გამოგონებასაკითხავისასარგებლო

ატომური ბომბი

იარაღს, რომლის მოქმედება ატომური ემერგიის გამოყენებითხდება-ატომური იარაღი ეწოდება. ამ იარაღის დანიშნულებას წარმოადგენს სხვადასხვა სტრატეგიული ობიექტების, სამრეწველო ცენტრების, ქალაქების დანგრევა და საბრძოლო ტექნიკის, ადამიანებისა და ცხოველების მოსპობა-განადგურება. ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობა დაიწყო მე-20 საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში. ამ სამუშაოებს საფუძვლად დაედო გასული საუკუნის დასაწყისში მომხდარი მთელი რიგი უდიდესი აღმოჩენები ფიზიკაში. ამ აღმოჩენებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ალბერტ აინშტაინის მიერ ნაჩვენები „მასის დეფიციტი“, რაც გახდა ბირთვული იარაღის თეორიული საფუძველი. თუმცა გარდა ამისა იყო სხვა უმნიშვნელოვანესი აღმოჩენებიც, მაგალითად ერნესტ რეზერფორდის ატომის მოდელი (1911 წელს) და სხვა. ბირთვული იარაღის შექმნის პრაქტიკული საფუძველი გახდა დიდი გერმანელი ფიზიკოსის, ოტო ჰანის მიერ 1938 წლის 17 დეკემბერს, ატომის ბირთვის გახლეჩა. ოტო ჰანთან ერთად სამუშაოებში მონაწილეობდა ფრიც შტრასმანი და ლიზა მეიტნერი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ატომის ბირთვის გახლეჩაში მეიტნერის როლი უფრო მეტი იყო ვიდრე ოტო ჰანის.

არაღში ენერგიის წყაროს წარმოადგენს ბირთვუ ბირთვულ ლი რეაქცია, ეს რეაქცია იყოფა ორ კლასად:

1. ატომის ბირთვების დაყოიფა: ამ კლასში გამოიყენება მძიმე ელემენტის ბირთვის გახლეჩის ეფექტი, რის შედეგადაც წარმოიქმნება ორი შედარებით მსუბუქი ელემენტის ბირთვი. მძიმე ელემენტებად გამოიყენება როგორც წესი ურანი და პლუტონიუმი. ბირთვული რეაქციის ეს კლასი ეყრდნობა ე.წ. მასის დეფიციტის პრინციპს. ეს პრინციპი აღწერა ალბერტ აინშტაინმა ფარდობითობის სპეციალურ თეორიაში. იგი გულისხმობს შემდეგს: ატომის ბირთვის შემადგენელი ნაწილაკების ენერგია, როცა ისინი ბირთვული ველის ზემოქმედებით ერთმანეთთან იმყოფებიან ბმულ მდგომარეობაში, ნაკლებია,ვიდრე იმ ნაწილაკების ენერგიების ჯამი, როცა ისინი იმყოფებიან თავისუფალ არა ბმულ მდგომარეობაში. ამ რეაქციის განსახორციელებლად აუცილებელია რამოდენიმე პირობის დაცვა. ასაფეთქებელი ნივთიერება ურანი ხასიადება ე. წ. კრიტიკული მასით. ეს ნიშნავს, რომ ბირთვულ რეაქციაში მონიწილეობს ნივთიერების დისკრეტული მასები. მაგალითად ურანის პირველი კრიტიკული მასა ირის 9კგ, თუ იქნება მცდელობა აფეთქებულ იქნას 10კგ, აქედან რეაქციაში შევა მხოლოდ 9კგ,ხოლო 1კგ უბრალოდ გაიფანტება და თანაცხელს შეუშლის რეაქციის ეფექტურობას. შემდეგი პირობა მდგომარეობს იმაში, რომ რეაქციის დასაწყებად დიდი საწყისი ენერგიაა საჭირო. ამისათვის ურანის იდეალური ფორმის ბირთვს ათავსებენ ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერების ზუსტად ცენტრში და აფეთქებენ. ამასთან ურანი უნდა იყოს გამდიდრებული და ძალიან სუფთა, მინარევებისაგან სრულიად გაწმენდილი. ურანის გამდიდრება არის ძალიან რთული ტექნოლოგიური საკითხი და ნიშნავს ურანის დიდი მასიდან იზოტოპ u 235-ის გამოყოფას. თვითონ რეაქცია მიმდინარეობს ჯაჭვური იგივე ზვავის ეფექტის პრინციპით. ანუ ურანის ბირთვის დაშლისას გამოასხივებს ნეიტრონებს, რომლებიც თავის მხრივ ეჯახებიან ურანის სხვა ბირთვებს და ხლეჩენ მას. ისინიც თავის მხრივ გამოასხივებენ ნეიტრონებს და ა. შ. სწორი დაგეგმვის პირობებში რეაქცია მიმდინარეობს დიდი აფეთქების სიჩქარით.


