ტოპ 10 იდუმალი ადგილი
დამეთანხმებით, რომ ჩვენი სამყარო სავსეა საიდუმლოებებით, დაწყებული ბუნების ახირებიდან დამთავრებული ადამიანის ხელნაკეთობებით. უამრავი რამ კაწრავს ჩვენს ტვინებს, მაგრამ მაინც ყოველთვის დაუკმაყოფილებლობის გრზნობა წრიალებს ჩვენში. თავს აღარ შეგაწყენთ და დავიწყებ…
1) McMudro
მდებარეობს ანტარქტიდაზე, ეს პატარა ადგილი საუკეთესო მანიშნებელია იმისა თუ რაოდენ უცნაური შეიძლება იყოს ჩვენი დედაბუნება. McMudro ხასიათდება გეიზერების შემცველობით, რის შედეგადაც წარმოიქმნება წითელი სითხე, რომელიც ასევე დამოკიდებულია რკინაზე და მის ჟანგვაზე. McMudro უჩვეულოა თავისი გეოგრაფიულ მდებარეობითაც. იგი დღემდე კვლევის საგანია.
2) Nazca lines
Naza-ს უდაბნოს ცენტრში უჩვეულო მოხაზულობები მდებარეობს, Naza ს კონტურები, გარკვეული ხაზებით შესრულებული გამოსახულებები. თვითონ Naza-ს უდაბნო მდებარეობს პერუში. არც ისე დიდი ხნის წინ, მოგზაურებმა შენიშნეს ეს რთულად შესამჩნევი კონტურები. მეოცე საუკუნეში მკვლევართა ჯგუფი ჩავიდა პერუში, საგანგებოდ ამ გამოსახულებების გასაშიფრად. მკვლევარების თავდაუზოგავი კვლევის შედეგად ვარაუდი გაჩნდა რომ ეს გამოსახულებები 1,5000 სიძველისაა, მაგრამ ეს დაზუსთებით არავინ იცის.
3)The Bermuda Treangle
ერთ-ერთი ამოუცნობი ტერიტორია. რაიონი ატლანტის ოკეანეში, რომელშიც თითქოს საზღვაო და საჰაერო გემების საიდუმლო გაუჩინარებანი ხდება. რაიონი შემოფარგლულია ხაზებით ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე, შემდეგ კი პუერტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამების გავლით.
ამ გაუჩინარებათა ასახსნელად, სხვადასხვა ჰიპოთეზების დასახელება ხდება, უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცებებამდე. თუმცა, სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარებები არ ფიქსირდება იმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება.
4) Easter Island
მორიგი თავსატეხი კაცობრიობას. ეს კუნძული აღმოაჩინეს 1722 წელს. კუნძული გვაოცებს ქანდაკებებით. კერძო სახელწოდებით ,,Moai” ასობით უცნაური ქანდაკებაა შექმნილი ვულკანური ქანებისაგან. მაგრამ მისი წარმოქმნის რეალური ჰიპოთეზა არავინ უწყის.
5) kalkajaka
ავსტრალიის შავი მთა. ეს მთა სავსეა ლაბირინთებით, რომლებიც მას ჯოჯოხეთურ იერს სძენენ. მისი უცნაურობა
აიხსნება იმით რომ პერიოდულად შემზარავი ხმები, ეხინაციები, აღწევს მისი შუაგულიდან. მის გარეგნულ მხარეს
რაც შეეხება იგი შავი არ არის, მისი შეფერილობა მუქი ნაცრისფერია. ეს სახელი კი იმიტომ შეარქვეს რომ სხვა მთებისაგან განსხვავდება არა შეფერილობით არამედ თვისებებითაც.
6) Medjugorje
ღრმად რელიგიური საიდუმლოება ზებუნებრივი კათოლიკური ეკლესიისა. მდებარეობს ბოსნია-ჰერცოგოვინაში.
ამბობენ რომ აქ არსებობ ე.წ ,,მარიანას მოჩვენებები”.
7) Roanoke
სახლი ,,დაკარგული კოლონიისა”
8) Roswell
ამბობენ რომ სწორედ ამ ადგილას აღმოჩნდა უცხოპლანეტელების სხეულები. Roswell მდებარეობს მექსიკაში.
9) Winchester mysterious house
ეს არის სახლი უილიამ ვინჩესტერისა, ცნობილი იარაღის მოყვარულისა. ეს სახლი ააშენა მისმა ქვრივმა, სარა
ვინჩესტერმა. მედიუმები ამტკიცებენ რომ ამ სახლში მოჩვენებები ბინადრობენ და რომ სწორედ მათი მსხვერპლი გახდა უილიამიც.
10) Stonehenge
ინგლისის სამხრეთ დასავლეთის (სოლზბერის ვაკე) ეს უძველესი ნაგებობა, რომელიც ძვ.წ 2900-1800 წწ-შია აგებული, დღემდე გამოცანაა მეცნიერთათვის. ერთ-ერთი თეორიით, იგი ასტრონომიული ობსერვატორიის როლს ასრულებდა, მეორით -რელიგიური წეს-ჩვეულების ჩატარების ადგილი იყო.
P.S რაღაც რაღაცებზე იყო პოსტები, მაგრამ სხვა რაღაცებიც ჩავამატე. იმედია მოგეწონებათ. :)