტების უმრავლესობა პროვინციებში იჭრებოდა და საკმაოდ უხარისხოდაც. აღსანიშნავია ისიც, რომ 1979 წელს, გათხრებისას ერთ–ერთ ებრაულ საფლავში თავის ქალაში იპოვე ორი მონეტა, მოჭრილი 44-45 წლებში. მათზეც იგივე გრამატიკული შეცდომები აღმოჩნდა.
განსაკუთრებული ინტერესით სწავლობენ მაცხოვრის ტანჯვის ამსახველ მასალებს. XX საუკუნის 30იან წლებში ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფის, ჯუზეპე ენრის მიერ გადაღებულ ფოტოზე დაკვირვებისას, სამხედრო ქირურგმა , პიერ ბარბემ (იგი ათეისტი გახლდათ და სუდარაზე ჩატარებული კვლევების შემდეგ ღმერთის არსებობა აღიარა) შენიშნა, რომ სამსჭვალეები ხელის სახსრის ზედა ნაწილზეა მოთავსებული.
რომაელმა ჯარისკაცებმა გამოცდილებით უკვე იცოდნენ , რა ადგილას უნდა მოხვედრილიყო სამსჭვალე, კერძოდ, ხელის სახსრის ორ დიდ ძვალს შორის. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლო სხეულის ჟვარზე გაჩერება. თუმცა ეს აუტანელ ტკივილს უკავშირდებოდა.
ჯვარზე აღსრულების სისასტიკე ბევრად იყო დამოკიდებული იმაზე, რა სახით აცვამდნენ ჯვარს. ჯვარზე გაკვრის რამდენიმე ვარიანტი არსებობდა. პირველი ვერსიით, ჯვარცმულს ხშირად კიდურებს თოკით უმაგრებდნენ. მეორე ვერსიით, მხოლოდ ხელებით აცვამდნენ ჯვარს. ამ დროს ხელები ძალიან დაჭიმული იყო და ჯვარცმულს სუნთქვა უჭირდა. მესამე ვერსიით, სიკვდილმისჯილი ქვედა და  ზედა კიდურებით იყო მიმსჭვალული. ხშირად ფეხების  ქვემოთ საყრდენ ფიცარს აჭედებდნენ. მეოთხე ვარიანტი გულისხმობდა ჯვარცმას ყოველგვარი საყრდენის გარეშე. იმ დროს ჯვარცმისათვის გათვალისწინებული იყო მაღალი და დაბალი ჯვრები. ჯვრის სიდაბლის გამო ჯვარცმულს ხშირად მხეცები გლეჯდნენ. მაცხოვრის ჯვარცმისთვის მაღალი ჯვარი შეარჩიეს, რათა მისი დასჯისთვის ყველას ეცქირა.
მკვლევართა ინტერესს ასევე იწვევს ის , თუ როგორ აისახა ეს ყველაფერი სუდარაზე თითქმის დეტალურად.

მაცხოვრის სხეულის ანაბეჭდის სუდარაზე გადასვლის შესახებ რამდენიმე ჰიპოთეზა არსებოობს.:
მეცნიერებს თავდაპირველად სუდარა პროფესიონალი მხატვრის მიერ შესრულებული ტილო ეგონათ. გაჩნდა მოსაზრება , თითქოს სუდარა ლეონარდო და ვინჩიმ მოხატა. ზემოთ ჩამოთვლილმა გამოკვლევებმა კი ცხადო , რომ სუდარზე საღებავის კვალი არსად შეინიშნება. სხვათა შორის , ეს ფაქტი 1984 წელს საბჭოთა ათეისტურმა ჟურნალმაც დაადასტურა.
ქრისტეს სხეული თხის რძით განბანეს და სუდარაზე რძემ სხეული უხილავი ანბეჭდი დატოვა, რომელი ხანძრის დროს გამომჟღავნდა.
აგონიისას სხეული დიდი რაოდენობით გამოყოფოს ამიაკურ ორთქლს, რამაც ხელი შეუწყო მაცხოვრის გამოსახულების აღბეჭვდას.
ამ ვერსიას მეცნიერები პირობითად „ცეცხლოვან სხეულს“ უწოდებენ. 1988 წლის გამოკვლევებით აღმოჩნდა , რომ სისხლის ლაქები სუდარაზე უფრო ადრე გაჩნდა , ვიდრე სხეული გამოისახებოდა. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ სისხლის წვეთები კონტაქტში იმოფებოდა სხეულთანაც და სუდარასთანაც. რეალური იქნება თუ ვიფიქრებთ, რომ გამოსახულებ სასწაულის შედეგად გაჩნდა.  კონკრეტულად უფლის აღდგომისას.
მეცნიერთა აზრით აღდგომა მოხდა ცეცხლოვანი სხეულით , ღვთაებრივი ძალითა და ენერგიით და ამ სხეულმა დატოვა სუდარაზე ხელთუქმნელი გამოსახულება.

