საკითხავისასარგებლო

ატმოსფეროს “საზღვრის” რღვევა – ადამიანი კოსმოსში


ზუსტად 50 წელი გავიდა მას შემდეგ,როცა ადამიანმა ატმოსფეროს საზღვარს გასცდა და კოსმიური სივრცე დააგემოვნა.1961 წლის 12 აპრილს საბჭოთა კოსმონავტი იური გაგარინი კოსმოსურ ხომალდ “ვოსტოკ”_შია და ჩვენს მშობლიურ პლანეტას ილუმინატორიდან დაჰყურებს.დაესვა წერტილი აშშ_სა და საბჭოთა კავშირის ბრძოლას კოსმოსის დაპყრობისათვის,გამარჯვება საბჭოთა კავშირს ერგო და აშშ დროებით გვერდზე აღმოჩნდა.

სანამ უშუალოდ 1961 წლის 12 აპრილზე ვისაუბრებდე,მიმოვიხილავ კოსმონავტიკის ისტორიაში მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტებს.

03.10.1942 წელი – ნაცისტური გერმანია ატმოსფეროს საზღვრისაკენ უშვებს რაკეტა “ფაუ–2″_ს.რაკეტა 85 კმ სიმაღლეზე ავიდა,ანუ ვერ გასცდა ატმოსფეროს.
1946 წელი – ამ დროსათვის “ფაუ–2″_ს შემქნელები აშშ_ში იმყოფებიან და ცდილობენ კოსმოსის ათვისებას.საქმეში “ფაუ–2″_ს მოდიფიცირებული მოდელი ჩართეს,მართალია პროგრესი სახეზე იყო(სიმაღლე–170კმ),თუმცა ისიც ნათელი გახდა,რომ გერმანული ფესვების მქონე რაკეტა მიზანს ვერ მიაღწევდა.
04.10.1957 წელი – ორბიტაზე გავიდა დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი “სპუტნიკ–1″(სსრკ).
03.11.1957 წელი – ორბიტაზე გავიდა თანამგზავრი “სპუტნიკ–2″(სსრკ),რომლის ბორტზეც იმყოფებოდა ადამიანის ოთხფეხა მეგობარი,ძაღლი ლაიკა.
13.09.1959 წელი – მთვარის ზედაპირს მიუახლოვდა თანამგზავრი “ლუნა–2″(სსრკ).
7.10.1959 წელი – თანამგზავრი “ლუნა–3″(სსრკ) მთვარეს ფოტოზე აფიქსირებს.
19.08.1960 წელი – “სპუტნიკ –5″(სსრკ) დედამიწაზე ბრუნდება,თანამგზავრის ბორტზეა ორი ძაღლი–ბელკა და სტრელკა.

საბჭოთა მეცნიერებმა არაერთგზის დაკვირვება მოახდინეს კოსმიურ სივრცეში გადაადგილებულ საბჭოთა თანამგზავრებზე.ამ დაკვირვებებმა ცხადყო,რომ ადამიანის კოსმიური ვოიაჟის დრო ახლოს იყო.შემუშავებული იქნა პროექტი და დაიწყო მუშაობა.

1959 საბჭოთა კავშირში დაიწყეს ადამიანის შესაძლებლობების კვლევა და შემუშავდა სპეციალური გამოსაცდელი პროგრამა პირველი კოსმონავტებისათვის.ამ პროგრამაში არაერთი სამხედრო პილოტი მონაწილეობდა.მათ შორის იყო ასევე იური გაგარინი,რომელიც ერთ–ერთ ყველაზე გამოცდილ პილოტად ითვლებოდა.
1960 წლის მარტში მსურველებიდან შეარჩიეს 4 ადამიანი(მათ შორის იური გაგარინიც იყო) და გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე–კოსმონავტთა მომზადების პროგრამა.
მოსამზადებელი პროგრამაზე დაკვირვების შედეგად დამაკმაყოფილებლად მხოლოდ იური გაგარინის შესაძლებლობები მიიჩნიეს.
შემდეგ ეტაპზე მოხდა კოსმოსური ხომალდის დაპროექტება და აგება,შედეგად სახეზე გვაქვს ხომალდი “ვოსტოკ”,რომელიც “სოიუზების”,”აპოლონებისა” და “შატლების” წინაპარია.

