საკითხავისასარგებლოუცნაური

ბუს ბუმბული

ავიაინჟინრები შენატრიან ღამის ბუს, რადგან ის თითქმის უხმაუროდ დაფრინავს. „ნეშნლ ჯიოგრეფიკის“ ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ „სხვა არც ერთი ფრინველი არ დაფრინავს ასე უჩუმრად“. როგორ ახერხებს ბუ ამას?

ფრინველთა უმეტესობის ფრთების ირგვლივ წარმოიქმნება ჰაერის ტურბულენტური დინება, რაც ხმაურს იწვევს. მაგრამ ბუს შემთხვევაში ასე არ ხდება. მისი ფრთების უკანა ბუმბულების კიდეები ახშობს ძირითად ბგერით ტალღებს, რომლებიც ფრთის დაქნევისას წარმოიქმნება. ღინღლი კი, რომლითაც ბუს მთელი სხეულია დაფარული, დანარჩენ ბგერით ტალღებს ახშობს.

ავიაკონსტრუქტორებს სურთ, ჩასწვდნენ ბუს თითქმის უხმაუროდ ფრენის საიდუმლოს. თუ მეცნიერები გამოიგონებენ შედარებით უხმაურო თვითმფრინავებს, მაშინ მათი აფრენა და დაჯდომა შესაძლებელი იქნება ღამით და დილის საათებში ისეთ აეროპორტებში, სადაც ხმაურზე მკაცრი კონტროლია დაწესებული. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. „ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ ჩვენი იდეების პრაქტიკულად განხორციელებას“, — ამბობს ჯეფრი ლილი, საუთჰემპტონის უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორი აერონავტიკის დარგში. მისი აზრით, ასეთი უხმაურო თვითმფრინავების გამოგონებას კიდევ ათეულობით წელი დასჭირდება.

წყარო ;Watchtower Library

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close