საკითხავისასარგებლო

10 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ჩე გევარაზე

ჩეგევარა. ის უყვარდათ და სძულდათ. ადამიანი, რომელსაც წილად ხვდა უსასტიკესი სიკვდილი და უკვდავება… ქვემოთ შემოგთავაზებთ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს მისი ცხოვრებიდან.

10. არც ისე გლამურული (მომხიბვლელი) სახელი.

სახელი ,,ჩე გევარა” სიყვარულსაც აღძრავს და სიძულვილსაც. ეს სახელი ზოგისთვის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან ასოცირდება, ზოგისთვის კი- სასაკლაოსთან. ბევრმა არ იცის, რომ ჩეს ნამდვილი სახელი არც ისე რომანტიკული იყო. მისი მამა იყო ერნესტო ლინჩი. მისი მშობლები ნახევრად ირლანდიელები იყვნენ. (ზემოთ, სურათზე ე22 წლის ერნესტო ლინჩი. იგივე ჩე გევარაა გამოსახული

9. ,,არაჰიგიენური” ერნესტო

ჩე გევარას ზედმეტსახელი სიყმაწვილეში ,,ჩანჩო” (ღორი) იყო, მისი ბანაობის ჩვევების გამო (თუ მათი არ ქონის გამო). პერანგს კვირაში ერთხელ იცვლიდა. მთელი ცხოვრება, ხალხი მიუთითებდა მის სიმყრალეზე.

8. უჩვეულო ჩე

ჩვენი წარმოდგენის საწინააღმდეგოდ, ჩე გევარა სიყმაწვილეში საკმაოდ მშვიდი იყო. ჭადრაკის თამაში უყვარდა და ადგილობრივ ტურნირებშიც მონაწილეობდა ხოლმე. მოჭადრაკე მეგობრებთან ერთად ხეტიალისას ის მთელი გრძნობით კითხულობდა, იმ ლექსებს რომლებიც ძალიან უყვარდა(ვიდეო). სკოლაში მისი საყვარელი საგნები მათემატიკა და საინჟინრო საქმე(ტექნიკა) იყო. ჩე გევარა ახლა თინიჯეირი, რომ იყოს, ის ემო იქნებოდა და დაახლოებით ისეთი იქნებოდა, როგორიც სურათზეა გამოსახული.

7. იყო, თუ არა კუბელი

მიუხედავად იმისა, რომ კუბას ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო, ჩე გევარა არგენტინაში დაიბადა, შეძლებულ ოჯახში და არასდროს ყოფილა კუბის მოქლაქე. როდესაც ჩე გევარა დაიბადა, მამამისმა თქვა: ,,პირველი რასაც ვატყობ ისაა, რომ ჩემი ვაჟის ძარღვებში ირლანდიელი მემაბოხის სისხლი ჩქეფს”.

6. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

ბევრი დავაა ამაზე, მაგრამ 1953 წლის ივნისში გევარამ ნამდვილად დაამთავრა მედიცინის ფაკულტეტი და მიიღო დოქტორის ხარისხი. სწავლის პერიოდში განსაკუთრებით დაინტერესებული იყო კეთრის დავაადებით.

5. მოგზაურობა ამერიკაში

1964 წელს გევარა გაემგზავრა ამერიკაში, გაეროში სიტყვით გამოსასვლელად(ნიუ იორკში). მან გაკიცხა ამერიკა რასისტული სეგრეგაციის პოლიტიკის გამო: ,, ის ვინც ხოცავს საკუთარ ბავშვებს, ახდენს მათ დისკრიმინაციას კანის ფერის მიხედვით, ვინც დაუსჯელს ტოვებს შავკანიანების მკვლელებს და სჯის შავკანიანებს იმის გამო, რომ ისინი მოითხოვენ თავიანთ კანონიერ უფლებებს, როგორც თავისუფალი ადამიანები- ყოველივე ამის ჩამდენი, როგორ შეიძლება ჩავთვალოთ თავისუფლების მფარველად ?

4. ხუთი შვილის მამა

ჩვენ არ ვცდილობთ გევარას ოჯახის კაცად წარმოჩენას, მაგრამ ფაქტია, რომ მას ჰყავდა ერთი შვილი პირველი ცოლისგან – ჰილდა გადაესთან, ქალიშვილი, რომელიც დაიბადა მეხიკოში 1956 წლის 15 თებერვალს. მეორე ცოლთან, კუბელ რევოლუციონერ ალეიდა მარჩისთან კი – 4 შვილი. (სურათზე ჩეს შვილი, კამილოა)

3. ხელების გარეშე

ჩე გევარას დახვრეტის შემდეგ, სამხედრო ექიმმა ხელები მოაჭრა. ბოლივიის არმიის ოფიცერმა მისი სხეული საიდუმლო ადგილას გადაიტანა და არ გაამხილა დამარხეს მისი გვამი თუ კრემაცია ჩაუტარეს. ხელები შეინახეს ფორმალდეჰიდში (ჭიანჭველმჟავას ალდეჰიდი, უფერო აირი) და ბეუნოს აირესში გააგზავნეს თითის ანაბეჭდებით, მის საიდენტიფიკაციოდ. (მისი თითის ანაბეჭდი არგენტინის პოლიციაში ინახებოდა) მოგვიანებით (ხელები) კუბაში გააგზავნეს.

2. რკინის ხატი

მაღალ-კონტრასტული მონოქრომული მისი გამოსახულება გახდა მსოფლიოში ყველაზე წარმატებული კომერციულ სფეროში. ამ ფოტოს გამოსახავენ მაისურებზე, ქუდებსა და პოსტერებზე, ასევე იკეთბენ ტატუს, ამ სურათს ბიკინებზეც კი გამოსახავენ, იმ მომხმარებელთათვის, რომლთაც სძულთ ჩე. ამ ყველაზე ცნობილი ფოტოს ავტორია ალბერტო კორდა. მას კედელზე ეკიდა ჩეს ფოტო. რევლუციის შემდეგ, ღვაწლი დაუფასდა და ფიდელ კასტროს პირად ფოტოგრფად დაინიშნა.

1. წმინდანი ერნესტო

გევარა ბევრისთვის კუბაში ნაციონალური გმირია. მისი სურათია გამოსახული კუბურ პესოზე. სკოლის მოსაწავლეები კი ყველა დილას ფიცის დადებით იწყებენ: ,,ჩვენ დავემსგავსებით ჩეს”. მის სამშობლო, არგენტინაში კი არაერთი სკოლა ატარებს მისს სახელს, უამრავი მუზეუმი ფუნქციონირებს ჩესი. 2008 წელს კი 12 ფუტის სიმაღლის ბრინჯაოს ქანდაკება საზეიმოდ გაიხსნა მის მშობლიურ ქალაქ როსარიოში. გევარა არის წმინდანი ზოგიერთი ბოლივიელისთვის და მისთვის ლოცულობენ და დახმარებას სთხოვენ. ძედმეტია, იმის თქმა, რომ კათოლიკური ეკლესია მას არ აღიარებს წმინდანად და ძლიერ წინააღმდეგობას უწევს მისთვის ქედის მოხრას (მის გაღმერთებას)

პირველი პოსტია.. და შემდეგ იქნება უკეთესი და უკეთესიიიი :)))

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close