1961 წელი.12 აპრილი

ფრენის დასაწყისი:მოსკოვის დროით 09:07 სთ.
ფრენის დაწყების ადგილი:”ბაიკანურის” კოსმოდრომი(დღევანდელი ყაზახეთის ტერიტორია).
ფრენის მიმართულება–წრე დედამიწის გარშემო და დაშვება დედამიწაზე(სსრკ_ს ტერიტორიაზე).
კოსმოსში “მონავარდე” გაგარინის ვალდებულება:

-მუდმივი რადიორეპორტაჟის განხორციელება და დედამიწიდან გადაცემული გზავნილების მიღება;
-ბორტჟურნალის წარმოება და თავისი შთაბეჭდილებების მაგნიტოფონზე ჩაწერა;
-“ვოსტოკ”_ის საბორტე აპარატურის კონტროლი;
-ხომალდის მექანიკური მართვის რეჟიმის გამოცდა;
-ახორციელებს ილუმინატორიდან დაკვირვებას საკუთარი შეხედულებისამებრ;
-იღებს საჭმელ–სამელს.

საკმაოდ მნიშვნელოვანია რადიორეპორტაჟი,სწორედ ამ რეპორტაჟმა გახადა ხელმისაწვდომი გაგარინის შთაბეჭდილებები.
განვიხილოთ ქრონოლოგიურად 12 აპრილის მოვლენები.აღსანიშნავია,რომ რადიოტრანსლაციის დროს გაგარინსა და კოსმოდრომზე მყოფ ხელმძღვანელებს კოდური სახელები ჰქონდათ.იური გაგარინი–“კედარი”.ხელმძღვანელები–“ცისკარი”.
ხელმძღვანელების ჯგუფში შედიოდნენ:კოსმოსური ხომალდებისა და რაკეტების მთავარი კონსტრუქტორი,აკადემიკოსი კარალიოვი;საჰაერო სამხედრო ძალების კოსმოსის მიმართილების ხელმძღვანელი კამანინი.

5:30 სთ. აისი.
06:50. იური გაგარინი “ბაიკანურის” კოსმოდრომზეა.
07:10. კედარი:როგორ გესმით ჩემი? ცისკარი:კარგად მესმის.
07:12. ცისკარი:შეუდექით სკაფანდრის შემოწმებას. კედარი:გასაგებია.3 წუთში შევუდგები სკაფანდის შემოწმებას. ცისკარი:გასაგებია.
07:14. კედარი:სკაფანდრის შემოწმება დავასრულე.როგორ გესმით? ცისკარი:გასაგებია.შეამოწმეთ კავშირი.

საუბარის მთავარი თემა კოსმოსური ვოიაჟის დასაწყისამდე იყო სიტუაცია ხომალდზე,ბორტმოწყობილობების მდგომარეობისა და გამართულობის შესახებ.

09:02. ცისკარი:წუთიერი მზადება.როგორ გესმით? კედარი:გასაგებია.მზად ვარ. ცისკარი:გასაგებია.
09:03. ცისკარი:გაშვების დროს შეგიძლიათ არ უპასუხოთ დასმულ კითხვებს.შესაძლებლობისთანავე გადმოეცით ინფორმაცია. კედარი:გასაგებია. ცისკარი:გასაღები სტარტზე! კედარი:მზად ვარ!
09:07_სათვის უკვე ყველაფერი მზადაა.ცისკარი კარნახობს ყველა ნაბიჯს.მოსამზადებელი ნაბიჯი>შუალედური>მთავარი>დასაწყისი.

კედარი:წავედით.მდგომარეობა კონტროლირებადია,თავს კარგად ვგრძნობ.
ცისკარი:გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას.მალე შევხვდებით დედამიწაზე.