გამანადგურებელი ფაქტორებია: დასხივება,იონური გამოსხივება, დარტყმითი ტალღა, ელექტრომადნიტური იმპულსი.

ატომური ბომბის აფეთქებისას წარმოშობილი ტემპერატურა ტემპერატურა დაახლოებით 10-მილიონ გრადუსამდე აღწევს, რაც უაღრესად დიდი (ასი მილიონი ატმოსფერომდე) წნევის განვითარებას იწვევს.

ატომური ბომბები თავისი მოქმედების მიხედვით სხვადასხვაგვარია-საჰაერო, მიწისზედა, მიწისქვეშა, წყალზედა და წყალქვეშა.

ატომური ბომბის აფეთქების მომენტში შესამჩნევია დამაბრმავებელი კაშკაშა ნათება რომელიც დიდი სიძლიერით ანათებს აფეთქების გარშემო ადგილმდებარეობას–ათეული კილომეტრის მანძილზე. განათებასთან ერთად აფეთქების ცენტრში წარმოიშობა ცეცხლოვანი სფერო, რომელიც დიდ მანძილზე ჩანს-რამდენიმე წამის განმავლობაში. აფეთქების ხმა ჭექა-ქუხილის მსგავსია, რომელიც კარგად ისმის ათეული კიდის ზევით დიდ სიბაღლეზე და შემდეგ თანდათან იფანტება.

აფეთქებისას წარმოშობილი ლომეტრის მანძილზე. აფეთქების რაიონში წარმოიშობა სოკოსმაგვარი ქორმის კვამლიანი შავი ღრუბელი, რომელიც სწრაფად აცეცხლოვანი ბურთის ტემპერატურა მძაფრად კლებულობს დროის მიხედვით. 1-3 წამის განმავლობაში იგი 2000-1000-გრადუსამდე ეცემა. შემდეგ ცეცხლოვანი ბურთი სწრაფად ცივდება და სოკოსებური ღრუბლის სახით მაღლა იწევს. ღრუბლის სიმაღლე ჰაერში დაახლოებით 15-კილომეტრამდე აღწევს, ხოლო დიამეტრი200-300 მეტრს უდრის. ცეცხლოვანი ბურთი რამდენიმე წამის განმავლობაში სინათლის მძაფრ გამოსხივების წყაროს წარმოადგენს. ატომური ბომბის აეთქების მომენტში, ზემაღალი ტემპერატურისა და წნევის წარმოშობის შედეგად, წარმოიქმნება უდიდესი სიძლიერის დაკვრითი ტალღა, რომელიც ელვისებურად ვრცელდება ყველა მიმართულებით.


აღნიშნული, ატომური ბომბის აფეთქებისას ზემაღალი ტემპერატურა და წნევა წარმოიშობა, რომელიც სერაფად ვრცელდება გარემოში. აფეთქების შედეგად გამოყოფილი პროდუქტები მტვერის სახით თანდათანობით ეშვება ქვევით და ეფინება დედამიწის ზედაპირზე, რის შედეგადაც ადგილი აქვს ადგილმდებარეობის მოწამვლას. ამგვარად ატომური ბომბის აფეთქებისას წარმოიშობა დარტყმითი ტაიღა, სინათლის გამოსხივება, შეღწევადი რეაქცია და ადგილმდებარეობის მოწამვლა.

წყარო: atomuribombi.blogspot.com და ვიკიპედია

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close