არქივი

ფიზიკური ნაკლი

3d45f19e022e
მართალია ზოგს ფიზიკური ნაკლი აქვს, მაგრამ თქვენ გგონიათ,რომ ამის გამო ისინი წარმატებას ვეღარ მიაღწევენ ცხოვრებაში? ცდებით, აქ ნახავთ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ფეხი ან ფეხები, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც შეუდარებელნი არიან.

b0ca52edeb17

ანტონი რობლესი, დაიბადა 1988 წლის 20 ივლისს, სამწუხაროდ მხოლოდ ცალი ფეხი ჰქონდა დაბადებისას. ბავშვი ხელოვნური ფეხის ტარებაზე უარს ამბობდა, ამიტომაც იძულებულნი გახდნენ 3 წლის ასაკში უკვე მოეხსნათ მისთვის პროთეზი. ყველანაირად ცდილობდა სხეული გაეძლიერებინა ათასგვარი ვარჯიშებით და ფეხის არქონა აღარ ყოფილიყო იმდენად შემაწუხებელი.

b2f82c5ddbe5

ვერასდროს წარმოვიდგენდი,თუ ცალფეხა ადამიანსაც ასე კარგად შეეძლო ჭიდაობა, მაგრამ როგორც ჩანს ნიჭი და მონდომება თავისას შვება. ანტონი ხშირად უყურებდა ბიძაშვილებს, რომლებიც ამ სპორტით იყვნენ დაკავებულნი, შემდეგ თვითონაც სცადა, ამ დროს იგი მერვე კლასში იყო. თავიდანვე წარმატებით დაიწყო კარიერა, არიზონას შტატის ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა.
დღესდღეობით კი არიზონას ერთ-ერთი წარმატებული მოჭიდავეა, მან საერთაშორისო გამარჯვებაც ჰპოვა..

თვითონ კი აი ამას ამბობს: ,,მე საშინელი მოჭიდავე ვიყავი, წონაში მხოლოდ და მხოლოდ 90 ფუნტი. დედამ კი მითხრა, რომ ღმერთმა მე რაღაც მიზნისთვის გამაჩინა, ჩემი აზრით ეს მიზანი ჭიდაობა იყო, მე ამისთვის შემქმნეს. მიყვარს ჭიდაობა და სწორედ ამიტომაც ვჭიდაობ. აღფრთოვანებაში მოვდივარ,როცა ბავშვები ან მოზრდილებიც ფეისბუქზე მწერენ,რომ ჩემით შთაგონებულნი და ჩემს შემხედვარე მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რაც ხალხს შეუძლებელიც კი ჰგონია.

უყურეთ როგორ ჭიდაობს ანტონი საერთაშორისო ჩემპიონატზე

.
.
.

e245a4153105

ბობი მარტინი, დაიბადა 1987 წლის 3 ნოემბერს. მას არ აქვს არცერთი ფეხი, მაგრამ არ უხმარია პროთეზი. 2 წლის ასაკში ბობი მამამ მიატოვა, დარჩა პატარა დედასთან და 2 უფროს ძმასთან ერთად, ისინი ოჰაიოს შტატში, ერთ მოცუცქნულ სახლში ცხოვრობდნენ, მართალია ცხოვრება მკაცრი იყო, მაგრამ ბიჭს სიყვარული და მხარდაჭერა ოჯახის წევრებისგან არ მოჰკლებია.
ენერგიულმა და მიზანდასახულმა ბობმა მალე ისწავლა დამოუკიდებლად გადაადგილება. იგი ფეხების მაგივრად აქტიურად იყენებდა ხელებს და განსაკუთრებული კოორდინირების უნარი ჰქონდა, ადვილად იცავდა წონასწორობას. როცა უთხრეს,რომ სპორტში ვერასდროს შეძლებდა თამაშს, მან ქუჩის პიკაპის თამაშებში დაიწყო მონაწილეობის მიღება.

თინეიჯერობის პერიოდში ცუდ წრეშიც მოხვდა და პრობლემებიც მრავლად ჰქონდა, მაგრამ ამ მდგომარეობიდან სასწავლებელმა გამოიყვანა, სადაც მეგობრები შეიძინა.
ბობის უკვე მეტი ადრენალინი უნდოდა, ამიტომაც საფეხბურთო გუნდში გაერთიანდა. თავდაპირველად სტუდენტები ამ არჩევანმა გააკვირვა, მაგრამ როცა ის მოედანზე ნახეს, მაშინ ყველაფერი ნათელი გახდა. ფეხბურთის თამაში ცხოვრების მოედანზე თამაშს გავდა ბობისთვის. მწვრთვნელები მას არც სიბრალულით უყურებდნენ და არც მწუხარების ცრემლებს ანახებდნენ, ისინი მას ფართო შესაძლებლობების გამოყენებას ასწავლიდნენ. ბობის მთავარ კოზირად მის სისწრაფეს თვლიდნენ და სიდაბლეს.. ბურთზე ფეხის მაგივრად დასარტყმელად კი ცხვირი უნდა გამოეყენებინა.

