კულტურა

ახალი იონური ძრავი კოსმოსში გასაფრენად მზადაა

d67fbd7d98f5

NASA-მ დაასრულა 2005 წლის ივნისში დაწყებულ ძრავზე მუშაობა, რომელიც იონიზირებულ გაზზე მუშაობს. ახლა მისი დაყენება შესაძლებელია კოსმოსურ აპარატებზე, რომლებიც მისი მეშვეობით ადრე მიუწვდომელ სიჩქარეებს განავითარებენ.

ხშირად სამეცნიერო ფანტასტიკაში შეგვხვედრია იონური ძრავები პრაქტიკაში გამოიყენებოდა ჯერ კიდევ 70-იან წლებში. ძრავში წევის ძალა გამომუშავდება ელექტრულ ველში იონიზირებული გაზის აჩქარებით.

ასეთი ძრავების უპირატესობა სხვა ტრადიციულებთან შედარებით წარმოადგენს მაღალი ეფექტურობა, კონკრეტულად კი აპარატს შეეძლება წამში რამდენიმე ათასი კილომეტრის განვითარება ცოტა რაოდენობის საწვავის ხარჯით. ეს მოხდება, კოსმოსში ძრავის დიდი ხნის მუშაობის შემდეგ: მისი საწყისი წევა არც ისე დიდია. ამიტომ ძირითადი სისტემის სახით, რომელსაც კოსმოსური ხომალდი მოძრაობაში მოყავს, ამ სისტემის გამოყენება სულ ცოტა ხნის წინ დაიწყეს.

იონური მოძრაობის პიონერი გახდა ამერიკული აპარატი Deep Space 1, რომელიც გაეშვა 1998 წელს. მას მოყვა ევროპული და იაპონური ზონდები, ხოლო დღეისათვის ბოლო მსხვილი პროექტია ავტომატური პლანეტათაშორისი სადგური Dawn, რომელიც გააგზავნა NASA-მ ასტეროიდ ვესტას და ჯუჯა პლანეტა ცერერას შესასწავლად.

Dawn-ის იონური ძრავი გახდა მაგალითი NASA-ის ქსენონური სისტემის Evolutionary Xenon Thruster (NEXT). ინჟინრებმა გლენის სახელობის კვლევითი ცენტრიდან და კომპანია Aerojet-იდან მოახდინეს სხვადასხვა მისიების მოდელირება რომელშიც შეიძლება ის იყოს გამოყენებული.

2005 წლის შემდეგ NEXT-მა ცდების განმავლობაში იმუშავა 35 ათასი საათის განმავლობაში, რაც 5 ათასი საათით მეტია წინანდელ რეკორდზე. ექსპერიმენტებზე დაიხარჯა 600 კგ ქსენონი. ტესტრური მოდელების შემდგომ ინჟინერებმა ააწყვეს ძრავის დანადგარი რამდენიმე იონური ძრავით, რომელთა მუშაობის ხანგრძლივობაც შეადგენს 6 წელიწადს, ხოლო ეხლა NASA-ს დარჩენია მხოლოდ გადაწყვიტოს, რომელ მისიაში იქნება მიზანშეწონილი მისი ექსპულატაცია.

წყარო: hi-tech.ge

მსგავსი ამბები

Back to top button