გართობაკულტურა

ჟურნალის 10 ყველაზე ძვირადღირებული გარეკანი

6121b5c5cf06
ბევრ ადამიანს უყვარს ჟურნალები ცნობილი ადამიანების ბევრი ფოტოებით და ჭორებით. გამოცემები მზად არიან გადაიხადონ მილიონები სიახლეებისათვის, ჭორებისთვის ან მომდევნო სკანდალებისთვის, რომ აიმაღლონ რეიტინგი. სელებრითებისთვის პირადი ცხოვრების ინფორმაციის მიყიდვა ოფიციალური გამოცემებისათვის კარგი საშუალებაა დაუმეგობრდნენ პრესას და მოიცილონ პაპარაცები. ბავშვის დაბადებამდე პრესტიჟული ჟურნალ-გამოცემები უკვე ეწევიან ვაჭრობას, რომ პირველებმა გამოაქვეყნონ პატარა ჩვილების ექსკლუზიური ფოტოები, იგივე ხდება ქორწილი შემთხვევაშიც. ყოველ კვირას პაპარაცები ცდილობენ ხელიდან არ გაუშვან სელებრითების ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები.

ბევრმა ცნობილმა ადამიანმა გაიუმჯობესა თავისი ცხოვრება ფაქტების გაყიდვით პირადი ცხოვრებიდან, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა გადაწყვიტა, რომ ეს მილიონები მოეხმარა ქველმოქმედებისათვის. ცნობილმა მსახიობმა ტომ კრუზმა და მისმა ცნობილმა ცოლმა ქეთი ჰოლმსმა გადაწყვიტეს შეეთავაზებინათ გამოცემა Vanity Fair-ისთვის თავიანთი ქალიშვილის ფოტოების გამოქვეყნების უფლება სრულიად უფასოდ, ხოლო ჟურნალის გაყიდვებმა ამის წყალობით იმატეს 60%-ით.

ჟურნალ “Peoplе”-ის გარეკანზე კიმ კარდაშიანის ქორწინების ფოტო: 1,5 მილიონი დოლარი
4a84f293ef77
ჟურნალმა “Peoplе”-მა კიმ კარდაშიანს გადაუხადა 1,5 მილიონი დოლარი, რომ მიეღო ქორწინების ფოტოების გამოქვეყნების უფლება. ეს მოხდა მას შემდეგ როდესაც ჟურნალმა კარდაშიანს გადაუხადა 300 000 დოლარი ქორწინების ცერემონიის ექკლუზიური ფოტოების გამოქვეყნების უფლებებისათვის. კიმ კარდაშიანი და კრის ჰამფრისი დაქორწინდნენ მონტესიტოში. გლამურულ ცერემონიაზე კარდაშიანი ბრწყინავდა ექსკლუზიურ საქორწილო კაბაში ვერა ვონგისგან. ქორწილის ბიუჯეტი ჭორების მიხედვით შეადგენს 10 მილიონ დოლარს. მათი ქორწინება გაგრძელდა 72 დღე!

ჟურნალ OK!-ს გარეკანი ევა ლონგორიას და ტონი პარკერის ქორწინების ფოტოსურათით: 2 მილიონი დოლარი
29a3a12a066b
“სასოწარკვეთილი დიასახლისების” ვარსკვლავი ევა ლონგორია ცოლად გაყვა ტონი პარკერს. ცერემონია შედგა 2007 წელს პარიზში. ივლისში ჟურნალმა OK!-მ გამოაქვეყნა ზღაპრული ქორწინების ექსკლუზიური ფოტო, რომელიც ჟურნალს დაუჯდა 2 მილიონი დოლარი. OK!-მ ამ მოვლენას უწოდა “წლის ქორწილი”. სამწუხაროდ, ყველა ზღაპარს კარგი დასასრული არ აქვს და წყვილი ერთმანეთს დაშორდა 2011 წელს. ცერემონია შედგა ლამაზ ტაძარში სენ-ჟერმენ-ლ’ოქსერუაში, პარიზში.

