ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

პირველი კოსმონავტი

დღეს ზუსტად 50 წელი გავიდა გასული საუკუნის ერთერთ ყველაზე ამაღელვებელი მოვლენის შემდეგ…

1961 წლის 12 აპრილს, მოსკოვის დროით დილის 10 საათზე, კოსმოსური შატლი Vostok 3KA, რომელიც მიმაგრებული იყო რაკეტა Vostok-K-ზე, პირველად კაციობრიობის ისტორიაში ადამიანთან ერთად გაემართა კოსმოსისკენ, ამ მოვლენამ წერტილი დაუსვა რბოლას რუსეთსა და ამერიკას შორის, ხოლო იური გაგარინი გახადა პირველი ადამიანი რომელმაც თავისი თვალებით დაინახა ჩვენი პლანეტა კოსმოსიდან.

ამ გაფრენის შემდეგ გაგარინი მსოფლიოში ცნობილი გახდა, მან მრავალ ქვეყანაში იმოგზაურა, სადაც საბჭოთა კავშირს “აპიარებდა”. გაგარინი მეორედ აღარ გაფრენილა, ის სამხედრო გამანადგურებლის მფრინავი გახდა, სწორედ ეს გახდა მისი სიკვდილის მიზეზი, 1968 წლის 27 მარტს, ყოვრლდღიური სამწრთვნელო ფრენის დროს მისი MiG-15UTI ჩამოვარდა რამაც იმსხვერპლა მისი და მეორე პილოტ ვლადიმერ სერიოგინის სიცოცხლე, ორივე გვამი კრემაციის შემდეგ დამარხეს კრემლის კედლებში.

ეს კი საოცარი დოკუმენტური ფილმი “First Orbit”, რომელიც ასახავს კოსმოსში ყოფნის დროს, უმრავლესობა კადრები მე ნანახი არ მქონდა , ალბად დაგაინტერესებთ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close