მარტინს მალე განუვითარდა ხელის კუნთები, ისე რომ უკვე საკმაოდ მოძლიერდა და უფრო კარგად შეძლო თამაში. წარმატებებსაც აღწევდა და კარიერაში აღმავლობის პერიოდი ჰქონდა, მაგრამ 2005 წლის 16 სექტემბერს ძალიან ცუდი ფაქტი დაფიქსირდა.
თამაშის პირველი ნახევრის დასრულების შემდგომ მსაჯმა აცნობა,რომ მეორე ნახევარში თამაშს ვეღარ შეძლებდა. ოფიციალური მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ფეხბურთელს ფეხსაცმელი უნდა სცმოდა.
ბობის მწვრთვნელმა ბიჭის დასაცავად და მსაჯის დასაცინად ბობს წელზე წყვილი ფეხსაცმელი მიაბა, მაგრამ გადაწყვეტილება არ შეცვლილა.
მარტინმა ეს ამბავი ძალიან განიცადა, ყველა ცდილობდა მის დამშვიდებას, ეუბნებოდნენ რომ ეს ამბავი გაირკვეოდა, თვითონ კი შემდეგ კვირას კვლავ დაუბრუნდებოდა მოედანს.

ბობის ამბავი მალე საერთაშორისო ნიუსად გადაიქცა. მასზე წერდნენ პრესაში, ასევე სატელევიზიო შოუებში მიიწვიეს, გამოსვლა ჰქონდა რადიოშიც. ზოგიერთმა სპორტულმა წამყვანმა კი თქვა, რომ ბობი არ იყო სპორტული მოთამაშე, ამაზე კი მარტინმა კომენტარი გააკეთა და თქვა: კარგით ბატონო, თუ არ ვარ მოთამაშე, მაშინ გადავცემ მაგათ ჩაიცვან ბუცები და მოედანზე შემხვდნენ, იქ ვნახოთ ვინაა მოთამაშე და ვინ არაო. : )

.
.
.

b52ac532c84a

ციან ჰონგენი 2000 წელს ავტოავარიაში მოყვა. გოგონა ამ დროს მხოლოდ 3 წლის იყო და საშინლად დაშავდა. გადარჩენის მიზნით ექიმები იძულებულნი გახდნენ ორივე ფეხის ამპუტაცია გაეკეთებინათ. ციანის ოჯახი ჩინეთში ცხოვრობს, ისინი ღარიბები არიან და არ ჰქონდათ საშუალება ბავშვისთვის ძვირადღირებული პროთეზი ეყიდათ. ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ რომ კალათბურთის ბურთის გამოყენება პროთეზის მაგივრად შეიძლებოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ. ციანს გადაჭრილი ბურთი წელზე ჰქონდა მიმაგრებული, ხელებში კი ხის საყრდენები ეჭირა და ისე გადაადგილდებოდა.
იგი მარტო დადიოდა სკოლაში და საბოლოოდ მისი ამბავი საქვეყნოდ გახდა ცნობილი. ბავშვის მდგომარეობით დაინტერესდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრო და ჩინეთის სარეაბილიტაციო ცენტრი.
მას პროთეზი გაუკეთეს უკვე და სიარულიც ისწავლა. თუმცა მაინც წუწუნებდა, მე კალათბურთის ბურთი მერჩია, იმით უფრო ადვილად დავდიოდიო.

გოგონას ძალიან უყვარს ცურვა და ყოველდღიურად ვარჯიშობს აქტიურად. მწვრთვნელი ამბობს, რომ თავდაპირველად მას სირთულეებიც შეხვდა, მაგრამ ეს ყველაფერი დაძლია, ახლა კი კარგ ფორმაშია. ციანი ოცნებობს 2012 წელს ლონდონში ცურვის შეჯიბრზე გავიდეს. ამიტომაც განსაკუთრებული დატვირთვით ემზადება და დღეში 2000 მეტრს ცურავს.

022fca1a2450

b30208a7687f

684c82b2f49f

f7f29a2dc469

fef1a57b2bca

1c6a77fd1f24

9e8ddf5213fd

c1dabfb3d7ce

9c77a822bb8d

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button