საკითხავისურათებიუცნაური

ბიჭი, რომლის გული სხეულის გარეთ ცემდა

გაფრთხილება: სტატიაში მოთავსებული სურათები არაა განკუთვნილი სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის და ორსულებისთვის,ამიტომ ასეთმა პირებმა არ დააკლიკოთ გაგრძელებას
კრისტოფერ უოლს სხეულის არცერთი ნაწილი არ აკლდა როცა დაიბადა, მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი არასწორ ადგილას იყო მოთავსებული. ბიჭის გული სხეულის გარეთ ცემდა, ეს არ გახლდათ მედიცინის იშვიათი შემთხვევა, ეს ნამდვილი სასწაული იყო.

1975 წლის 10 აგვისტოს სამშობიაროში ერთი ჩვეულებრივი ორსული ტერეზა უოლი შევიდა, მისი ორსულობა არაფრით იყო გამორჩეული ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ორსულისგან. ფეხმძიმობის პერიოდში არ ჰქონდა გადატანილი არცერთი დაავადება, არც უბრალო ავადმყოფობა. სამშობიაროში ყოფნამაც არ მოუწია დიდხანს, სულ რაღაც 2 საათი გაატარა ბავშვის დაბადებამდე.

,,ყველა მხიარულ განწყობაზე იყო, ექიმები და მომვლელები ხუმრობდნენ, იცინოდნენ, და მეკითხებოდნენ პირველი ბავშვიაო? ”

მაგრამ სიცილი და ხუმრობა შეწყდა,როცა კრისტოფერი მოევლინა ქვეყანას.

,,ეს რაღაც ღრუბელივით იყო.. კრისტოფერი დაიბადა და ყველაფერი უცებ ჩაწყნარდა, ზედმეტად ხმაურიანმა სიჩუმემ დაისადგურა, ღრუბელივით ჩამოწვა და არავინ ხმას აღარ იღებდა. ”

ბავშვს უიშვიათესი დაავადება Ectopia cordis აღმოაჩნდა, რომელიც გულისხმობს,რომ გული სხეულის გარეთ, დაუცველად აქვს ადამიანს.

შეგიძლიათ იხილოთ ამ დაავადების სურათები

გავაგრძელოთ კვლავ კრისტოფერის ამბავი.. ექიმებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ, ეგონათ რომ ბავშვი ერთი საათიც ვერ იცოცხლებდა. ექიმმა თქვა,რომ ეს დაავადება ძალიან იშვიათი გახლდათ და მილიონიდან მხოლოდ 5-8 ბავშვი თუ იბადებოდა ამ ანომალიით. ამ ბავშვებიდან უმეტესობა დაბადებიდან 16 დღის განმავლობაში იღუპებოდა და დანარჩენი კი დაბადებამდეც ვერ ძლებდა. ჯერ კიდევ არაა გამოკვლეული არსებული ანომალიის გამომწვევი მიზეზები. ამბობენ,რომ დაავადების არსებობას სათავეში გენეტიკური და მემკვიდრეობითი მიზეზები უდგას, მაგრამ ზუსტად არ იციან ბავშვების რა კატეგორია იღებს ამ გენს და რა არა.

კრისტოფერი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს, დედას კი უთხრეს ყველაფერი ბავშვის უმძიმესი მდგომარეობის შესახებ.
იმ დროს, ანუ 1975 წელს მოგეხსენებათ არ არსებობდა ისეთი განვითარებული აპარატები,როგორიც დღეს. შესაბამისად ექიმები ცოტა არ იყოს დაბნეულებიც იყვნენ. ასევე სად იყო ისეთი დახვეწილი გამოკვლევები,როგორიც დღესაა.. შესაბამისად დედას ორსულობის პერიოდში არც ულტრაბგერითი და არც სონოგრაფიული გამოკვლევა ჩატარებული არ ჰქონდა. ამიტომაც ექიმებს წარმოდგენა არ ჰქონდათ კრისტოფერს ასეთი დაავადება თუ სჭირდა, რამაც საავადმყოფოში შეშფოთება გამოიწვია.

ექიმებმა სასწრაფოდ გასინჯეს ჰქონდა თუ არა ამის გარდა კიდევ სხვა ანომალია, მაგრამ საბედნიეროდ ბავშვს სხვა არაფერი აღმოაჩნდა. გულს რაც შეეხება, სრულიად ნორმალური გული ჰქონდა, მხოლოდ საკნებს შორის კედელი ბოლომდე არ ჰქონდა განვითარებული.
პაწაწინა სხეულში კი არ მოეპოვებოდა ადგილი,რომ გული ოპერაციით შიგნით მოეთავსებინათ. ექიმები გააკვირვა ბავშვის ბრძოლისუნარიანობამ.

მისი სიცოცხლის 18 თვის განმავლობაში პატარამ 15 ოპერაცია გადაიტანა, თითოეული მათგანი ემსახურებოდა გულის ანატომიურად სწორ პოზიციაზე მოთავსებას. მაგრამ ასევე თითოეული მათგანი ძალიან სარისკო იყო, რადგანაც ოპერაციის დროს ნებისმიერ წამს შეიძლებოდა გულის სისხლძარღვებს შეეზღუდა სისხლის მიმოქცევა, რაც გულის გაჩერებას გამოიწვევდა. თუმცა ექიმებს არჩევანი არ ჰქონდათ, გული კანით უნდა დაეფარათ, ამიტომაც გულმკერდის ღრუ თანდათან ეზრდებოდა კრისტოფერს.

