არქივი

5 საუკეთესო საპირველაპრილო ხუმრობა

85db1ff28ece
დღეს პირველი აპრილია და ხუმრობის დროა, გადავწყვიტე დამედო პოსტი რამდენიმე გამორჩეულ ხუმრობაზე ისტორიიდან.

5.მფრინავი პინგვინები

2008 წლის პირველ აპრილს BBC-ის რეპორტაჟი მოგვითხრობდა იმაზე, რომ აღმოაჩინეს პინგვინების ახალი ჯიში, რომელსაც შეეძლო ფრენა…

4. პირველი ფერადი ტელევიზია შვედეთში

dbd5c4cdf01b

1962 წლისთვის, შვედეთში მხოლოდ ერთი ტელევიზია იყო, რომელიც ჯერ არ იყო გადასული ფერად მაუწყებლობაზე, პირველ აპრილს კი ტელევიზიით ხალხს მიმართა ტელევიზიის ტექნიკურმა ეხპერტმმა და მათ უთხრა, რომ თუ უნდოდათ ფერადი მაუწყებლობა, მათ უნდა დაედოთ ნეილონის კოლგოტი ტელევიზორის თავზე. ექსპერტმა ეს სადემონსტრაციოთ პირდაპირ ეთერში თვითონაც გააკეთა, ამიშ შემდეგ ორი დღის განმავლობაში ტელევიზიაში ზარები არ შეწყვეტილა, საინტერესოა რომ რამდენიმე ადამიანის თქმით ამ ხრიკმა გაჭრა და მადლობა მოუხადა ტელევიზიას ამ საჭირო რჩევისთვის.

3. სიდ ფინჩი

19b5ed5b0c87

1995 პირველ აპრილს ცნობილ ჟურნალში “Sports Illustrated” დაიბეჭდა ცნობები იმის შესახებ, რომ მალე ბეისბოლის გუნდ “Mets” ითამაშებდა ვინმე სიდ ფინჩი, სტატიის ავტორის თქმით მას არასოდეს ეთამაშა ბეისბოლი ფროფესიონალ დონეზე, მაგრამ ის ვარჯიშობდა ტიბეტელი ბერებთან, რის შემდეგაც მან შეძლო აეთვისებინა “მოედნის ხელოვნება” (“Art of the pitch”), ამის შედეგად მას შეეძლო ბურთი ეტყორცნა უდიდესი სიზუსტით და სიჩქარით დაახლოვებით 170 მილი/სთ (273 კმ/სთ) რაც 100 კილომეტრით უფრო ჩქარი იყო ვიდრე მაშინდელი რეკორდი. რათქმაუნდა ეს მოთამაშე მხოლოდ სტატიის ავტორის თავში არებობდა.

2. პლანეტების განლაგება.

12f385f3cbd0

1976 წელს, ბრიტანელმა ასტრონომმა პატრიკ მურმა “BBC Radio 2″-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რომ პირველი აპრილს მზის სისტემის ყველა პლანეტა ერთ ხაზზე განლაგდებოდა რაც გამოიწვევდა დედამიწის გრავიტაციის დროებით შემცირებას, მან ზუსტი დროც კი დაასახელა 9:47, მისი თქმით ზუსტად ამ დროს თუ ახტებოდნენ ისინი ჩვეულებრივზე დიდ ხანს გაჩერდებოდნენ ჰაერში. საინტერესოა რომ ამის შემდეგ საკმაოდ ბევრი ზარი შევიდა სტუდიაში რომლებშიც ირწმუნებოდნენ რომ ისინი მართლა”ფარფატებდნენ” ჰაერში, ერთმა ქალბატონმა ისიც დააყოლა რომ ის და მისი მეგობრები უბრალოდ იჯდნენ ისინი არც კი ამხტარან, მაგრამ “შემცირებულმა გრავიტაციამ” ისინიც აიტაცა ჰაერში.

1. უცნაურზე ინდურ ფილმს გადაიღებენ.

80e1ac7027b7
შეიძლება ეს ხუმრობა ისეთი მაშტაბური არ არის, მაგრამ იმის გამო, რომ უშუალოდ თქვენ, ამ პოსტი მკითხველებს გეხებათ, ალბად ღირსია პირველი ადგილის.

ხუმრობის იდეა მომივიდა როდესაც ვუყურებდი ფილმს “სოციალური ქსელი”, თავიდან იდეა იყო რომ დაგვედო პოსტი სადაც იქნებოდა ლაპარაკი ფილმზე უცნაური ბლოგის შესახებ, რომელსაც მალე ბოლივუდში გადაიღებდნენ, თუმცა ეს ყველაფერი არადამაჯერებლად ჟღერდა, ამიტომ ჯერ დაიდო პოსტები იმის შესახებ თუ როგორ შეიქმნებოდა ბლოგის ინდური ანალოგი, ხოლო ამიშ შემდეგ კი თვითონ პოსტი ფილმის შესახებ ყალბი IMDB-ის ლინკის თანხლებით, თუმცა სამწუხაროდ ბევრი დრო აქ მქონია მის კარგად დასამუშავებლად, ასე რომ ზოგიერთი მალევე მიხვდა ამ ხუმრობას, მაგრამ მემგონი უმრავლესობამ დაიჯერა, რაც იმას ნიშნავს რომ ხუმრობა შედგა.

პოსტის კითხვა: მოგეწონა საპირველაპრილო ხუმრობა?

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button