გამოგონებასაკითხავისასარგებლო

ვინ შექმნა?


იგი ცოცხალ ორგანიზმებს შორის ერთ-ერთია,რომელსაც ყველაზე მტკიცე ჯავშანი აქვს.ლოკოკინა რომელიც მუცელფეხიანი მოლუსკების კლასს მიეკუთვნება,ინდოეთის ოკიანის ფსკერზე ბინადრობს.

დაახლოებით 2 400 მეტრის სიღრმეზე ის უძლებს წყლის წნევას.გარდა ამისა ამ პატარა მოლუსკს ვერაფერს აკლებს წყლის მაღალი მჟავიანობა და ცვალებადი ტემპერატურა,მათ შორის ჰიდროთერმული წყაროები.ნიჟარა ლოკოკინას მტაცებლებისგან იცავს.

დაფიქრდით:ამ მუცელფეხიანთა კლასის ლოკოკინას ნიჟარა სამი შრისაგან შედგება.პირველი შრე შეიცავს რკინის სულფატებს,მეორე შრე ცილოვანი გარსია,რომელიც სხვა სახეობის ლოკოკინებისთვისაც არის დამახასიათებელი,მესამე შრე კი კალციუმის კარბონატისაგან შედგება რომელსაც არაგონიტი ეწოდება.ამ სამმაგი დამცავი შრის წყალობით,ლოკოკინა დაცულია კიბორჩხალების თავდასხმისაგან,რომლებიც ნიჟარას თავიანთ ძლიერ მარწუხებში აქცევენ,და ზოგჯერ რამოდენიმე ხნის განმავლობაში ხელიდან არ უშვებენ.ამ დროს ნიჟარას არაფერი მოსდის.
მკვლევარებმა ალმასის წვერიანი სიმყარის საზომის დახმარებით შეისწავლეს ,,ნიჟარის გარეთა შრე,რომელიც გაბზარვისას შთანთქავს ენერგიას.ბზარები წარმოიქმნება მხოლოდ და მხოლოდ გარეთა შრეში,რომლებიც რკინის სულფატების ნაწილლაკებია.ეს მიკრობზარი არა მარტო შთანთქავს ენერგიას, არამედ უფრო დიდი ბზარების წარმოოქმნას უშლის ხელს…ამ დროს შუა სქელი შრე შთანთქავს იმ მექანიკურ ენერგიას,რომლებიც მტაცებლების თავდასხმების დროს წარმოიქმნება”,-ნათქვამია ჟურნალ Discovery-ში.

მკვლევარებს იმედი აქვთ,რომ გამოიგონებენ მუცელფეხოვანი ლოკოკინის ნიჟარის სტრუქტურის ანალოგს,რათა შექმნან უფრო ძლიერი ჩაფხუტები,ტყვიაგაუმტარი ჟილეტები,გემისა და თვითფრინავების კორპუსები. ,,არ იქნებოდა ურიგო არქტიკაში გაყვანილ მილსადენებსაც,რომელსაც გამუდმებით ეჯახება აისბერგი,ასეთი სტრუქტურა ჰქონოდა”დასძენს ,”Discovery”-ი.
რას ფიქრობთ? შემთხვევით გაჩნდა ლოკოკინას ნიჟარა თუ მისი არსებობა შემომქმედის დამსახურებაა?

წყარო: ინფორმაცია აღებულია ჟურნალ გამოიღვიძეთ-იდან 06.2011წ

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close