კრისტოფერის პატარა გულ-მკერდი სუსტი გახლდათ და არასტაბილური. იგი რესპირატორის დახმარებით სუნთქავდა, რადგან ფულტვები დამოუკიდებლად ვერ ფუნქციონირებდა.

,,ის არაჩვეულებრივი ბავშვი იყო, -ამბობს დედამისი, – ათასგვარი მილები და ხაზები უერთდებოდა მის სხეულს, ისე რომ კრისტოფერის დანახვაც კი გაგიჭირდებოდათ, მაგრამ მე მხოლოდ მას ვხედავდი და სხვას ვერაფერს. თითქოს ჩემი თვალები ბლოკავდა ყველაფერს სხვას რაც ირგვლივ ხდებოდა და მხოლოდ ბავშვს ადევნებდა თვალს.

კრისტოფერმა 3 წელი გაატარა ფილადელფიაში, ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. ამ დროის განმავლობაში კი დედას ერთხელაც არ შერყევია მისი რწმენა, მიუხედავად ექიმების პესიმისტური პროგნოზებისა.

,,მე არასდროს ჩავვარდნილვარ ეჭვებში, – ამბობს ის.- შესაძლოა ეს დედის ინსტიქტი იყო, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი,რომ კრისტოფერი კარგად იქნებოდა”.

1978 წლის 8 აგვისტოს, 2 დღით ადრე კრისის მესამე დაბადების დღემდე, იგი პირველად გამოიყვანეს საავადმყოფოდან და წააცუნცულეს სახლში. : )

,,ამ დროს ის ჯერ კიდევ ჩვილივით იყო.. ისეთი ნაზი.. რომ მეგონა სახლში ჩვილი მიმყავდა”

სხვათაშორის ექიმები კვლავ არ იყვნენ დარწმუნებულები,რომ ბავშვი დიდხანს გაძლებდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. მშობლებს კი შეასწავლეს ის აუცილებელი პროცედურები,რომელიც პატარას მოსავლელად იყო საჭირო. მაგალითად თუ რესპირატორი ვეღარ იმუშავებდა რა უნდა გაეკეთებინათ.. ასევე ყოველ 4 საათში ერთხელ ზურგზე უნდა დაერტყათ რამდენჯერმე, რომ სუსტ ფილტვებს ასე თუ ისე კარგად ემუშავა.

ამის შემდგომ ექიმებმა ზრუნვა უკვე მკერდის ძვალზე დაიწყეს. ჯამში 21 ოპერაცია გაკეთდა და ბავშვს 6 წლის ასაკში საშუალება მიეცა რესპირატორის გარეშე ესუნთქა. შემდეგ კი თეძოს ძვალი გადაუნერგეს და მკერდის ძვალი შეუქმნეს. რადგანაც მაინც დელიკატური გული ჰქონდა, სპეციალური გულმკერდის დამცავი ეკეთა ხოლმე ტანსაცმლის შიგნით.

კრისტოფერმა შეძლო ეცხოვრა ნორმალური ბავშვივით, ეტარებინა ველოსიპედი და დაკავებულიყო სხვადასხვა სპორტით. ამით დედამისი კი გარკვეულ რისკზე მიდიოდა, რადგანაც დატვირთვებს შეიძლებოდა გართულებები მოჰყოლოდა.

,,მე მხოლოდ მივიტანე ჩემი სათქმელი კრისტოფერთან,- ამბობს დედა,- იმდენი რამეა სამყაროში რაც უნდა გავაკეთოთ,რომ ჩვენ არ გვაქვს დრო ვიყოთ ავად, არ გვაქვს დრო,რომ უკან დავიხიოთ. მე მგონი ეს ჩემი მხრივ მისი წახალისება იყო,რომელმაც შეაგნებინა,რომ უამრავი რამეა ირგვლივ, ჩვენ დრო უნდა გამოვიყენოთ და არ უნდა შეგვეშინდეს.”

კრისტოფერის ოპერაციათა სიმრავლემ თავისი შედეგები გამოიღო რასაკვირველია. ბიჭს თმა გაცვივდა და ვერც სწავლა შეძლო. 1995 წელს მაინც დაამთავრა სკოლა. სმენა დაქვეითებული აქვს, ამიტომაც მისი საუბარი ზოგჯერ გაუგებარიც იყო.

ფილადელფიაში მისი მეზობლები ამბობენ,რომ კრისტოფერი ძალიან თბილი ადამიანია, ყველას ისე ესალმება და ეპყრობა,როგორც ოჯახის წევრებს.

ამჟამად იგი 35 წლისაა და თავს ასე თუ ისე კარგად გრძნობს. 12 წლის განმავლობაში მუშაობდა მილების მშენებლობაზე და ეს სამსახური დაკარგა.

,,მინდა კარგი ადამიანი ვიყო, ვიმუშაო და ჩემს ოჯახს დავეხმარო” – ამბობს კრისტოფერი.

წარმატებას ვუსურვებთ მას და დიდხანს სიცოცხლეს.

უყურეთ ვიდეოს,სადაც კრისტოფერს იხილავთ

http://www.youtube.com/watch?v=w7705kNH01Y

…………………………………………………………………………………………………………………..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close