არქივი

ვანგამ ლიბიასთან ომი იწინასწარმეტყველა

cce2279b8bbb
ვანგამ ქვეყნიერების დასასრული იწინასწარმეტყველა.

ამ ბრმა ქალბატონმა კაცობრიობის მომავალი დაინახა, გაიგო, თუ რა ელის ხალხს მომავალი 3000 წლის მანძილზე. მაგალითად, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი მაშინათვე მიაწერეს მის ნათქვამს: “დაეცემიან ამერიკელი ძმები, რკინის ჩიტებისაგან განგმირულნი. მგელი აყმუვლდება ბუჩქებში, უდანაშაულოთა სისხლი დაიღვრება ზღვასავით”.

23aa43dbead6

ან მისი 1980 წლის ნათქვამი: ” საუკუნის მიწურულს, 1999 ან 2000 წელს კურსკი წყლით დაიფარება და მთელი მსოფლიო დაიტირებს. გაიხსენეთ წყალქვეშა ხომალდი “კურსკი”…

9d9c0e67cbfe

თუ ვანგას დავუჯერებთ, მაშინ 2011 წელის გარდამტეხი უნდა აღმოჩნდეს მთელი კაცობრიობისათვის.
მისი თქმით, ბირთვული აფეთქების შედეგად ჩრდილოეთში მთლიანად გააქრობს ცხოველებს და მცენარეებს. ამის შემდგომ კი დაიწყება ომი მუსულმან სახელმწიფოსთან.

2014-ქიმიური ომის შედეგად ადამიანები დაავადდებიან სხვადასხვა კანის დაავადებით და კიბოთი.
2016- ისლამური ქვეყანა გამოიყენებს ქიმიუ იარაღს და მიწასთან გაასწორებს ათეულობით სახელმწიფოს. უძლიერესი დარტყმის შედეგად ევროპის მოსახლეობას კანზე ჩირქოვანი გამონაყარი და წყლულები გაუჩნდებათ. ევროპა უკაცრიელი გახდება.
ვანგას წინასწარმეტყველება თითქოს მართლდება: იაპონიაში ბირთვული რეაქტორ “ფუკუსიმა-1”-ზე მომხდარი ავარიის შედეგად უკვე დასხივებულია ასეული ტონობით ბოსტნეული და სხვა საკვები პროდუქტები. ჯერ კიდევ გაურკვეველია რით დასრულდება ეს ყოველივე.
7908dfc7feae

ლიბიის კრიზისმა კი პიკს მიაღწია. მუამარ კადაფი ყველაფერზე წავა სამშობლოს გადასარჩენად.

cce2279b8bbb

ნატოს ჯარების მიერ განხორციელებული საბრძოლო ოპერაციების საპასუხოდ მან განაცხადა, რომ ევროპას სისხლში აბანავებდა.
კოალიციას უკვე შეუერთდა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, ყატარი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ესპანეთი და იტალია. კადაფი კუთხეშია მომწყვდეული, და აწი ყველაფერზეა წამსვლელი რათა დაიცვას სამშობლო ინტერვენციისაგან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა- ჰილარი კლინტონმა შეშფოთება გამოხატა იმის შესახებ, რომ ლიბია ფლობს ქიმიურ იარაღს.
-მე არ შემიძლია ამის მტკიცება, მაგრამ ვშიშობ, კადაფის საკმაო რაოდენობით აქვს ქიმიური იარაღი-განაცხადა მან.

5d091dcb444c

ვანგა ირწმუნებოდა, რომ მესამე მსოფლიო ომი 2010 წლის ნოემბერში დაიწყებოდა. მაგრამ, როგორც ვხედავთ არ გამართლდა მისი მოლოდინი.

თუმცა საჭიროა ვიცოდეთ, რომ ჩრდილოეთ აფრიკაში სწორედ 2010 წლის ნოემბერში გაჩნდა აარეულობის საბაბი- ბევრ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლებიც მოსახლეობის მასიურ აჯანყებაში გადაიზარდა.

3567ab311f06

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button