09:11. კედარი:ხილვადობა კარგია, ვხედავ მდინარეებს და ტყეებს,თოვლიან და წყლიან ზედაპირებს.მშვენიერია.თავს კარგად ვგრძობ. ცისკარი:თქვენი კარგად გვესმის,გააგრძელეთ დაკვირვება.

09:26. კედარი:ფრენა წარმატებით მიმდინარეობს.თავს კარგად ვგრძნობ.სისტემა კარგად მუშაობს.დედამიწა მშვენიერია,უმშვენიერესი.უწონობის მდგომარეობა მშვენიერია,გარშემო ყველაფერი ჰაერზე დაცურავს.

09:57. კედარი:მშვენიერ განწობაზე ვარ.ვაგრძელებ გადაადგილებას,ამჟამად ვიმყოფები ამერიკის თავზე. ცისკარი:კარგია,გააგრძელეთ გადაადგილება ამერიკის თავზე.

10:06. კედარი:ყურადღება! ვიმყიფები დედამიწს ჩრდილში.ულამაზესი სურათია.ცისარტყელას ვხედავ,რომელიც დედამიწის ზედაპირს მშვენიერს ხდის.ილუმინატორიდან ვხედავ ვარსკვლავებს,ისინი გადაადგილდებიან.ვმოძრაობ დედამიწისაკენ.

10:09. კედარი:ყურადღება! ყურადღება! გამოვედი დედამიწის ჩრდილიდან.მარჯვენა ილუმინატორიდან ვხედავ მზეს,რომელიც მოძრაობს.ორიენტაცის ვაკეთებ დედამიწის წყლოვან ზედაპირზე.ვუახლოვდები დედამიწას. ცისკარი:გასაგებია.

10:24. კედარი:ვუახლოვდები დედამიწის ზედაპირს.სისტემა გამართულად მუშაობს,თავს კარგად ვგრძნობ.ვაგრძელებ გადაადგილებას.როგორ გესმით?

10:30 – ხომალდზე ჩაირთო სამუხრუჭე სისტემა.
10:55 – იური გაგარინი დაეშვა დედამიწაზე.სარატოვის ტერიტორიაზე,სოფელ სმელოვკაში.პრველი ადამიანები ვინც შეხვდა გაგარინს,იყვნენ სოფლის ორი მკვიდრი–მეტყევის ცოლი ანა ტახტაროვა და მისი 6 წლის ქალიშვილი რიტა.

10:59 – დაშვების ადგილზე გამოჩნდნენ სპეციალისტთა ჯგუფი.მალევე აღიმართა წარწერა “არ შეეხოთ! 12.4.61 წ. მოსკოვის დროით 10:55”.

14:30 – საბჭოთა ხელისუფლების განცხადება,რომელიც ყველას აუწყებს საბჭოთა პროგრესის შესახებ.
იური გაგარინი მთელ მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანდ გადაიქცევა.მას “თაიმსი” დაასახელებს წლის ადამიანად,გახდება საბჭოთა კავშირის გმირი და არაერთი მედლის მფლობელი,არაერთი ქალაქის საპატიო მოქალაქე,სიკვდილის შემდეგ მისი სახელი დაერქმევა არაერთ გამზირსა და ქუჩას…
ეს იყო 108 წუთი,რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა.

1961 წლის შემდეგ გაგარინმა მხოლოდ 7 წელი იცოცხლა.
1968 წელს იური გაგარინი და ვლადიმერ სერიოგინი თვითმფრინავ “მიგ–15უტი”_ს გამოცდას ახორციელებენ.27 მარტს მოხდა მორიგი საგამოცდო დღე იყო,ეს დღე კი ტრაგედიით დასრულდა.
თვითმფრინავს ჰაერში საწვავი ამოეწურა… დაიღუპა პირველი კოსმონავტი იური გაგარინი და პილოტი ვლადიმერ სერიოგინი.

12 აპრილი დღე კოსმონავტიკისა… 50 წელი გავიდა ამ თარიღიდან… პროგრესი სახელად “ატმოსფეროს საზღვრის გადალახვა ადამიანის მიერ”.

წყარო: ჩემი ბლოგი

Don Mindia

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close