საკითხავი

“ზვიგენის უცნაური ქერცლი”


ზვიგენის ქერცლი გაზრდილი მასშტაბით

ერთი შეხედვით ზვიგენის ქერცლი გლუვი ჩანს. მაგრამ, თუ მას კუდიდან თავის მიმართულებით გადაუსვამთ ხელს, იგრძნობთ, რომ ქერცლი ხორკლიანია.

დაფიქრდით: ქერცლის შემადგენელი პაწაწინა ღარიანი ფირფიტები, რომლებიც ასეთ ეფექტს ქმნიან, ორ რამეში ეხმარება ზვიგენს. პირველი: წყალი ფირფიტების ღარებში გადის, რაც ცურვის დროს ზვიგენს მინიმუმამდე უმცირებს წინაღობას. მეორე: ცურვის დროს ფირფიტები ისე მოძრაობენ, რომ პარაზიტებს ქერცლზე ფეხის მოკიდების საშუალებას არ აძლევენ.

ზვიგენის ქერცლის თავისებურების გამოყენება მრავალმხრივ შეიძლება. მაგალითად, ზვიგენის ქერცლზე დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა შექმნეს საცურაო კოსტიუმი, რომლის ზედაპირიც მოცურავეს ცურვას უადვილებს. მეცნიერები თვლიან, რომ იგივე პრინციპის გამოყენება შეიძლება ისეთი მანქანებისა და ნავების შესაქმნელად, რომლებსაც ნაკლები ხახუნის წინაღობა ექნებათ.

მეცნიერები იმასაც იმედოვნებენ, რომ ზვიგენის ქერცლის კიდევ ერთ თვისებას გამოიყენებენ ნავებისთვის მიკრობსაწინააღმდეგო საფარველის შესაქმნელად, რომელიც გარემოსთვის უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე ლითონებზე დამზადებული ლპობის საწინააღმდეგო საღებავები. იმავე პრინციპის გამოყენება შეიძლება სამედიცინო ხელსაწყოების დასამზადებლად, რაც შეამცირებს საავადმყოფოს პირობებში დაინფიცირების რისკს.

რას ფიქრობთ? თავისით გაჩნდა ზვიგენის ქერცლი, რომლის წყალობითაც ზვიგენი ენერგიას ზოგავს და სისუფთავეს ინარჩუნებს, თუ ვინმემ შექმნა?

წყარო: ჟურნალი “გამოიღვიძეთ”

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close