ახალი ამბებისასარგებლოსაქართველო

ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ბლოგის ისტორიაში (Update 31/03/2011)

როგორც დაგპირდით თქვენ პირველები იქნებით ვინც გაიგებთ ახალ ამბებს.

ნამდვილად არ მოველოდი მოვლენების ასეთ განვითარებას, თუმცა შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რამდენიმე წუთი შოკში ვიყავი ასეთი შემოთავაზებისგან, თუმცა მოდით ყველაფერს თავიდან დავიწყებ…

ალბად გახსოვთ როდესაც საქართველოში ჩამოვიდნენ ბოლივუდის წარმომადგენლები რათა დაეთვალიერებინათ სამუშაო გარემო…

ახლა კი იწყება მთავარი!!! ის რაზე ლაპარაკიც არ შემეძლო რადგან ჯერ მოლაპარაკებები დასრულებული არ იყო, ხოლო რადგან მოლაპარაკებები დასრულებულია და ყველაფერი შეთანხმებულია, შემიძლია გითხრათ რომ ბოლივუდში “უცნაური” ბლოგზე ფილმს გადაიღებენ!!!

ფილმის გადაღების იდეა ქართული მხარიდან წამოვიდა, ხოლო მას შემდეგ რაც ფილმმა “სოციალური ქსელი” დიდ წარმატებას მიაღწია, ბოლივუდელმა პროდიუსერები დიდი ფიქრის გარეშე დათანხმდნენ ჩვენს წინადადებას.

“Mombai Films company” გახლავთ სტუდია რომელიც გადაიღებს ზემოდ ხსენებულ ფილმს. ჯერჯერობით მხოლოდ ოთხ როლზე მოხდა მსახიობებთან შეთანხმება.

1. რუსლაან მუმთაზი (Ruslaan Mumtaz) – BakoLine

2. ემრაამ ჰაშმი (Emraan Hashmi) – kakia

3. დეპიკა პადუკონე (Deepika Padukone) – iri_lekveishvili

4. შაჰიდ კაპური (Shahid Kapoor) – Wise Camel

სცენარზე მუშაობა უკვე დაიწყო, სცენარზე ვიმუშავებთ მე და ინდოელი სცენარის ავტორი, სცენარზე მუშაობა ზაფხულის ბოლოსთვის დამთავრდება, ხოლო ოქტომბრიდან დაიწყება გადაღებები, ფილმის პრემიერა დაგეგმილია 2012 წლის მაისში.

დამატებითი დეტალებისთვის გადადით ფილმის IMDB გვერდზე.

შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მას შემდეგ რაც ფილმის გადაღება სავსებით რეალური გახდა, გადაწყდა ბლოგს დამატებოდა ინდური ენა, რადგან ეს ფილმი დიდ რეკლამას გაუწევს ჩვენს ბლოგს ინდოეთში, ასევე უნდა აღინიშნის რომ ბლოგს ინდური ენა არ დაემატება უახლოეს მომავალში, ჯერ დაიწყება მხოლოდ პოსტების არქივის თარგმნის პროცესი, ხოლო უკვე ფილმის პრემიერის შემდეგ გაეშვება ინდური www.ucnauri.in დომენი.

იმედია გაგიხარდათ ეს სიახლე, ნებისმიერი სიახლე ამ თემასთან დაკავშირებით დაუყონებლივ გამოქვეყნდება ბლოგზე და მის facebook-ის გვერდზე, დარჩით ჩვენთან.

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Close
Close