ჟურნალ People-ის გარეკანი მერაია ქერის და ნიკ ქენონის იდუმალი ქორწინების ფოტოთი: 2 მილიონი დოლარი
67027de75c3e
ამჟამად ეს უკვე საიდუმლო აღარ არის, მაგრამ ურთიერთობები და გეგმები ნამდვილად საიდუმლო იყო ტაბლოიდები, მანამდე სანამ ნიკ ქენონმა 2008 წლის მაისში არ ალაპარაკდა ქორწილზე. ზღაპრული ქორწილი ჩატარდა ბაჰამის კუნძულებზე მზის ჩასვლისას. გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგეს 2008 წლის აპრილში. ცერემონიას ესწრებოდა 300 სტუმარი და 200 დაცვის სამსახურის წევრი. ქერი მაშინ იყო 38 წლის, ხოლო ქენონი 27-ის. ჟურნალმა გადაიხადა 2 მილიონი დოლარი საქორწილო ფოტოების გამოქვეყნების უფლებებისათვის. ჟურნალში ასევე იყო ინტერვიუ იმის შესახებ, თუ როგორ შეხვდა ერთმანეთს წყვილი და როგორ გადაწყვიტეს დაქორწინება შეხვედრიდან 6 თვის შემდეგ.

ჟურნალ OK!-ს გარეკანი მაიკლ დუგლასის და კეტრინ ზეტა-ჯონსის ქორწილის ფოტოთი: 2 მილიონი დოლარი
8627c1419655
2000 წლის დეკემბერში ჟურნალმა OK!-მ გამოაქვეყნა ჰოლივუდური წყვილის მაიკლ დუგლასის და კეტრინ ზეტა-ჯონსის საქორწილო ფოტოთი. ჟურნალმა გადაიხადა 2 მილიონი დოლარი ქორწილის ფოტოების გამოქვეყნების უფლებების მისაღებათ, რომელიც შედგა სასტუმრო პლაზაში ნიუ-იორკში 2000 წლის ნოემბერში. საქორწილო ფოტოები არალეგალურად გამოაქვეყნა ჟურნალმა Hello-მ, რომელსაც მოუწია 2003 წელს სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით OK!-სთვის გადაეხადა 4 მილიონი დოლარი.

ჟურნალ PEOPLE-ის გარეკანი ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის ფოტოებით ბავშვების შვილების შემდეგ: 2 მილიონი დოლარი
243b95484c2d
ჟურნალის გარეკანი, რომელზეც გამოსახულია ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილის ისტორია გაჩნდა 2007 წელს. ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა იშვილეს ბავშვი საბავშვო სახლიდან ვიეტნამში, რომელსაც დაარქვეს პაქს თეინ ჯოლი, რაც ნიშნავს “მშვიდობიან ცას”. 2007 წლის ივნისში ჟურნალმა PEOPLE-მ გადაუხადა წყვილს 2 მილიონი დოლარი ექსკლუზიურად ანჯელინა ჯოლის მიერ ხელში აყვანილი შვილის ფოტოების გამოქვეყნებისათვის. იმ დროს ანჯელინას იკვე ყავდა უფროსი აყვანილი შვილი მედოქსი კამბოჯიდან და ზაჰარი ეთიოპიიდან. ფოტოები გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც წყვილი დაბრუნდა ვიეტნამიდან ბავშვთან ერთად.

ჟურნალ OK!-ს გარეკანი მეთიუ მაკკონაჰის და კამილა ელვისის ჩვილის ფოტოთი: 3 მილიონი დოლარი
>d655535746d2
2008 წელში დაბადებული სანტა-მონიკა ლევი ალვეს მაკკონაჰი არის ცნობილი წყვილის მეთიუ მაკკონაჰის და ბრაზილიელი მოდელის და ჩანთების დიზაინერის კამილა ალვესის ვაჟი. 2008 წლის ივლისში OK!-მ გამოაქვეყნა ახლადაბადებული ვარსკვლავი შვილის ფოტოები, რომელთა გამოქვეყნების უფლებებშიც გადაიხადა 3 მილიონი დოლარი. ფოტოების გარდა ჟურნალში განთავსებული იყო ექსკლუზიური ინტერვიუ მეთიუსთან და კამილასთან. ექსკლუზიური ფოტოების და ინტერვიუს წყალობით გაყიდული იქნა ჟურნალის ამ ნომრის 550 000 ასლი.

