საკითხავისასარგებლოსურათები

10 ყველაზე მდიდარი ადამიანი

ჟურნალმა “Forbes” გამოაქვეყნა 10 ყველაზე მდიდარი ადამიანის სია.

N1. კარლოს სლიმი. 71 წლის მაგნატი, მექსიკის სატელეკომუნიკაციო კომპანია Telmex-ს მფლობელია და პლანეტის უმდიდრეს ადამიანად მიიჩნევა. მისი პირადი ქონება 74 მილიარდ დოლარს შეადგენს. ხოლო მისი კომპანიის ყოველწლიური შემოსავალი – 368 მილიარდი დოლარია.

N2. ბილ გეიტსი. იგი გახლავთ Microsoft-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. მრავალი წლების მანძილზე იგი პლანეტის უმდიდრეს ადამიანად ითვლებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში პოზიციების დათმობა მოუხდა. მისი პირადი ქონება შეადგენს 55 მილიარდ დოლარს.

N3. უორენ ბაფეტი. Berkshire Hathaway-ს მფლობელი. მისი ქონება 50 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

N4. ბერნარ არნო. Louis Vuitton Moet Hennessy – ის დამფუძნებელი და მფლობელი. ეს კომპანია აწარმოებს ძვირადღირებულ პროდუქციას, როგორიც არის ძვირადღირებული საათები, ალკოჰოლური სასმელები და ა.შ. აქვს 41 მილიარდი დოლარი.

N5. ლარი ელისონი. კომპანია Oracle-ს მფლობელი, რომელიც აწარმოებს პროგრამულ უზრუნველყოფას. აქვს 39,5 მილიარდი აშშ დოლარი.

N6. ლაქშიმ მიტალი, ინდოელი ბიზნესმენი. იგი ფლობს მეტალურგიულ კომპანია ArcelorMittal-ს, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს მიმწოდებლად მიიჩნევა. პირადი ქონება – 31,1 მილიარდი.

N7. ამანსიო ორტეგა. ეს 74 წლის ესპანელი მაგნატი იყო Inditex-ის მფლობელი. ამჟამად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფლობს 5000 მაღაზიას. პირადი ქონება – 31 მილიარდი დოლარი.

N8. ეიკე ბატისტა – ბრაზილიელი ბიზნესმენი, EBX Group-ის მფლობელი, რომელიც დაკავებულია ნავთობმომპოვებლობითი საქმიანობით. მისი პირადი ქონება შეადგენს 30 მილიარდ დოლარს.

N9. მუკეშ ამბანი – კომპანია Reliance Industries-ის მფლობელი, რომელიც დაკავებულია ნავთობისა და გაზის მოპოვებით. პირადი კაპიტალი – 27 მილიარდი დოლარი.

N10. კრისტი უოლტონი. ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია Walmart-ის მფლობელი, რომელიც მან მეუღლისგან მიიღო ანდერძის სახით.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close