გინესის მსოფლიო რეკორდთა წიგნი ყოველთვის გვაოცებს. ამ პოსტში გაიცნობთ რამოდენიმე გინესის რეკორდსმენს.
უკრაინელი ალექს ბარონი 11 ბურთით ჟონგლიორობს.
ეგვიპტელ მუსტაფა ისმაილს აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნთები. მარცხენა ხელის მოხრისას მისი კუნთის ზომა არის 64.77 სმ, ხოლო მარჯვენა 63.5 სმ. ის ამჟამად ცხოვრობს მასაჩუსეტსში(ა.შ.შ).
ყველაზე დიდი ვირი მსოფლიოში სახელად სემი. ის მხოლოდ 4 წლისაა და მისი სიმაღლეა 155.45 სმ.
იაპონელ კატუჰირო უატანებეს აქვს მსოფლიოში ყველაზე მაღალი თმა, მისი სიგრძეა 133,5 სმ (3.72 ფუტი).
მსოფლიოში ყველაზე მძიმე ქალი ათლეტი სარა ალექსანდრა ლონდონიდან. ის იწონის 203.21 კგ-ს.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ველოსიპედი რომელიც 750 კგ იწონის.
ბეტინა დორფმენი გერმანიიდან, მას აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი ბარბის თოჯინების კოლექცია. მან 1993 წელს დაიწყო შეგროვება და ამჟამად 6.025 თოჯინა აქვს.
იაპონელ ასაკო კანდას აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი “Hello Kitty”-ს კოლექცია.
მსოფლიოში ყველაზე დიდი დრამის კომპლექტი , რომელიც შედგება 340 ელემენტისგან. მის გადასაადგილებლად საჭიროა 1 ფურგონი. მისი შემქმნელია დოქტორი მარკ ტემპერატო, ის ასევე “Jesus the Soul Solution” ჯგუფის წევრია.
ჯეიკი არის ყველაზე მაღალი ცხენი მსოფლიოში. მისი სიმაღლეა 210.2სმ.
ყველაზე დიდი სატვირთო მანქანა მსოფლიოში.
ჯოანა კაასი, 86 წლის ტანმოვარჯიშე. ის დაიბადა 1925 წლის 20 ნოემბერს გერმანიაში. ჯოანა არის აქტიური მონაწილე მოყვარულ ტანმოვარჯიშეთა შეჯიბრებში.
ყველაზე პატარა ხარი მსოფლიოში არის არჩი.იგი 16 თვისაა. მისი სიმაღლეა 76.2 სმ.
ყველაზე დიდი ძაღლი მსოფლიოში არის გერმანული დოგი სახელად ზევსი. მისი სიმაღლეა 1.11 მ. ის ცხოვრობს მიჩიგანში ოჯახთან ერთად.