არქივი

დინოზავრები იღუპებიან

b2ba53e82749
საინტერესოა
მონღოლეთში, ჩინეთში, კანადაში, ბრაზილიაში, ინდოეთში, აშშ–ში, საფრანგეთსა და რუსეთში ჩატარებული გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა უზარმაზარი ხვლიკების დიდი რაოდენობით ჩონჩხები, რამაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა დინოზავრების საიდუმლოებით მოცულ და ტრაგიკულ ბედზე, რომლებიც ერთი ხელისმოსმით აღიგავენ პირისაგან მიწისა 65 მილიონი წლის წინათ, მაგრამ ამ ცხოველების საოცარმა ზომებმა იმდენად შეძრა ადამიანების წარმოსახვა, რომ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გამორჩათ: დინოზავრებთან ერთად ჩვენს პლანეტაზე მაშინ დედამიწის ფლორისა და ფაუნის თითქმის 50 პროცენტი განადგურდა – თევზები, კუები, მოლუსკები, კრევეტები, წყალმცენარეები და ხეები.

როგორც გაირკვა, ეს არ ყოფილა ერთადერთი გლობალური კატასტროფა: როგორც მტაცებელი, ისე ბალახისმჭამელი რეპტილიების გადაშენება ასევე 240 მილიონი წლის წინათაც მოხდა. მაშინ ნიანგის მსგავს ურჩხულებთან ერთად დედამიწის მაშინდელ მკვიდრთა თითქმის 70 პროცენტი განადგურდა. მოგვიანებით კანადელმა გეოლოგმა და პალეონტოლოგმა გ.გელდზეტცერმა დევონური პერიოდის ფენებში აღმოაჩინა კიდევ ერთი გლობალური ბიოკატასტროფის ნაკვალევი, რომელიც დაახლოებით 370 მილიონი წლის წინათ მოხდა. ეს მართლაც სიცოცხლის უდიდესი განადგურება იყო, რომლის დროსაც დაიღუპნენ მარჯნები, ტრილობიტები, ზღვის თევზები, კიბოსნაირები, წყალმცენარეები, სულ სახეობათა 60 პროცენტი. “ზღვები, – წერს მეცნიერი, – სისხლისმღვრელი შეტაკების ადგილს ჰგავდა, ყველგან ტივტივებდნენ უცბად დაღუპული ორგანიზმების სხეულები. მათი ანაბეჭდები მდებარეობს ფენებში, რომელშიც უამრავი ისეთი მინერალებია, რომლებიც აშკარად მიუთითებენ კატასტროფაზე, რომელმაც წყალი და ჰაერი უჟანგბადოდ დატოვა”.

გელდზეტცერის აღმოჩენამ მისი კოლეგები აიძულა უფრო ყურადღებით დაკვირვებოდნენ ძველ დანალექ ქანებს და შედეგად, უძველესი ბიოკატასტროფების კვალი აღმოაჩინეს სამხრეთ აფრიკაში, აშშ–ში, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. ამასთან, მათი ასაკი 500 მილიონიდან 50 მილიონ წლამდე მერყეობდა. ამონიტები – ორი მეტრი სიგრძის თავფეხიანი ნიჟარებიანი მოლუსკები პლანეტაზე დაახლოვებით 180 მილიონი წელი ცხოვრობდნენ და მოკლე ისტორიულ პერიოდში ამოწყდნენ. ხის მსგავსმა გვიმრებმა 60 მილიონი წელი იარსებეს, ხოლო მისმა ზოგიერთმა სახეობამ მხოლოდ 29 მილიონი.

პალეონტოლოგების მიერ შეკრებილი მთელი ინფორმაციის შედარებითი–სტატისტიკური ანალიზის ჩატარების შემდეგ კანადელმა და გერმანელმა სპეციალისტებმა ბიოკატასტროფების ციკლი აღმოაჩინეს, რომელიც შედგება 66 მილიონი წლისგან და ქვეციკლი – 33 მილიონი წელი! მოგვიანებით ეს ციკლურობა დაადასტურეს ფრანგმა, ამერიკელმა და რუსმა სპეციალისტებმა.

ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რაში მდგომარეობს ამ ციკლურობის მიზეზი? რა ქმნის დროდადრო დედამიწაზე სიცოცხლის მრავალი ფორმის დაღუპვის პირობებს?

სავარაუდოდ ასეთი რყევების ფესვები კოსმოსში უნდა ვეძებოთ. გეოლოგიური, პალეონტოლოგიური და ასტრონომიული ინფორმაციების ანალიზმა მეცნიერები სენსაციურ აღმოჩენამდე მიიყვანა. დედამიწაზე მსხვილი მეტეორიტების ჩამოვარდნა საოცრად დაემთხვა ბიოკადასტროფების გრაფიკს! ორივე პროცესს ერთი და იგივე ციკლი აღმოაჩნდა – შესაბამისად 66 მილიონი და 31–32 მილიონი წელი! ამასთან გაირკვა, რომ განსაკუთრებით კატასტროფული შედეგები მეტეორების ცვენას 220–240 მილიონი წლის წინათ ჰქონდა.

დედამიწა სხვა პლანეტებთან ერთად მზის გარშემო ბრუნვის დროს ამავდროულად გალაქტიკური ცენტრის გარშემოც ბრუნავს, რომელიც ჩვენგან 30 ათასი სინათლის წლითაა დაშორებული, მაგრამ მზის გარშემო პლანეტების მოძრაობის სიბრტყე მერყეობდა გალაქტიკის სიბრტყის მიმართ 66 მილიონი წლის პერიოდით. სწორედ ეს მოვლენა, რომელსაც “გალაქტიკური მაოსცილირებელი ქანქარა” ეწოდა, არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ მზე და მასთან ერთად მის გარშემო მბრუნავი პლანეტები გადაკვეთავენ გალაქტიკის სიბრტყეს ხან ერთი ხან მეორე მიმართულებით. დედამიწაზე ორგანიზმების მასობრივი გადაშენება და მასზე მსხვილი მეტეორიტების ჩამოვარდნა გალაქტიკური დისკის რყევის ფაზებს ემთხვევა ბოლო ასეულობით წლის განმავლობაში.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button