გასართობისაკითხავისასარგებლო

როგორ ავაფეთქოთ ბანკი?


1961 წელს,წმინდა ვალენტინის დღეს,დაახლოებით შუადღისას,ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლის ნაციონალური ბანკის თანამშრომელ გოგონას წყალი მოსწყურდა და ცენტრალურ დარბაზს მიეშურა.მისდა სამწუხაროდ,ის პატარა შადრევანი რომლიდანაც ის წყლის დალევას აპირებდა ბათქაშის ნამტვრევებით იყო ამოვსებული.გოგონამ ინსტიქტურად ჭერს ახედა და იქ წვრილ-წვრილი ბზარები შენიშნა
.

მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში ბათქაში განუწყვეტლივ ცვიოდა ჭერიდან,მაგრამ ამის გამო არავინ შეშფოთებულა,რადგან ბანკის მეზობლად,რამდენიმე მილის მოშორებით აეროდრომი ფუნქციონირებდა,რომელზეც ყოველდღე ზემძიმე “ბოინგები”ისეთი გრიალით ეშვებოდნენ,რომ მთელი შენობა ზანზარებდა.

ბოლოს,როგორც იქნა ბანკის მესვეურნიც დაინტერესდნენ და ბათქაშის ცვენის მიზეზის გამოკვლევას შეუდგნენ.
თავიდანვე ვიტყვით,რომ გაჩენილი ბზარები შედეგი იყო იმ მოსამზადებელი სამუშაოებისა,ბანკის გაძარცვის მიზნით რომ მიმდინარეობდა.მართლაც,სულ მალე,ზემოთხსენებული ბანკიდან გაიტაცეს 45 ათასი დოლარი და 1961 წელს მომხდარ დანაშაულებათა შორის ეს ძარცვა ყველაზე თავხედურ და გაბედულ ძარცვად მიიჩნია პრესამ.

ყველაფერი 1960 წლის ოქტომბერში დაიწყო,როდესაც სამოქალაქო ავიასამსახურის მფრინავმა,25 წლის ჯემს უიტმა სამსახური დაკარგა.
მიმზიდველი გარეგნობის ახალგაზრდამ თავსდამტყდარი ფინანსური მდგომარეობის მოგვარება ყველაზე “იოლი” გზით გადაწყვიტა.კერძოდ კი ბანკის გაძარცვით,რომელიც არაერთხელ ჰქონდა სხვადასხვა ფილმში.

“თქმა და ქმნა” ერთი იყო.იმავე დღეს ჯეიმსმა ქალაქის თითქმის ყველა ბანკი შეათვალიერა,მაგრამ ყველაზე მეტად თვალში სახალხო-ნაციონალური ბანკი მოუვიდა.

ბანკის შენობა უკანა ფასადით გაუქმებულ ავტოსადგომს ებჯინებოდა.სწორედ ამ უკაცრიელ ადგილიდან განიზრახა ჯეიმსმა ხვრელი გაეთხარა ბანკის სარდაფამდე,სადაც ბანკის მარაგი ინახებოდა.

სამი თვის მანძილზე ჯეიმსი მკლავმოუღლელად მუშაობდა და 90-ე დღეს 18 დიუმიან რკინა ბეტონის კედელს მიადგა.ეს იყო უკანასკნელი წინაღობა,რომელიც მას ფულისგან აშორებდა.

წერაქვით კედლის ჩამონგრევა შეუძლებელი იყო,ამიტომ მან ქალაქის გარეუბანში ნიტრო გლიცერინის ასაფეთქებელი იყიდა,მერე კი სამშენებლო მასალების მაღაზიაში ელექტრო ბურღი მოიპარა.

სრული ერთი კვირა დასჭირდა ბეტონის კედელში ასაფეთქებელი მასალის ჩასაწყობი ნიშნების გამობურღვას,ისიც სათქმელია,რომ ჯეიმსი ელექტრობურღს ბანკში შემავალ კაბელს უერთებდა და დახარჯული ელექტროენერგიის ფულსაც ბანკი იხდიდა.

ჭერზე გაჩენილი ბზარები სწორედ ბურღის შედეგი იყო,მაგრამ ექსპერტები იმ დასკვნამდე მივიდნენ,რომ ეს ბზარები სხვენში დამონტაჟებული ქაღალდის საჭრელი მანქანის ვიბრაციამ გამოიწვია.სარდაფის შემოწმება აზრადაც არავის მოსვლია.
დადგა დღე დიდი აფეთქებისა.

ჯეიმს უაიტმა ჩვეულებრივი მაღვიძარა საათი პატარა ჩხირკედელაობის შემდეგ საათ-ამფეთქებლად გადააწყო და ნახევარსაათიან პაუზაზე დააყენა.თავად კი ავტოსადგომზე მიმალული დაელოდა.

მართალია,ჯეიმსი ფიქრობდა რომ ეს აფეთქება ხმაურს გამოიწვივდა,მაგრამ თუ ასეთი ქვეყნის დამაქცევარი ხმა ექნებოდა ამას არ მოელოდა.

ყოფილ მფრინავს ეგონა,რომ ნახევარი ქალაქი მაინც წამოაგდო ფეხზე,მაგრამ არავის გაკვირვებია ეს ხმაური.მათ ეს გრიალი ჩვეულებრივი რეაქტიული თვითმფრინვის გრიალს დაუკავშირეს,რომელიც ასეთ ხმას ბგერის სიჩქარის გადალახვის დროს გამოსცემს.
მეორე დილილით ბანკის თანამშრომლებს ნახევრად ჩამოქცეული ჭერის დანახვა სულაც არ გაკვირვებიათ და ჩვეულებრივ მოვლენად მიიღეს.

ჯეიმს მხოლოდ 24 საათი ეყო მოთმინება და შემდეგ ბანკის სარდაფში კატასავით შეიპარა.სეიფი წინასწარ მომზადებული ხელსაწყოთი გააღო და 45 ათასი დოლარი მიწიანი ტომრით გაიტანა.

სამი დღის შემდეგ ყველაფერი გაცხადდა.ქალაქის საუკეთესო დეტექტივები იმ აზრამდე მივიდნენ რომ ეს საქმე პროფესიონალი განგსტერების მიერ იყო გაკეთებული.იმავე დღისითვე დააკავეს ამ საქმის მეტნაკლებად ცნობილი ოსტატები.

გამოძიება იმ გზით წარიმართა,რომ ალბათ ჭეშმარით დამნაშავეს ვერც მიაგნებდნენ ჯეიმსს საკუთარი თავი თვითონვე რომ არ გაეცა.
ყოფილმა მფრინავმა არ იცოდა ელამენტარული რაც უბრალო ჯიბის ქურდმაც კი იცოდა.ფილმებით ნასწავლი გენიალური ძარცვა ჩაფლავდა ჯეიმსის წყალობით.მან ვერ გაითვალისწინა ის რომ რომ მსხვილი კუპიურების ნომრები აღირიცხება სპეციალურ წიგნში რეესტრის სახით.
უიტმა კვირის თავზე საუკეთესო მანქანა და სოლიდური ბინა იყიდა ელიტალურ უბანში.

ვაშინგტონის შტატის პოლიციამ მას 30 წელი მიუსაჯა.

P.S ამბობენ,რომ ჯეიმს უიტი ციხეში დეტექტიური რომანების კითხვით იყო გატაცებული.

იმედია მოგეწონათ.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close