ახალი ამბებისაქართველო

Red Bull BC One All Stars საქართველოში !!!


16-17 აპრილს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ბი-ბოი შეჯიბრის Red Bull BC One ALL Stars-ის გამარჯვებულები თბილისს ესტუმრებიან. პლანეტის ყველაზე წარმატებული ბრეიქდანსერები ლილუ და ჩიკო ადგილობრივი შემსრულებლებისთვის მასტერ-კლასებს და ალტერნატიულ გაკვეთილებს ჩაატარებენ.

Red Bull BC One All Stars ყველაზე საინტერესო და გახმაურებული პროექტია ბრეიქდანსის ისტორიაში, გუნდი, რომელშიც გაერთიანებულია მსოფლიოს შვიდი საუკეთესო ბი-ბოი. ისინი არიან საუკეთესონი საუკეთესოთა შორის. ყოველ მათგანს გააჩნია თავისი უნიკალური სტილი და ცეკვის მანერა, მაგრამ ერთად ისინი ქმნიან ბრეიქდანსის ხელოვნებას და ჰიპ-ჰოპ კულტურას.

Red Bull BC One All Stars-ის გამარჯვებულები გაერთიანდნენ, რათა ხელი შეუწყონ ბი-ბოი სცენის განვითარებას მსოფლიო მაშტაბით. გამოცდილება, უნიკალური ნიჭი და განსაკუთრებული პიროვნული თვისებები კი მათ სრულ უფლებას აძლევს გახდნენ ბრეიქდანსის საგანგებო ელჩები. მათ უკვე დაამტკიცეს საკუთარი ოსტატობა, ეხლა მათი მიზანია გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვებს.

16-17 აპრილს საქართველოს ესტუმრება ALL Stars-ის გუნდის ორი წევრი- ლილუ და ჩიკო. იტალიელი ჩიკო (Cico) წარმოადგენს ევროპულ სკოლას. მას ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი- 27 ბრუნი ერთ ხელზე. ლილუ (Lilou) ალჟირელი წარმოშობის ფრანგი ბი-ბოია. ის ერთადერთია, ვინც Red Bull BC One All Stars-ის გამარჯვებული ორჯერ გახდა.

16 აპრილს ჩიკო და ლილუ წარმოდგენას გამართავენ კლუბში Night +, 17 აპრილს კი მასტერ-კლასებს და ალტერნატიულ გაკვეთილებს ჩაატარებენ ადგილობრივი ბი-ბოებისთვის (თეატრი ათონელზე ხოლო 18 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში). პროგრამაშია ასევე კავკასიის ბი-ბოი შეჯიბრზე დასწრება ჟიურის სახით (მზიურის პარკი).
ლილუ
center
ჩიკო
center

წყარო: redbull.com

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close