მონაკო
ცოტა რამ მონაკოს შესახებ…
მონაკო— პატარა დამოუკიდებელი ქვეყანა სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-ცენტრალურ სანაპიროზე. მას სამი მხრიდან ესაზღვრება საფრანგეთი.
ლეგენდის თანახმად ქალაქის დაარსება დაკავშირებულია ჰერაკლეს სახელთან, რომელიც ესპანეთიდან მობრუნებული, შეჩერდა და დაისვენა ლაჟვარდოვან სანაპიროზე. ამ ადგილს ეწოდა Portus Herculis Moniechi. უკანასკნელი სიტყვა ნიშნავს “იზოლირებულს”.
მოსახლეობა – 32 ათასი
მონაკოს ბიუჯეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა ტურიზმი. ყოველწლიურად მრავალ ტურისტს იზიდავს მისი კაზინოები და სასიამოვნო კლიმატი (მონაკოს მოქალაქეებს არ აქვთ უფლება მიიღონ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, ანუ აკრძალული აქვთ კაზინოში თამაშიც).
2007 წლის მონაცემებით, ქვეუნის ბიუჯეტი $976 მილიონია. ერთ სულ მოსახლეზე მოდის $70,670. ეროვნული ვალუტაა ევრო (EUR); 2002 წლამდე ფრანგული ფრანკი.
მთავრობა-კონსტიტუციური მონარქია
მონაკოს თავადი – ალბერ II
მონტე კარლოში 1929 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს, ტარდება გრანდ პრი. (ფორმულა ერთი)
სხვათაშორის მონაკო ითვლება ყველაზე ძვირიან ქვეყნად მსოფლიოში.
ეს კი არის მთელს მსოფლიოში ცნობილი კაზინო მონტე-კარლო
ეხლა კი ბევრი ჩემი ლაპარაკით, რომ არ დაგღალოთ უბრალოდ დატკბით ამ ულამაზესი ქალაქის სურათებით
და ბოლოს საინტერესო ფაქტები მონაკოზე:
მონაკო არის მსოფლიოში მეორე ადგილზე მდგომი ყველაზე პატარა ქვეყანათა სიაში.
მთელი მონაკოს მოსახლეობა მხოლოდ ერთ ქალაქში ცხოვრობს ამიტომაც მას მეორენაირად ქალაქ-ქვეყანას ეძახიან.
თურმე, თუკი ადამიანი საშუალო სიჩქარით ივლი, მონაკოს ერთი მხრიდან მეორე მხარესთან 56 წუთში მიხვალ.
წყარო: ვიკიპედია და ჩემი თავი
ეს ჩემი პირველი პოსტია, ასე, რომ კომენტარებში დაწერეთ თუ როგორ მოგეწონათ.