კულტურა

II მსოფლიო ომის პერიოდის ავიაცია (III)

204fa1bee7b3
ამჯერად შემოგთავაზებთ ამერიკულ ავიაციას…

cb4f639c1ff6
დავიწყოთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკული P-51 Mustang ით. იგი ამერიკული შორი მოქმედების გამანადგურებელია რომელიც სულ რაღაც 117 დგეში დაპროექტდა და შეიარაღებაში მიიღეს 1942 წელს. პირველი საბრძოლო გაფრენა  ბრიტანეთის საჰაერო ძალებში შეასრულა მზვერავის და გამანადგურებელ ბომბდამშენის ფუნქციით. შემდეგში იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა გერმანიაზე თავდასხმების დროს(ბომბდამშენების გამცილებლათ) ასევე იაპონიის წინააღმდეგ წყნარი ოკეანის ბრძოლებში,და ასევე კორეის ომის დასაწყისში. მუსტანგი გაერთიანებული ერების შეიარაღებაში მტავარი გამანადგურებელი იყო, თუმცა იგი ომის შემდეგ მალევე შეიცვალა ახალი რეაქტიული თვითმფრინავებით. ამისდა მიუხედავად იგი ბევრი ქვეყნის შეიარაღებაში 1884 წლამდე იყო და ჩამოწერის შემდეგ დღესაც რჩება სამოქალაქო( ან კერძო) თვითმფრინავად( ავია შოუებზე და აშ…). მუსტანგი დღემდე აღიარებულია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გამანადგურებლად რასაც მისი საჰაერო გამარჯვებები ადასტურებენ, მაგალითად მხოლოდ ერთ ამერიკის საჰაერო ძალების 357 გამანადგურებელთა ჯგუფში შემავალ მუსტანგებს 595 საჰაერო გამარჯვება აქვთ მოპოვებული…
9a4ab20c298e
შემდეგი გახლავთ Lockheed P-38 Lightning, მსII-ის ამერიკული ორძრავიანი გამანადგურებელი.იგი შეერთებული შტატების არმიის საჰაერო კორპუსის მოთხოვნით დაპროექტდა.
მას უჩვეულო კონსტრუქცია ჰქონდა ძრავები ფრთებზე ეყენა ხოლო კუდი ძრავებიდან იწყებოდა და მათ პარარელურათ ორი ვერტიკალური ფრთით ბოლოვდებოდა რომლებიც ერთი ჰორიზონტალურით იყო გადაბმული, ეს ყოველივე მას დიდ აეროდინამიკულ უპირატესობას ანიჭებდა. სწორედ ამ უჩვეულო კონსტრუქციის გამო უცოდეს მას გერმანელებმა ”ჩანგლისკუდა ეშმაკი” ხოლო იაპონელებმა “ორ თვითმფრინავში ერთი პილოტი”. P 38-ს იყენებდნენ მრავალი დანიშნულებით როგორებიცაა: მოპიკირე ან ჩვეულებრივი საფრონტო ბომბდამშენი, ჰაერი-მიწა დარტყმებისთვის, ასევე პოტო დაზვერვისთვის და უფრო მეტად როგორც შორეულ გამანადგურებელს ბომბდამშენთა ესკორტისთვის პ 51 მუსტანგების გამოჩენამდე. ამ თვითმფრინავს მონაწილეობა აქვს მიღებული ამერიკის კამპანიაში პერლ-ჰარბორიდან იაპონიაზე გამარჯვებამდე. 1941-1945წლებში მისი გამოშვება დასრულდა 10037 ცალის გამოშვებით. მაგრამ ისინი დგესაც გამოიყენება სამოქალაქო მიზნით.
db03ddb9780c
PBY Catalina იყო ამერიკული ორძრავიანი მფრინავი ნავი 30იან 40იან წლებში. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ვრცლადგამოყენებადი მარვალფუნქციური თვითმფრინავი მსII-ში. მას იყენებდნენ ამერიკის თითქმის ყველა სამხედრო ქვეითთა, საჰაერო და საზღვაო დანაყოფებში, ასევე მრავალ სხვა ქვეყანაშიც.მისი გამოყენება ხდებოდა წყალქვეშანავსაწინააღმდეგო, საპატრულო ბომბდამშენ, გემების გამცილებელ, სამაშველო და სატრანსპორტო მიზნებით, ასევე იგი იყო პირველი მფრიანავი ნავი რომელიც ეწ Gunship-ის როლში გამოიყენებოდა. PBY საუკეთესო თვითმფრინავი იყო თავისი კლასის თვითმფრინავებში, ასეთი რაოდენობით (4051 ცალი) არცერთი მფრინავი ნავი არ გამოშვებულა. მისი ბოლო სამხედრო მოდელები შეიარაღებაში 1980 წლამდე დარჩა. და დღესაც, მისი პირველი გაფრენიდან 70 წლის შემდეგ იგი აგრძელებს მოღვაწეობას საჰაერო ტანკერის როლში.

იმედია მოგეწონათ. გაგრძელება იქნება…

მსგავსი ამბები

Back to top button