საკითხავიუცნაური

რა შეუძლია ტვინს


*ინგლისში XIX საუკუნის ბოლოს ერთ-ერთ ქარხანაში უბედური შემთხვევა მოხდა. სახურავიდან ბოლტი ჩამოვარდა და ახალგაზრდა ინჟინერს თავში 10 სანტიმეტრის სიღრმეზე ჩაესო. დაზარალებული დაეცა, მაგრამ არ მომკვდარა. იგი საავადმყოფოში წაიყვანეს და სასწრაფოდ ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს.პაციენტს უცხო სხეული და ტვინის დაზიანებული ნაწილი ამოუღეს, ხოლო ჩამტვრეული თავის ქალა ძაღლის ძვლით შეუცვალეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ მისი გადარჩენის იმედი არავის ქონდა. მეორე დღეს პაციენტმა გემრიელად ისადილა; მეტყველება კოორდინაცია, აზროვნება აღუდგა.ცოტა ხანში შინ გაწერეს, მთელი წელი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მამაკაცი დაქორწინდა, შვილები გაუჩნდა და ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა, უბედურ შემთხვევას კი მხოლოდ შუბლზე ნაიარები ახსენებდა.

**კიდევ უფრო უცნაური შემთხვევა მასაჩუსეტში(აშშ) 1887 წელს დაფიქსირდა. სარკინიგზო ხაზის გაყვანისას აფეთქება მოხდა. ძალაყინის წვერი ერთ-ერთ მუშას- ფაინიზ გეიჯს ქვედა ყბაში შეესო, მარცხენათვალი გადმოუგდო და თავის ქალა გაუხვრიტა. დაზარალებულს გონება არ დაუკარგავს, ექიმთანაც საკუთარი ფეხით შევიდა. ოპერაცია დიდხანს გაგრძელდა. პაციენს ძალაყინი დატვინის დაზიანებული ნაწილი ამოუღეს რამდენიმე დღეში კი შინ გაწერეს. გეიჯმა დიდხანს იცოცხლა და მხოლოდ თვალის დაკარგვას უჩიოდა.

** XX საუკუნის 40-იან წლებში მედიცინის ისტორიაში შევიდა ალ ჰერპიანი, კაცი, რომელსაც 96 წლის მანძილზე არცერთხელ არ უძინია. არც კი იცოდა რა იყო ძილი. ღამეს სარწეველა სავარძელში კითხვაში ატარებდა დილით კი ჩვეულ საქმიანობას უბრუნდებოდა. ექიმები ამ ფენომენს ვერ ხსნიდნენ.

** XIX საუკუნეში ინდიანის შტატში ცხოვრობდა ადამიანი, რომელსაც უძილობა თვეობით უგრძელდებოდა, იყო პერიოდები როცა წელიწადში 3-4 თვეც კი საერთოდ ვერ იძინებდა. რაც მთავარია დაღლილობას ვერ გრძნობდა და 24 საათის მანძილზე შეეძლო მუშაობა.

** უნგრელ რეიჩელს საგის 40 წლის ასაკიდან საშინელი თავის ტკივილები დაეწყო. ექიმმა დამამშვიდებლები გამოუწერა, დასვენება და დიხანს ძილი ურჩია. ერთ ღამესაც რეიჩელმა ძილის წამალი მიიღო, მაგრამ მას შემდეგ 25 წელი ვეღარ დაიძინა.

**გასული საუკუნის 20-იან წლებში ფრანგი ექიმი- ჟიულ რომენი “უსინათლო მხედველების” ფენომენით დაინტერესდა. რამდენიმე პაციენტი მოიძია და მათი შესაძლებლობები შეისწავლა.მისი დაკვირვებით უსინათლოები, ფერებს, სილუეტებს და ფიგურებს კანით შეიგრძნობდნენ.რომენის დასკვნას კოლეგები სკეპტიკურად შეხვდნენ. ფრანგი ექიმი ერთადერთი არ იყო ვინც ამ ფენომენს ყურადღება მიაქცია.

**1840 წელს იტალიის პრესაში წერდნენ გოგონაზე,რომელიც 14 წლის ასაკში დაბრმავდა, მაგრამ მაინც “ხედავდა” ახლობლებს, საგნებსა და ფერებს ხელისგულებით (შეუხებლად) შეიგრძნობდა.

**1960 წელს 16 წლის მარგარეტ ფუსს ექიმების ჯგუფი აკვირდებოდა. აღმოჩნდა,რომ გოგონას “ხედვა” თვალების გარდა სხვა ორგანოებითაც შეეძლო. დაკვირვების დროს გოგონას თვალებს ქსოვილით უხვევდნენ, მას კი უწვრილესი შრიფტის გარკვევაც კი შეეძლო. დამკვირვებლებმა მიიჩნიეს, რომ გოგონა რაღაცნაირად მაინც ახერხებდა თვალების გახელას და საბოლოოდ თვალები გაუმჭვირვალე ლენტით აუხვიეს. გოგონა მაინც “ხედავდა”
მარგარეტის ფენომენი პირველად მამამისმა აღმოაჩინა. მამაკაცი აკვირდებოდა რომ დახუჭობანას თამაშისას, თვალებახვეული გოგონა საგნებსა და ადამიანებს თავისუფლად არჩევდა.ექიმებმა ტვინის ეს ფენომენი ვერაფრით ახსნენს, მაგრამ ყოველგვარი დასკვნის მიუხედავად, თვალებახვეულ ფუსს ქუჩაში სეირნობა, წერა და კითხვა შეეძლო.

წყარო: ჟურნალი “გზა”

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close