საკითხავისასარგებლო

ტყუილი და ემოცია (ნაწ.II)


ყოფილა შემთხვევა, როდესაც უსიტყვოდ გაგიგიათ თქვენია ახლობლის გრძნობები? ეს ყველაფერი იმ ემოციებიის დამსახურებაა, რომელსაც ყველა ჩვენგანი გამოხატავს.

ადამიანს აქვს სახის 48 კუნთი, რომლებიც ემოციების გამოხატვისას გამოიყენება და ასევე სხეული ათასგვარი ჟესტებით გვიჩვენებს ადამიანის ნამდვილ განცდებს. მეტიც ემოციები უფრო უტყუარია ვიდრე სიცრუის დეტექტორი და ამის მიზეზის ახსნაც ძალიან მარტივადაა შესაძლებელი. დეტექტორი აფიქსირებს მძლავრ ემოციას, რომელსაც ადამიანი გამოხატავს პასუხის დროს და ამ შემთხვევაში პასუხს ტყუილად ცნობს, მაგრამ ეს მძლავრი ემოცია არა მარტო ნერვიულობით შეიძლება იქნას გამოწვეული, სრულიად შესაძლებელია ადამიანი განიცდიდეს ბრაზს, რადგან მას ადანაშაულებენ, იმის გამო, რაც მას არ ჩაუდენია არ მას ისეთ რამეს აბრალებენ, რაც ამ ადამიანში სირცხვილს იწვევს, მაგრამ სიცრუის დეტექტორს არ შეუძლია მძლავრი ემოციის მიზეზის დაგენა, ხოლო ჟესტებს და სახის გამომეტყველებებს კი შეუძლიათ.

თვალის კონტაქტი

თვალის კონტაქტი ასევე მნიშვნელოვანია ადამიანთან ურთიერთობაში. დროთა განმავლობაში საზოგადოებაში ჩამოყალიბდა აზრი, რომ თუ ადამიანი გაიხედავს იმ მიმართულებით, რომელი ხელითაც წერს მაშინ იგი სიმართლეს ამბობს, ხოლო თუ იგი საპირისპირო მიმართულებით გაიხედავს მაშინ იგი იტყუება, ეს ყველაფერი სიცრუეა. სინამდვილეში,როდესაც ადამიანი გაიხედავს ანუ თქვენთან თვალის კონტაქტს შეწყვეტს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი რაიმე ამბის გახსენებას ცდილობს, მატყუარა კი პირიქით თვალებში გიყურებთ, რათა გაიოს დაიჯერეთ თუ არა თქვენ ეს ტყუილი

“მამაკაცის ცხვირი”

მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ახასიათებთ ცხვირის მოფხანვა, რომელიც ნიშნავს, რომ ეს მამაკაცი რაღაცას მალავს.

“არ მჯერა”

ამ ჟესტის დროს ადამიანის ქვედა ტუჩი წინ იწევა ან მისი პირი იღებს რკალისებურ ფორმას, რომელიც ქვევითაა დახრილი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არაა დარწმუნებული იმ სიტყვებში რაც თქვა.

ხელი კისერზე

თუ ადამიანი რაიმეს თქმის შემდეგ კისერზე ხელს მოისვამს და ეს არავითარი სხვა ზემოქმედებით (ტკივილი კისრის არეში) არ არის გამოწვეული, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი იტყუება. ეს მოქმედება ტყუილის ხშირი დამახასიათებელი ნიშანია.

ასიმეტრიული ემოცია

ემოციის გამოხატვისას თუ იგი სახის ორივე მხარეს არ არის ერთნაირი და თანაბარი ეს ნიშნავს, რომ ემოცია ნამდვილი არაა და იგი ხელოვნურადაა იმიტირებული.

თავის დაწყნარება

ეს ჟესტი ახასიათებთ ძირითადად ქალებს. პიროვნება, რომელიც თავის ხელს უსვამს მეორე ხელს ანერვიულებულია და ცდილობს საკუთარი თავის დაწყნარებას და ნერვიულობის განმუხტვას.

იმედგაცრუება

ამ ჟესტის დროს ადამიანის ქვედა ტუჩი მაქსიმალურად ებჯინება ზედა ტუჩს, ხოლო ნიკაპი კი ზევით იწევა, ეს იმედგაცრუებას ნიშნავს.

დანაშაულის გრძნობა

დანაშაულის გრძნობას აქვს მხოლოდ ერთი ძირითადი დამახასიათებელი თვისება და მისი გამოვლინების დროს თვალები არის ქვევით მიმართული და ჩანს მხოლოდ ზედა ქუთუთო, შესაძლებელია ასევე ადამიანმა თავი დახაროს.

თავდაჯერებულობა

ამ ემოციის გამოხატვისას სახე იწევს ზევით, ისე, რომ მისი ყელის ნაწილი კარგადაა გამოკვეთილი, იგი ისეთ გამომეტყველებას იღებს, თითქოს ყველაფერი მის კონტროლს ექვემდებარება.

თვალის გუგა

ადამიანის თვალის გუგა ხშირად გვეხმარება ისეთი ემოციის საპოვნელად, რომელსაც ადამიანი მალავს, რადგან თითქმის შეუძლებელია მისი გაფართოების და შევიწროების გაკონტროლება. თვალის გუგა ფართოვდება ძლიერ ემოციებზე, როგორიცაა ტკივილის განცდა, აღგზნება და სხვა.

მანიპულატორი

მანიპულატორები ხშირია ტყუილის თქმის დროს, ამ დროს ადამიანი ხელს კიდებს სამაჯურს, საყურეს და სხვა აქსესუარებს, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი ცრუობს.

თავდაცვა

ძლიერ საინტერესოა ასევე ჟესტი, რომლის დროსაც მამაკაცი ხელებს საკუთარ სასქესო ორგანოზე იფარებს, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი თავს იცავს.

გამარჯვების სიხარული

ადამიანი ამ ჟესტს გამოხატავს დადებითი შედეგის აღსანიშნავად. იგი ხელს ხრის იდაყვში და მუშტს მიმართავს ზევით.

ღალატი

როდესაც მამაკაცს ადანაშაულებენ ცოლის ღალატში სა მას მზერა გადააქვს ნებისმიერი მიმართულებით მეუღლისგან შორს ეს ნიშნავს იმას, რომ ეს მამაკაცი მართლა ღალატობს ცოლს.

ეს კი ჩემგან ემოციების პატარა კოლაჟი:

ესეც პატარა

ტესტი ემოციებზე

P.S. თუ კიდევ მოგინდებათ, გაგრძელება იქნება

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close