უცნაური

5 აკრძალული წიგნი

წიგნის აკრძალვის უამრავი მიზეზი არსებობს. ის შეიძლება ამახინჯებდეს რწმენას, დაწერილი იყოს გროტესკული, სექსუალური ან უხამსი ენით, ან ჩაითვალოს, რომ ხელს უწყობს კონფლიქტს საზოგადოებაში. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, როგორც კი წიგნი აიკრძალება, მის ირგვლივ იქმნება მისტიკის ერთგვარი აურა, რომელიც უფრო მეტად იზიდავს მკითხველებს, რომლებსაც სურთ თავად გადაწყვიტონ, არის თუ არა ის რეალურად გამოსაცემად გამოუსადეგარი. ასე რომ, ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე, დაათვალიერეთ წიგნების ეს სია, რომლებიც დროთა განმავლობაში და მთელ მსოფლიოში აკრძალული იყო, რათა თავად გადაწყვიტოთ არის თუ არა ისინი ღირსი იყვნენ აკრძალულები. უმეტესობის(თუ არა ყველას) პოვნა ქართულ ენაზეც შეგიძლიათ.

elisis thavgadasavali saotsrebatha qveqhanashi

5. “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”-ლუის კეროლი (1865)

ეს წიგნი მკვლევარების მიერ შეფასებულია, როგორც ლიტერატურული სისულელეების ჟანრის განსახიერება საბავშვო ფერადი თავგადასავალი, ამიტომ ზოგიერთს შეიძლება გაუკვირდეს მისი აკრძალულთა სიაში აღმოჩენა. თუმცა, საბავშვო წიგნი – ახალგაზრდა გოგონას ოცნებაზე, რომ კურდღელს გაჰყვეს მიწისქვეშა აბსურდულ სამყაროში, რომელშიც სუფევს ალოგიკა და ბინადრობს ყველა ფორმის, ფერისა და ზომის სხვადასხვა არსება – რატომღაც აკრძალეს. რამდენიმე განსხვავებული მიზეზის გამო. brittanic-ის მიხედვით, 1900 წელს აშშ-ს სკოლამ აკრძალა წიგნი მისი სასწავლო გეგმიდან, იმ მიზეზით, რომ იგი გამოხატავდა ახსნა-განმარტებებს და მიუთითებდა მასტურბაციასა და სხვა სექსუალურ ფანტაზიებზე, ასევე, ბავშვების თვალში ამცირებდა გარკვეულ ავტორიტეტულ ფიგურებს. დაახლოებით სამი ათწლეულის შემდეგ და მსოფლიოს მეორე მხარეს, ჩინეთში, ჰუნანის პროვინციამ აკრძალა წიგნი ცხოველების მიერ ადამიანური ენის ცოდნის გამო, რადგან პროვინციის გუბერნატორი წუხდა, რომ ცხოველებისა და ადამიანების ერთ საფეხურზე აყვანის შედეგები შეიძლება კატასტროფული ყოფილიყო საზოგადოებისთვის. დისნეის 1951 წლის ანიმაციური ფილმის, “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”, გამოსვლდან დაახლოებით ათწლეულის შემდეგ, წიგნს კვლავ ხვდა წილად წარსული – ამჯერად მშობლების მიერ 1960-იანი წლების ამერიკაში, რადგან მათ სჯეროდათ, რომ ის, ფილმთან ერთად, განავითარებდა ნარკომანიის კულტურას თავისი „აშკარა“ მინიშნებებით ჰალუცინოგენური ნარკოტიკების მოხმარებაზე. სხვადასხვა კულტურული სექტების ასეთი შეგონებითაც კი, კეროლის სიტყვით სავსე ნაშრომმა გაუძლო დროის გამოცდას და მისი შეძენა დღესაც შეგიძლიათ.

ulise

4. “ულისე” – ჯეიმს ჯოისი (1922)

