არქივი

აკლუნის უცნაური ნისკარტი

9b297f9d710b

იაპონური ზეჩქარული მატარებელი, რომელიც საათში თითქმის 300 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს, მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესია. ნაწილობრივ მის ეფექტურობას პატარა ჩიტს — ალკუნს უნდა ვუმადლოდეთ. ვნახოთ, რატომ?

86c1b4506a04

გემრიელი საკვების ძიებაში, ალკუნი ისე ყვინთავს წყალში, რომ ზედაპირზე მცირე რაოდენობის შხეფები წარმოიქმნება. ამ მოვლენით დაინტერესდა ინჟინერი ეი ნაკაცუ, რომელიც ცდებს ატარებდა ზეჩქარულ მატარებელზე. მას უკვირდა, როგორ ახერხებდა ალკუნი ასე სწრაფად დაბალი სიმკვრივის ჰაერიდან მაღალი სიმკვრივის წყალში ჩაყვინთვას. თუ პასუხს იპოვიდა, ინჟინერი ზეჩქარული მატარებლის პრობლემას ადვილად გადაჭრიდა. ნაკაცუ აღნიშნავს: „როცა მატარებელი ვიწრო გვირაბში მაღალი სიჩქარით მიქრის, წარმოიქმნება ატმოსფერული წნევის ტალღები, რომლებიც თანდათანობით გარდაიქმნება დიდ ტალღებად, დაახლოებით ისეთად, როგორიც ზღვის მოქცევის ტალღებია. ეს ტალღები ბგერითი სიჩქარით ვრცელდება გვირაბის გასასვლელამდე, წარმოიქმნება დაბალი სიხშირის ტალღები, რაც იწვევს ხმამაღალ გუგუნს; აეროდინამიკური ვიბრაცია იმდენად ძლიერია, რომ ხმაურით შეწუხებულმა 400 მეტრში მცხოვრებმა მოსახლეობამ მთავრობას საჩივრით მიმართა“.

გადაწყდა, რომ მატარებელს ალკუნის ნისკარტის მსგავსი ცხვირი უნდა ჰქონოდა. როგორი იყო შედეგი? ასეთ ცხვირიანი ზეჩქარული მატარებლის სიჩქარე უწინდელთან შედარებით 10 პროცენტით გაიზარდა და ის 15 პროცენტით ნაკლებ საწვავს წვავს. გარდა ამისა, მატარებლის მიერ წარმოქმნილი ჰაერის წინაღობა 30 პროცენტამდე შემცირდა. ამგვარად, გვირაბში გავლისას მატარებელი ხმამაღალ გუგუნს აღარ იწვევს.

7f38129e77c7

წყარო: ჟურნალი “გამოიღვიძეთ”

მსგავსი ამბები

Back to top button