ცეცხლის შეხებამ ბოჭკოებში ქიმიური ცვლილებები გამოიწვია და გაამუქა, მაგრამ ეს ცეცხლი არ განვრცობილა ფიზიკის კანონის თანახმად. მეცნიერები ამ ცეცხლს უკავშირებენ მაცხოვრის საფლავზე გარდამომავალ „ე.წ.“ „ზეციურ ცეცხლს“. არგუმენტად მოაქვთ ის ფაქტი, რომ ზეციური ცეცხლი თავდაპირველად მხოლოდ პატრუქს უკიდია და ფიზიკის კანონებს არ ემორჩილება. გასათვალისწინებელია , რომ მეცნიერებს ისეთი მოვლენების შესწავლა უხდებათ, რომელთა გამეორებაც თავიანთ ლაბორატორიაში არ ძალუძთ.
ქრისტესშობის 2000 წლისთავისთვის მოეწყო კიდევ ერთი გამოკვლევა, რომელშიც მეტი სანდოობისთვის ოქსფორდის, ბაზელისა და არიზონის უნივერსიტეტთა პროფესორები მოანწილეობდნენ. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს და ზოგიერთი ახალი არგუმენტით შეავსეს მანამდე არსებული მოსაზრებები. რადიკალურად უარყოფილია მიგელ დე საიტოს თვალსაზრისი (1998 წ.) სუდარის დახატვასთან დაკავშირებით.

2008 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებმა ქრისტოფერ რამსის ხელმძღვანელობით სუდარა გამოიკვლიეს, რამაც რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის დასკვნები გაამყარა. კერძოდ შეისწავლეს ადამიანის სისხლის ლაქები, აღმოაჩინეს მისი კომპონენტები : ჰემოგლობინი, ბილირუბინი და ალბუმინი. ამ უკანასკნელი მომატებული რაოდენობა მიუთითებს, რომ  ადამიანი გარდაიცვალა სტრესულ მდგომარეობაში, წამებისას. ლეიკოციტებში ქრომოსომათა განლაგებით განისაზღვრა მამრობითი სქესი და კიდევ ერთხელ დადასტურდა ინფორმაცია სისხლის IV ჯგუფის შესახებ. 2008 წელსვე მეცნიერებმა სუდარის უზუსტესი ციფრული ფოტოს შექმნა შეძლეს, რაც ქმნის შესაძლებლობას, დავინახოთ ქრისტეს გამოსახულების უმცირესი დეტალების კი. დაგეგმილია მაფოტოს ინტერნეტში განთავსებაც.
დასასრულს შეიძლება ითქვას, რომ ტურინის სუდარა ერთ–ერთ უდიდეს ქრისტიანულ  სიწმინდეს წარმოადგენს, რომლის მრავალმხრივმა მეცნიერულმა შესწავლამაც მისი ნამდვილობა დაადასტურა.

სულ ეს იყო.  ეს ჩემი პირველი პოსტია და იმედია მოგეწონათ! :)))

წყარო: orthodoxy.ge

თეგები
Close
Close