ჯეიმს ჯოისის „ულისე“ სცდება ზღვარს უხამსობასა და გენიალურობას შორის მისი სერიული გამოცემის შემდეგ 1918–20 წლებში. რომანს – რომელიც მოგვითხრობს მებრძოლი მხატვრის სტივენ დედალუსის, ებრაელი ლეოპოლდ ბლუმის და ლეოპოლდის მეუღლის მოლი ბლუმის დღეებს – ერთდროულად მოხვდნენ თანამედროვე მოდერნისტების კრიტიკის ქვეშ, მათ შორის ერნესტ ჰემინგუეის, ტ. ელიოტი და ეზრა პაუნდისა და სხვათა მიერი. ამერიკაში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იგი კონტრაბანდად ითვლებოდა, სანამ 1933 წელს არ გააუქმეს კანონი მისი აკრძალვის შესახებ. გაერთიანებულმა სამეფომ ანალოგიურად აკრძალა რომანი 1930-იანი წლების შუა პერიოდამდე მისი აშკარა სექსუალურობისა და სხეულის ფუნქციების გრაფიკული გამოსახვის გამო. ავსტრალიამ კი საერთოდ მისი გამოქვეყნებიდან 1950-იანი წლების შუა პერიოდამდე აკრძალა. 1941 წელს მინისტრმა განაცხადა, რომ წიგნი „შემოქმედისა და ეკლესიის დაცინვის გამოხატულებაა… ასეთმა წიგნებმა შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ავსტრალიის საშინაო ცხოვრების სტანდარტებზე“. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს შეუძლია წიგნი უხამსად და საჯარო წასაკითხად უვარგისად მიიჩნიოს, დღეს უნივერსიტეტები მსოფლიოს გარშემო აღიარებენ მას შედევრად.

2632f52f7747455a9cecfc27515e326c

3. “1984” – ჯორჯ ორუელი (1949)

დიქტატორული საბჭოთა მმართველის იოსებ სტალინის კრიტიკული კომენტარის შემდეგ “ცხოველების ფერმა” – ალეგორიული ნოველა რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციის შესახებ, რომელიც ასახავდა სტალინის ღალატს რევოლუციის საწყის მიზეზად 1945 წელს, ჯორჯ ორუელი კიდევ უფრო შორს წავიდა და გააფუჭა თავისი იმიჯი დიქტატორის თვალში, როდესაც მან 1949 წელს დაწერა “1984”. სტალინმა ეს ქმედება განიხილა, როგორც მისი მმართველობის სტილის კრიტიკა, რამაც განაპირობა,რომ აეკრძალათ წიგნი საბჭოთა კავშირში. აკრძალვა მოქმედებდა 1988 წლამდე. ეს რომანი მიჰყვებოდა საშუალო დონის წარმომადგენელ მოქალაქეს, რომელიც ცდილობდა გაექცეოდა დისტოპიური მთავრობის ყოვლისმომცველ თვალს და ის ეხებოდა ნაციონალიზმის, სექსუალური რეპრესიების, ცენზურის და კონფიდენციალურობის თემებს. “1984”-მა ასევე გამოიწვია კონტროვერსიული თეორიები სხვა ქვეყნებშიც. შეერთებულ შტატებში სხვადასხვა სოციალურმა ჯგუფმა დაგმო რომანი და სცადა წიგნის მაღაზიებიდან მისი ამოღება. ეს თავდასხმები რომანზე გარკვეულწილად წინააღმდეგობრივი იყო: ზოგი ამტკიცებდა, რომ ეს იყო პროკომუნიზმის, ზოგი კი ამტკიცებდა, რომ ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი. თუმცა, დღეს ორუელის რომანს ბევრი აღნიშნავს, როგორც გამჭრიახ და მნიშვნელოვან წერილს დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ.

a6b8ec75450748d6a107850fc8d81d31

2. “ლოლიტა” – ვლადიმირ ნაბოკოვი (1955)