ჟურნალ OK!-ს გარეკანი დემი მურის და ეშტონ ქათჩერის ქორწილის ფოტოებით: 3 მილიონი დოლარი
6e8e507faa55
2005 წლის ოქტომბერში ჟურნალ OK!-ში გაჩნდა ცნობილი წყვილის დემი მურის და ეშტონ ქათჩერის საქორწილო ფოტოები. ასაკობრივი განსხვავება წყვილს შორის შეადგენდა 15 წელს, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ ხალხს უნდოდა ენახა ცერემონია. შავ-თეთრი ფოტოსთვის და ინტერვიუსთვის წყვილს ჟურნალმა გადაუხადა 3 მილიონი დოლარი, რომლიდანაც 2 გადარიცხეს საქველმოქმედო ფონდში «Habitat for Humanity» და დაეხმარეს ურაგან კატრინათი და რიტათი დაზარალებულებს. ქორწილის მომენტში დემი მური იყო 42 წლის. ცერემონია შედგა ბევერლი ჰილსში, რომელსაც ესწრებოდა 100 სტუმარი. ეს მოვლენა საიდუმლო იყო მანამ, სანამ ჟურნალმა გამოაქვეყნა საქორწილო ფოტოები.

ჟურანლ PEOPLE-ს გარეკანი ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის ქალიშვილის ფოტოთი: 4,1 მილიონი დოლარი
21b41cc945de
2006 წლის ივნისში ჟურნალმა PEOPLE-მ გადაიხადა 4,1 მილიონი დოლარი შაილო ნიუელ ჯოლი-პიტის ექსკლუზიური ფოტოების გამოქვეყნების უფლებებისთვის, გოგონასი, რომელიც არის ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის შვილი. ბავშვი დაიბადა შორს სახლისგან, ნამიბიაში, აფრიკაში. ვარსკვლავურმა მშობლებმა ფული გადაურიცხეს ერთ-ერთ საქველმოქმედო ფონდს. ექსკლუზიური ფოტოს წყალობით გაიყიდა ჟურნალის ამ ნომრის 4 მილიონი ასლი.

ჟურნალ PEOPLE-ს გარეკანი ჯენიფერ ლოპეზის ტყუპების ფოტოთი: 6 მილიონი დოლარი
fe16b8413b84
2008 წლის მარტში ჟურნალ PEOPLE-ს გარეკანზე გაჩნდა ჯენიფერ ლოპეზის და მარკ ენტონის ტყუპების ფოტო – მაქსის და გოგონის ემასი. 6 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჟურნალის რედაქციამ მიიღო უფლება, რომ გამოექვყნებინა ჯენიფერის და მისი ქმრის ფოტოების 12 გვერდი ლონგ-აილენდში ახლადაბადებულ ტყუპებთან ერთად. მათ უწოდეს “ექვსმილიონიანი ჩვილები”.

ჟურნალ PEOPLE-ის გარეკანი ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის ტყუპების ფოტოებით: 14 მილიონი დოლარი
a2f1ba77c698
ჰოლივუდის პირველი წყვილის ახლადაბადებული ტყუპების ფოტოების გამოქვეყნებისათვის ჟურნალმა PEOPLE-მა გადაიხადა კოლოსალური 14 მილიონი დოლარი. ეს არის გარეკანზე განთავსებული ყველაზე ძვირადღირებული ფოტო. 2008 წლის აგვისტოს ნომერი იყო ძლიერ პოპულარული, გაიყიდა 2,6 მილიონზე მეტი ასლი, მან დაიკავა პირველი ადგილი 2008 წლის გაყიდვებში და მეოთხე ადგილი ისტორიაში. ჟურნალში არის 19 გვერდიანი ფოტოები 3 კვირიან ტყუპებთან ერთად. ანჯელინა ჯოლიმ გააჩინა ისინი ნიცაში ივლისში 33 წლის ასაკში. 14 მილიონი დოლარი წყვილმა შესწირა ქველმოქმედებას.

მსგავსი ამბები

Back to top button