გამოქვეყნებამდე ვლადიმერ ნაბოკოვიც კი დაფიქრდა „ლოლიტაზე“, უნდა ყოფილიყო თუ არა ის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. რომანის გამოქვეყნებას ცოლისგან გარკვეული “მოთაფვლაც” დასჭირდა,შედეგად ის 1955 წელს საფრანგეთში ცნობილმა პორნოგრაფიულმა პრესამ გამოუშვა. “ლოლიტას” საკამათო სტატუსმა ხელი შეუწყო მის წარმატებას და მიიყვანა იგი ბესტსელერების სიის პირველ ადგილზე მთელს მსოფლიოში. მისი იდეა მკითხველს წარედგინა, როგორც ევროპელი ინტელექტუალის მოგონებები, რომელსაც ფანატიკურად სწყუროდა 12 წლის გოგონა, ძალიან უხამსი აღმოჩნდა რამდენიმე ქვეყნისათვის და აკრძალეს გამოცემის პირველ ათწლეულში საფრანგეთში, ინგლისში, არგენტინაში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკაში, ისევე როგორც ზოგიერთ ამერიკულ შტატში. რომანის ერთ-ერთმა განმხილველმა მიიჩნია, რომ ის „უმაღლესი პორნოგრაფია“ იყო. მიუხედავად ამ სასტიკი შეურაცხყოფებისა, ნაბოკოვის ნოველამ უარი თქვა, რომ დარჩენილიყო წაუკითხავი და მიუწვდომელი. დღეს ის მრავალი სწავლულისგან იმსახურებს დადებით შეფასებებს ფსიქოლოგიური ასპექტით. თუმცა, უდავოა, რომ შეუძლებელია სიყვარული დაარქვა 12 წლის გოგონასადმი 37 წლის მამაკაცის ურთიერთობას.

1592313627

1.”და ვინჩის კოდი” – დენ ბრაუნი (2003)

მოუხედავად იმისა, რომ წიგნი მრავალ ქვეყანაში აიკრძალა, მან მაინც შეძლო 750$ მილიონის გაკეთება და შეიქმნა ფილმიც, იმავე სახელწოდებით, რომელიც ასევე გახდა წარმატებული მსოფლიო კინოთეატრებში.

მაშ, რატომ იყო აკრძალული ეს მხატვრული ნაწარმოები ამდენ ქვეყანაში, როდესაც ის დიდ ეკრანზე გამოვიდა? გარკვეულმა ადამიანთა ჯგუფებმა მიიჩნიეს ის მკრეხელურად მიუხედავად იმისა, რომ მისი შინაარსი ფიქცია იყო.

CBC-ის ცნობით, „პაკისტანი შეუერთდა ინდოეთის 29 შტატიდან შვიდს და აკრძალა ფილმი „და ვინჩის კოდი“ და განაცხადა, რომ ის შეურაცხმყოფელია ქრისტიანებისთვის.

პოლ ბჰუიანმა, ენდრიუ პრადეშის სპეციალურმა მთავარმა მდივანმა წარმოადგინა გარკვეული მსჯელობა ფილმის აკრძალვის შესახებ.

„ფილმის სიუჟეტი შეეწინააღმდეგა წმინდა სახარების გულს და გაანადგურა იესო ქრისტეს ღვთაებრიობა“, – თქვა მან.

ბევრმა სხვა ქვეყანამ რომანი გარკვეული პერიოდით აკრძალა მკრეხელური შინაარსის გამო. მანილა, ინდოეთი და ვატიკანი არის ის ქვეყნები, რომლებმაც ან აკრძალეს ან მკაცრად შეაფასეს. ამ წიგნს ხშირად აკრიტიკებდნენ ისტორიული და სამეცნიერო უზუსტობის გამო.

ნამდვილად საინტერესო ჩამონათვალი გამოგვივიდა. იმედია დაინტერესდით მიზეზებით, რომლებმაც წიგნები აკრძალვის დონემდე მიიყვანა, თუმცა როგორც ამბობენ, ცუდი პროპაგანდაც პროპაგანდაა. თქვენ შეიძენდით ამ წიგნებს?

უცნაური • Ucnauri

მსგავსი ამბები

Back to top button